ბრძანება N 29680
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 29680
30 .11. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----ის“ (ს/ნ ---------)
(მის.: -----------------------)
2023 წლის 7 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „----ის“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 7 ნოემბრის №84729/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №006-522 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ გადაანგარიშებაზე უარის მიზეზად იმის მითითება, რომ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ თანხის გადახდამდე პერიოდის რეალიზაციის შესწავლით (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან 5-7 დღე) საწარმოს გააჩნდა მობილიზებული თანხები არარეზიდენტი კომპანიისთვის გადასახდელად, არ არის საკმარისი. ითხოვს დავების განხილვისას წარმოდგენილი 2022 წლის აპრილის თვეში განხორციელებული 3 გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (თითო გადახდა 650 000 რუბლი) გათვალისწინებას და გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის შესაბამისი კურსის მიხედვით აღნიშნული თანხის, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, გონივრულ ნაშთად განხილვას. მომჩივანი მიუთითებს, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან და ბოლო დროს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მის მიერ საქონლის შეძენა -----ში ძირითადად ხორციელდება ნაღდი ფულით, რომელიც იგზავნება სხვადასხვა გზით და ძირითადად გადახდა ხდება წინასწარ. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2022 წლის 1, 4 და 8 აპრილს მართლაც რეალიზებული არის მარაგები, მაგრამ თანხის სრულად ანაზღაურება არ მომხდარა, რისი დადასტურებაც შესაძლებელია შედარების აქტებით. მითუმეტეს აღსანიშნავია რომ ------ში საქონლის შეძენისთვის თანხა გადარიცხული არ ყოფილა, არამედ გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით, რასაც ადასტურებს წარდგენილი გადახდის ქვითრები და შესაბამისი დასტურის წერილი არარეზიდენტი პარტნიორი კომპანიიდან. შესაბამისად, სრულად რომც ყოფილიყო ანაზღაურებული რეალიზაციის თანხა, ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა თანხის კონვერტაცია, მგზავრობა და შესაბამისად გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არგუმენტაცია და წარდგენილი მტკიცებულება სრულად შეესაბამება შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებით დადგენილ გარემოებებს, სალაროში არსებული ნაღდი ფულის გონივრულ ნაშთად მიჩნევისათვის.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №8025 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №29951 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №8025 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 3 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 ოქტომბრის №006-522 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმებით სადავო საკითხი დამატებით შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის მიხედვით. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, საკასო შემოსავალი/ხარჯის მიხედვით, განისაზღვრა არაგონირული ფულის ნაშთი შესაბამის კალენდარულ თვეებში. საწარმოს არაგონივრულმა ნაშთმა პერიოდის ბოლოს (2022 წლის მარტის ბოლოს) შეადგინა 82 702 ლარი, ხოლო აღნიშნული თანხის ნაწილი 14 627 ლარი ფიქსირდება პერიოდის დასაწყისიდან (2019 ოქტომბერი). შესაბამისად, 14 627 ლარი ჩაითვალა 2019 წლის ოქტომბერში გაცემულ ხელფასად, ხოლო დარჩენილი ნაწილი 68 074 ლარი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი (82 702 ლარი), დაბეგრილი არის ხელფასად, აღნიშნული ფულის ნაშთი საწარმოს დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად გადანაწილებულია თვეებში. გადაანგარიშების შედეგად, განხორციელდა დასაბეგრი პერიოდის ცვლილება, შესაბამისად დარიცხული გადასახადი არ დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა. კერძოდ, სადავო საკითხი დამატებით შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის მიხედვით. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, საკასო შემოსავალი/ხარჯის მიხედვით, განისაზღვრა არაგონირული ფულის ნაშთი შესაბამის კალენდარულ თვეებში. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი (82 702 ლარი), დაბეგრილი არის ხელფასად, აღნიშნული ფულის ნაშთი საწარმოს დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად გადანაწილებულია თვეებში. გადაანგარიშების შედეგად, განხორციელდა დასაბეგრი პერიოდის ცვლილება, შესაბამისად დარიცხული გადასახადი არ დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს .
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №8025 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №8025 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 3 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 ოქტომბრის №006-522 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6); 304( 21);