გადაწყვეტილება №23532/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23532/2/2024
14 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------------ი“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --ის 22.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23532/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3498 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2024 წლის №055-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.07.2024 წლის №15674 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 100 546,38 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 58 689
დღგ - 38 472
საშემოსავლო გადასახადი - 20 215
ქონების გადასახადი - 2
ჯარიმა - 28 839
საურავი - 13 018,38
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №055-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3498 ბრძანებით, გაწეული მომსახურებების თანხების გაანგარიშების და სალაროს ნაშთის დაბეგვრის საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შეძენილი მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3498 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შპს------თან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, საიდანაც დასტურდება, რომ შპს ----ის მიერ არ არის გაწეული მომსახურება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. წარდგენილი პირველადი დოკუმენტების (ბუღალტრული აღრიცხვა, ბანკის ამონაწერები) დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები (მომსახურებების შეძენა). საწარმოს მიერ აღნიშნულ პირებზე არ არის დაკავებული საშემოსავლო გადასახადი. შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი მონაცემებით, ი/მ -------ზე (ს/ნ --------) გადახდილი თანხები არ ექვემდებარება დაბეგვრას, რაც საგადასახადო შემოწმებით იქნა დაბეგრილი. გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილ იქნა დაკორექტირებული ბუღალტრული აღრიცხვა (მ.შ 1110-ის, 3110-ის და 1410-ის ბარათები). შესწავლილ იქნა დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია და შედეგად, შემცირებულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 30.05.2024 წლის №055-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ შპს მადლთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ შპს -----ის მიერ არ არის გაწეული მომსახურება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ასევე, შემცირებულ იქნა ი/მ -----ზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. ხოლო, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან მიმართებით, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა დაკორექტირებული ბუღალტრული აღრიცხვა (მ.შ 1110-ის, 3110-ის და 1410-ის ბარათები), რომლის შესწავლის შედეგად, ასევე შემცირებულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც პირველად წარმოდგენილ საჩივარში არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების აქტი, თუმცა სრულად არც აქ არის დაკმაყოფილებული ყველა მოთხოვნა, კერძოდ დღგის ნაწილში დასაბეგრ ობიექტად არ უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი თანხის გადარიცხვები, რომლებზეც არ არის მომხდარი არც საქონლის და არც მომსახურების მიწოდება და აღნიშნული უნდა ჩაითვალოს თანხის სესხად გაცემად, აგრეთვე საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას მეწარმეებზე გადახდილი არცერთი თანხა არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით (დაბეგვრა უნდა განხორციელდეს მეწარმეების მიერ). გარდა ამისა, რადგან ყოველივე ზემოთაღნიშნული არ მომხდარა წინასწარი განზრახვით და არასწორი გაანგარიშება გამოწვეულია მხოლოდ დაშვებული შეცდომის გამო, ამიტომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს გაუნულდეს დარიცხული სანქცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3498 ბრძანებით, გაწეული მომსახურებების თანხების გაანგარიშების და სალაროს ნაშთის დაბეგვრის საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შეძენილი მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შპს ------თან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, საიდანაც დასტურდება, რომ შპს ---ის მიერ არ არის გაწეული მომსახურება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმებით დაბეგრილია ი/მ --------------ზე (ს/ნ ---------------) გადახდილი თანხები, რაც დაექვემდებარა შემცირებას. გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილ იქნა დაკორექტირებული ბუღალტრული აღრიცხვა (მ.შ 1110-ის, 3110-ის და 1410-ის ბარათები), რისი შესწავლის შედეგად, შემცირებულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. ასევე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2024 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3498 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივანი ასევე, ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3498 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №3498 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №055-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №3498 ბრძანებით, გაწეული მომსახურებების თანხების გაანგარიშების და სალაროს ნაშთის დაბეგვრის საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შეძენილი მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №3498 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ურთიერთშედარების აქტი, საიდანაც დასტურდება, რომ მომჩივანის მიერ არ არის გაწეული მომსახურება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. წარდგენილი პირველადი დოკუმენტების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები . საწარმოს მიერ აღნიშნულ პირებზე არ არის დაკავებული საშემოსავლო გადასახადი. შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი მონაცემებით გადახდილი ანხები არ ექვემდებარება დაბეგვრას, რაც საგადასახადო შემოწმებით იქნა დაბეგრილი. გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილ იქნა დაკორექტირებული ბუღალტრული აღრიცხვა (მ.შ 1110-ის, 3110-ის და 1410-ის ბარათები). შესწავლილ იქნა დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია და შედეგად, შემცირებულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №055-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის №3498 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ ); 159( „ა“ და „ბ“);