გადაწყვეტილება №20722/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20722/2/2023
07 .12. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ს 30.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20722/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №259-28 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20222 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 211 950,5 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 132 068
დღგ - 92 428
მოგების გადასახადი - 529
საშემოსავლო გადასახადი - 38 991
ქონების გადასახადი - 120
ჯარიმა - 65 944
საურავი - 13 938,5
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №2503 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 16.09.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები.
აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2023 წლის №5910 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება ამავე დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №2503 ბრძანებაში. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 16.09.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 9.02.2023 წლის ჩათვლით პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 31.03.2023 წლის აქტში, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №259-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- ავტომობილის შესყიდვისთვის გაწეული ხარჯის დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ ავტომობილის შეძენისთვის გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული მტკიცებულებები საგადასახადო შემოწმებისათვის არ არის წარდგენილი. შესაბამისად, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. კერძოდ, საბუღალტრო პროგრამით აღიარებული ნასყიდობის საგნის სანაცვლოდ გადახდილი თანხის 25% ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა დაექვემდებარა კორექტირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №259-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20222 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, სადაო საკითხთან დაკავშირებით არ მომხდარა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა, შემოწმებამ ავტომობილის შეძენისათვის გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვრა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, საბუღალტრო პროგრამით აღიარებული ნასყიდობის საგნის სანაცვლოდ გადახდილი თანხის 25% ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად, რის შედეგადაც დაკორექტირდა დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 ბრძანებით მითითებულ ვადაში ვერ განხორციელდა სათანადო მტკიცებულების წარდგენა, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტმა ავტომობილზე გაწეული ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კორექტირებული შედეგების გამოცემამდე განხორციელდა მტკიცებულების მოძიება და აუდიტორებთან დაკავშირება მტკიცებულების წარდგენის მიზნით, რაზეც განმარტეს, რომ გადაანგარიშების დასკვნა ატვირთული იყო და ვერ განხორციელდებოდა აღნიშნული მტკიცებულების გათვალისწინება.
დანართის სახით წარმოდგენილია სადავოდ გამხდარი შესყიდულ ავტომობილზე გაწეული ხარჯის დადასტურების მიზნით ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება კომპანიის მიერ რეალურად გაწეული ხარჯის ოდენობა. უნდა მოხდეს აღნიშნული მტკიცებულების გათვალისწინება და საგადასახადო შემოწმების შედეგების სათანადო კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავტომობილის შესყიდვისთვის გაწეული ხარჯის დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭო მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასკვნა შედგენილია 5.07.2023 წელს. გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ ბრძანებით მითითებულ ვადაში ვერ განხორციელდა სათანადო მტკიცებულების წარდგენა და დანართის სახით წარმოდგენილი აქვს სადავოდ გამხდარი შესყიდულ ავტომობილზე გაწეული ხარჯის დადასტურების მიზნით ნოტარიულად დადასტურებული ახსნაგანმარტება, რომლითაც დასტურდება კომპანიის მიერ რეალურად გაწეული ხარჯის ოდენობა. შპს „----“-ს (ს/ნ -----) 30.08.2023 წლის საჩივარი თანდართული მასალებთან ერთად აუდიტის დეპარტამენტს გაეგზავნა 31.08.2023 წლის №87222-03 წერილით.
საჩივარზე დართულია ---- -----ის (პ/ნ ------) 13.07.2023 წლის ახსნა-განმარტება, რომელზეც ხელმოწერა დადასტურებულია ნოტარიულად (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის თარიღი 13.07.2023 წ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი -------).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის შესწავლა შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20222 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის შესწავლა შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №2503 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 16.09.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები.აუდიტის დეპარტამენტის №5910 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება ამავე დეპარტამენტის №2503 ბრძანებაში. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 16.09.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 9.02.2023 წლის ჩათვლით პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №259-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №12803 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
შემოსავლების სამსახურის №12803 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული მტკიცებულებები საგადასახადო შემოწმებისათვის არ არის წარდგენილი. შესაბამისად, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №259-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №20222 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის შესწავლა შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12803 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73( 5 „ა“ . 9 „ბ“); 982 (1 „ა“)
(1.01.2022 წლამდე მოქმედი ) 97(1 „ბ“ );