ბრძანება N 21767

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.09.2023
№ დოკუმენტი 21767
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21767

06.09. 2023

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,------------’’- ის (ს/ნ ------------------)

(ფაქტ. მის.: ---------------------------------)

(იურ. მის.: ---------------------------------)

2023 წლის 5 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს ,,------------’’- ის (ს/ნ ------------------) №82869/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის №024-53 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

1. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა საქონლის დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციის გაანგარიშების ცხრილი, რომელშიც გაშიფრული იყო 638 000 ლარის ღირებულების საქონელი, დაახლოებით 4900 პოზიცია. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და მოახდინოს დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 იანვრის №542 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №024-43 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 12 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,, 1. შპს ,,------------’’- ის (ს/ნ ------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 იანვრის №542 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 19 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 25 ივლისის №024-53 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შემოწმებული პერიოდების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება, სადაც საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გამოყენებულ ფასნამატად მიჩნეულია 15%. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიხედვით, კერძოდ, შემოწმებით ჩატარდა წარმოდგენილი ფასნამატის ანალიზი. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს დაახლოებულ თარიღებში შეძენილი აქვს სხვადასხვა ფასისა და ხარისხის ერთიდაიგივე დასახელების საქონელი, რომელთა დაკავშირებაც რეალიზაციის დოკუმენტებში მითითებულ ზოგად დასახელებებთან სხვადასხვა კომბინაციით შეიძლება, საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური ფასნამატი შედგენილია შეძენარეალიზაციის დოკუმენტებში საქონლის ზუსტი დამთხვევის/იდენტიფიცირების გარეშე და არ შეესაბამება რეალურ სურათს. ასევე, რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილ ფასნამატის ცხრილში არ არის გათვალისწინებული რეალიზებული საქონლის ფასის უახლოესი თარიღით შეძენის ფასთან კავშირი, ასევე არ არის დაკავშირებული სხვა იდენტიფიცირებადი რეალიზებული და შეძენილი საქონლის მონაცემები, რომლებიც მოცულობითად იძლევა განსხვავებული ფასნამატის დადგენის შედეგს. შემოწმების მიერ განმეორებით ჩატარდა დოკუმენტური ფასნამატის ანალიზი, რომლის შედეგადაც შემოწმებით დაკავშირდა მაქსიმალურად დაახლოებული დასახელებების საქონელი და გათვალისწინებულ იქნა რეალიზებული საქონლის უახლოესი თარიღის შეძენის ფასთან კავშირი.დაახლოებით 500 რეალიზაციის სასაქონლო ზედნადების ჩანაწერის ანალიზით, დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისობაშია საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფასნამატთან. ჩატარებული ანალიზის შედეგების შესაბამისად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები უცვლელი დარჩა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე ჩატარდა გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატის ანალიზი. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს დაახლოებულ თარიღებში შეძენილი აქვს სხვადასხვა ფასისა და ხარისხის ერთიდაიგივე დასახელების საქონელი, რომელთა დაკავშირებაც რეალიზაციის დოკუმენტებში მითითებულ ზოგად დასახელებებთან სხვადასხვა კომბინაციით შეიძლება, საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტური ფასნამატი შედგენილია შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტებში საქონლის ზუსტი დამთხვევის/იდენტიფიცირების გარეშე და არ შეესაბამება რეალურ სურათს. ასევე, რიგ შემთხვევებში, წარდგენილ ფასნამატის ცხრილში არ არის გათვალისწინებული რეალიზებული საქონლის ფასის უახლოესი თარიღით შეძენის ფასთან კავშირი, ასევე არ არის დაკავშირებული სხვა იდენტიფიცირებადი რეალიზებული და შეძენილი საქონლის მონაცემები. გადანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ განმეორებით ჩატარდა დოკუმენტური ფასნამატის ანალიზი. დაახლოებით 500 რეალიზაციის სასაქონლო ზედნადების ჩანაწერის ანალიზით, დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისობაშია საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფასნამატთან. შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავოდ მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,------------’’- ის (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

1. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და მოახდინოს დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №542 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №024-43 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,, 1. მომჩივანის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები ;ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’

შემოსავლების სამსახურის №542 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №024-53 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(21);