ბრძანება N 25405

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.12.2024
№ დოკუმენტი 25405
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25405

04 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 22 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №194154/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 ოქტომბრის №006-458 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამფუძნებელზე გადახდილი სესხის და პროცენტის თანხების დივიდენდის გაცემად განხილვას, შესაბამისად, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანიის დამფუძნებელი პერიოდულად მის მიერ შპს „----------“ სესხის სახით შეტანილი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფდა საწარმოს ფუნქციონირებას. შესაბამისად, კომპანიას მის მიმართ წარმოექმნა თანხის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც განახორციელა კიდეც. მიიჩნევს, რომ კანონი არ აწესებს კომპანიის არანაირ ვალდებულებას დივიდენდის სახით მიღებული თანხის ამავე დანიშნულებით გაცემაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №18740 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-674 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 23 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი, კერძოდ, თუ დასტურდება აღნიშნული პროცენტის თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა (დეკლარაციაში ასახვა), ამ ნაწილში განახორციელოს გადამხდელის მიერ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №18740 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 22 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 4 191 ლარით, მათ შორის გადასახადი 2 794 ლარით და ჯარიმა 1 397 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 ოქტომბრის №006-458 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №18740 ბრძანების საფუძველზე, დამატებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი. შედეგად, დადასტურდა აღნიშნული პროცენტის თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა (დეკლარაციაში ასახვა) და განხორციელდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი. შედეგად, ვინაიდან დადასტურდა აღნიშნული პროცენტის თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის (დეკლარაციაში ასახვის) ფაქტი, შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი. შედეგად, ვინაიდან დადასტურდა აღნიშნული პროცენტის თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის (დეკლარაციაში ასახვის) ფაქტი, შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).