ბრძანება N 13376
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13376
05 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 21 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა სს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 21 მაისის №89772/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №002- 79 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურს არც მასთან და არც შემფასებელ კომპანიასთან არ ჰქონია კომუნიკაცია. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ქონების გადასახადის გაანგარიშებისას დასაბეგრი ბაზა შესამცირებელია დღგ-ს თანხით. ასევე, აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ ანალოგიების მეთოდით შეფასების დროს არ არის გათვალისწინებული მთელი რიგი ფაქტორები: შესაფასებელი ფართი არ არის დაყოფილი სტატუსისა და მახასიათებლების მიხედვით, არ არის შენობის გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისი მაკორექტირებელი გაანგარიშება, შეფასება გაკეთებულია 2023 წლის ბოლოს მდგომარეობით უცხოურ ვალუტაში (8 357 037 აშშ დოლარი) და შემდგომ 2020-2022 წლები გადათვლილია შესაბამისი წლის ბოლოს არსებული კურსებით (არ ითვალისწინებს პანდემიური პერიოდის დროს უძრავი ქონების ფასების სერიოზულ ვარდნას). ამასთან, გადამხდელი საჩივარს თან ურთავს უძრავი ქონების შეფასების დასკვნას და მიუთითებს, რომ შენობის ღირებულება გაანგარიშებულია შემოსავლების მეთოდით. ამ მეთოდით შენობის საბაზრო ღირებულება გამოდის დაახლოებით იგივე თანხა, რაც ამავე ექსპერტის მიერ ანალოგიების მეთოდით იქნა მიღებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8505 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. სს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს „-------“ (-------) მიერ მომზადებული შეფასების დასკვნა კომპანის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8505 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 30 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 2 მაისის №002-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო შპს „------- (-------)“ მიერ მომზადებული შეფასების დასკვნა, ასევე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ქონების საბაზრო ფასის რეალობის დასადგენად დაინიშნა ქონების შეფასების ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელიც განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალლდებულებები. ხოლო ვინაიდან შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ფარგლებში არ გამოკვეთილა ახალი გარემოება, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც მიმდინარე გადაანგარიშების ფარგლებში არ გამოკვეთილა ახალი გარემოება, რომელიც გახდებოდა შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8505 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. №8505 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 30 აპრილს გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე გადაანგარიშების ფარგლებში არ გამოკვეთილა ახალი გარემოება, რომელიც გახდებოდა შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. შედეგად საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 2 მაისის №002-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)