ბრძანება N 13791
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13791
12 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“-ს (ს/ნ ----------------)
(მის.:----------------------------------)
2024 წლის 24 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „--------“-ს (ს/ნ ----------------) 2024 წლის 24 მაისის №89852/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 01 მაისის №006-195 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება კაპიტალში შენატანის დაბრუნების ოპერაციის დივიდენდად კვალიფიკაციას და ასევე, უძრავი ქონების შეფასებას. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ქონება შეძენილია ფიზიკური პირისგან, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ფლობდა აღნიშნულ ქონებას, ამასთან, კომპანია ფატქობრივად უმოქმედო იყო დაფუძნების დღიდან, ქონების მის სახელზე გაფორმება ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და არანაირი ფისკალური ეფექტი არ გააჩნდა არცერთი მხარისთვის. გადამხდელი ასევე აღიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტი.
მომჩივანი უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გაუგებარია შემოწმების მიერ დანახარჯის განსაზღვრა 2016 წელს გადახდილი 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში 2021 წლის კურსით, ლარის არსებობის პერიოდში ყველაზე მაღალი ნიშნულით. აღნიშნავს, რომ დანახარჯი უნდა განისაზღვროს ეროვნულ ვალუტაში, შესაბამისად, დანახარჯის მეთოდით ღირებულების განსაზღვრისას დანახარჯი და საბაზრო ფასი ტოლია და სარგებელი არ წარმოიშობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აპრილის №7781 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“-ს (ს/ნ ----------------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------“-ს (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.”
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აპრილის №7781 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 26 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 198 790 ლარით, მათ შორის, გადასახადი 155 028 ლარით და ჯარიმა 43 762 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 01 მაისის №006-195 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად სადავო საკითხის შესწავლის შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების აქტით დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები.
. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით დასტურდება 2021 წლის 15 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (რა დროსაც ქონების ღირებულება განსაზღვრული იყო 200 000 აშშ დოლარის ღირებულებით), რის საფუძველზეც ქონება დაბრუნდა კომპანიის საკუთრებაში. 2021 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით კი კომპანიის დამფუძნებელმა კაპიტალის თანხობრივი შენატანის სანაცვლოდ გაიტანა კომპანიის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება. აღნიშნულის საფუძველზე შემოწმებით კომპანიის დამფუძნებლის მიერ განხორციელებული საწესდებო კაპიტალის გაზრდისა და საწესდებო კაპიტალიდან გატანილი უძრავი ქონების ლარში განსაზღვრულ ღირებულებებს შორის სხვაობა ჩაითვალა მის მიერ მიღებულ მოგებად და დაექვემდებარა მოგების და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საბოლოოდ, შემოწმების აქტით აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საშემოსავლო გადასახადი სალდირებულად შემცირდა 3 142 ლარით, ხოლო ჯარიმა 1 571 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანების შესაბამისად და ამავე ბრძანებით ჩამოყალიბებული ერთიანი მეთოდოლოგიური მიდგომისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოწმების აქტით დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები სრულად დაექვემდებარა შემცირებას.
ამასთან, ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით დასტურდება 2021 წლის 15 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რის საფუძველზეც უძრავი ქონება დაბრუნდა კომპანიის საკუთრებაში, ხოლო 2021 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დამფუძნებელმა კაპიტალის თანხობრივი შენატანის სანაცვლოდ გაიტანა კომპანიის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, აღნიშნულის საფუძველზე შემოწმებით კომპანიის დამფუძნებლის მიერ განხორციელებული საწესდებო კაპიტალის გაზრდისა და საწესდებო კაპიტალიდან გატანილი უძრავი ქონების ლარში განსაზღვრულ ღირებულებებს შორის სხვაობა გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ განხილულ იქნა დამფუძნებელზე განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, შემოწმების აქტით აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება შემცირდა 3 142 ლარით, ხოლო ჯარიმა 1 571 ლარით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის გამოყენებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, ხოლო განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება აღნიშნული ნორმით დადგენილი შეღავათით სარგებლობის საფუძვლები.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“-ს (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. ასევე აღიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №7781 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი.შემოსავლების სამსახურის №7781 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 198 790 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა №006-195 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით შემოსავლების სამსახურის №5205 ბრძანებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად სადავო საკითხის შესწავლის შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების აქტით დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები.
ასევე,საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით დასტურდება 2021 წლის 15 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (რა დროსაც ქონების ღირებულება განსაზღვრული იყო 200 000 აშშ დოლარის ღირებულებით), რის საფუძველზეც ქონება დაბრუნდა კომპანიის საკუთრებაში. 2021 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით კი კომპანიის დამფუძნებელმა კაპიტალის თანხობრივი შენატანის სანაცვლოდ გაიტანა კომპანიის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება. აღნიშნულის საფუძველზე შემოწმებით კომპანიის დამფუძნებლის მიერ განხორციელებული საწესდებო კაპიტალის გაზრდისა და საწესდებო კაპიტალიდან გატანილი უძრავი ქონების ლარში განსაზღვრულ ღირებულებებს შორის სხვაობა ჩაითვალა მის მიერ მიღებულ მოგებად და დაექვემდებარა მოგების და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საბოლოოდ, შემოწმების აქტით აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საშემოსავლო გადასახადი სალდირებულად შემცირდა 3 142 ლარით, ხოლო ჯარიმა 1 571 ლარით.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);