ბრძანება N 6871
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6871
10 აპრილი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
ყოფილი დირექტორის ------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 20 და 21 მარტის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 აპრილის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2025 წლის 20 მარტის №42740/01 და 21 მარტის №43687/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №005-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, განაწილებული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე მითითებით. აცხადებს, რომ ვირტუალური ზონის საწარმოს შესახებ არცერთ კანონში არ არის მოთხოვნა ოფისის განთავსებასთან დაკავშირებით, ამასთან, კომპანიას არ აქვს დარღვეული არცერთი კანონი ინვესტიციების განხორციელებასთან მიმართებაში. შპს „-------“ თანამშრომლები მუშაობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სერვერზე, საინფორმაციო ტექნოლოგიები იქმნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და პროდუქტი მიეწოდებოდა საზღვარგარეთ არარეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირებას.
საჩივრების წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) ყოფილმა დირექტორმა ფ/პ ------- (პ/ნ -------) აუდიტის დეპარტამენტში 2025 წლის 7 მარტს წარადგინა წერილი, რომლის საპასუხოდ აუდიტის დეპარტამენტმა ყოფილ დირექტორს ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2025 წლის 11 მარტს გაუგზავნა შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ შედგენილი 2024 წლის 7 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, 2024 წლის 17 ივნისის №14043 ბრძანება და ამავე თარიღის №005-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო შპს „-------“ (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ------- (პ/ნ -------) მიერ საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2025 წლის 20 და 21 მარტს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომჩივანი არის პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო აქტით/აქტებით მოცულ პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული აქტის/აქტების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც ასაჩივრებს სადავო აქტს/აქტებს, თუ არსებობს იმავე აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/ სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა.
საქმეში არსებული მასალებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხვა განხორციელებულია 01.06.2019 - 01.10.2020 საანგარიშო პერიოდებზე. 2019 წლის 10 აპრილიდან 2022 წლის 13 დეკემბრამდე საწარმოს დირექტორი იყო ფ/პ ------- (პ/ნ -------). ამ პერიოდზე დარიცხული გადასახადის თანხა აღემატება 100 000 ლარს და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები უნდა იქნას დაშვებული განსახილველად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6984 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2024 წლის 16 თებერვლის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6984 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 7 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 17 ივნისის №005-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც შესწავლის მიმდინარეობისას, ასევე დავის წარმოების პროცესში არ არის წარმოდგენილი არანაირი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით (მათ შორის, 2022 წლის 29 ივნისის №16728 აღსრულების მიზნით, 2023 წლის პირველ ივნისს შედგენილი დასკვნის გათვალისწინებით) დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეესწავლა სადავო საკითხი, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა, თუმცა დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების დანიშვნამდე, გადასახადის გადამხდელთან მიმდინარეობდა ზოგადი ანალიტიკური პროცედურები (საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის პროცედურა), რომლის დროსაც გადამხდელის წარმომადგენელმა თავად განმარტა/დაადასტურა, რომ საქართველოში არ ჰყავდათ დაქირავებით მომუშავე პირები შესაბამისი პროფილური განხრით და არც აღნიშნულის შემდეგ არ მომხდარა შესაბამისი საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტება. ასევე, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აპრილის №11887 ბრძანების საფუძველზე შემოწმება დაინიშნა მხოლოდ მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების 22-ე გრაფაში დაფიქსირებულ მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულად განაწილებულ მოგებასთან დაკავშირებით, შესაბამისი საგადასახადო შეღავათით სარგებლობის სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმებით ვერ განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გახდებოდა განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, განაწილებული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6984 ბრძანების საფუძველზე მომჩივანის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოწმების მიერ სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც შესწავლის მიმდინარეობისას, ასევე დავის წარმოების პროცესში არ არის წარმოდგენილი არანაირი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)