ბრძანება N 17161
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17161
22 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(-------.: -------)
2024 წლის 9 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 ივნისის (ოქმი №66) და 11 ივლისის სხდომებზე (ოქმი №75) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 9 ივნისის №90082/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №006- 197 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ ისევ არ არის გათვალისწინებული 2 ფიზიკურ პირზე (------- და -------) ბინის რეალიზაციასთან დაკავშირებით მათი არგუმენტი, რომ ისინი არიან ------- დაზარალებული პირები, რომლებსაც თანხა შეტანილი აქვთ 2008 წლამდე ------- და შპს „-------“ მათგან არანაირი თანხა არ მიუღია. გადამხდელი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციები შპს „-------“ რეალიზაცია არ არის.
ასევე, გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ რეალიზებულად მიჩნეული ბინები წარმოადგენს 2009 წლის 07 აგვისტომდე შექმნილი ამხანაგობა „-------"-ის რეალიზაციას, რომლის წევრი არის შპს ,,-------." შესაბამისად, საწარმოზე ვრცელდება 2009 წლის 07 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობებზე საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათები. კერძოდ, გადამხდელი მიიჩნევს, რომ ამხანაგობის წევრის მიერ მშენებარე ფართის რეალიზაცია, მიუხედავად რეალიზაციის ფორმისა, წარმოადგენს წილის მიწოდებას, რაც წარმოადგენს ფინანსურ ოპერაციას და გათავისუფლებულია დღგისგან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3367 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3367 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 29 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „-------“ (ს/ნ -------) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 24 728 ლარით, მათ შორის, გადასახადი 16 485 ლარით და ჯარიმა 8 243 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 2 მაისის №006-197 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● შემოწმების მიერ ------- გამოთხოვილ იქნა შემდეგი ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია: ------- 2007 წლის 4 ივლისის №------- ბრძანებით შეთანხმებული შენობის არქიტექტურული პროექტის დამკვეთი ამხანაგობა „-------" სარგებლობს თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 80-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათებით და აღნიშნული ობიექტი იმყოფება თუ არა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ნუსხაში. ------- 2024 წლის 7 მარტის №------- წერილის თანახმად ირკვევა, რომ ვინაიდან ------- 2007 წლის 04 ივლისის ------- ბრძანებით -------, -------, ამხანაგობა „-------"-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებულია სასტუმროს ტიპის ნაგებობის არქიტექტურული პროექტი, აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს, შესაბამისად აღნიშნული ობიექტი ზემოაღნიშნული სამსახურის მიერ არ იქნა შეყვანილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურში გადასაგზავნ ნუსხაში.
● გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ ------- მიერ ბინის შეძენა განხორციელდა ფიზიკური პირისაგან, აღნიშნულთან დაკავშირებით ხელშეკრულების წარმოდგენა შემოწმების პროცესში არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) მხოლოდ ამ ერთი ხელშეკრულების ნაწილში, სხვა დანარჩენ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული შედეგები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადაანგარიშების დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია -------, მათი საპასუხო წერილის თანახმად, ვინაიდან ------- 2007 წლის 04 ივლისის ------- ბრძანებით -------, -------, ამხანაგობა „-------"-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებულია სასტუმროს ტიპის ნაგებობის არქიტექტურული პროექტი, აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს. შესაბამისად, აღნიშნული ობიექტი ზემოაღნიშნული სამსახურის მიერ არ იქნა შეყვანილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურში გადასაგზავნ ნუსხაში.
ამასთან, შემოწმების მიერ დღგ-ით დაბეგრილ 3 ბინასთან დაკავშირებით, რომლებიც გადამხდელის განმარტებით საწარმოს მიერ არ არის რეალიზებული, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადაანგარიშების დასკვნაში ასახულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ ------- მიერ ბინის შეძენა განხორციელდა ფიზიკური პირისაგან (აღნიშნულთან დაკავშირებით ხელშეკრულების წარმოდგენა შემოწმების პროცესში არ განხორციელებულა). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) მხოლოდ ამ ერთი ხელშეკრულების (ბინის) ნაწილში, სხვა დანარჩენ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული შედეგები დარჩა უცვლელი.
რაც შეეხება, 2009 წლის 07 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობებზე საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათების გადამხდელზე გავრცელებას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3367 ბრძანების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3367 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი
შემოწმების მიერ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია: შენობის არქიტექტურული პროექტის დამკვეთი ამხანაგობა სარგებლობს თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 80-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათებით და აღნიშნული ობიექტი იმყოფება თუ არა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ნუსხაში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის წერილის თანახმად ირკვევა, რომ ვინაიდან ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ბრძანებით ამხანაგობის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებულია სასტუმროს ტიპის ნაგებობის არქიტექტურული პროექტი, აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს, შესაბამისად აღნიშნული ობიექტი ზემოაღნიშნული სამსახურის მიერ არ იქნა შეყვანილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურში გადასაგზავნ ნუსხაში.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) მხოლოდ ერთფიზიკურ პირთან განხორციელებული ხელშეკრულების ნაწილში, სხვა დანარჩენ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული შედეგები დარჩა უცვლელი.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(79; 80; 81); 304(21);