ბრძანება N 17506
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17506
19 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს -------- (ს/ნ --------)
(მის: -------------)
2023 წლისს 10 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -------------) №19639/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №042-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სატრანსპორტო საშუალების მიწოდების ოპერაციის უსასყიდლო მიწოდებად განხილვას და მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით დაბეგვრას. აცხადებს, რომ მიწოდება განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული თანხის გადაანგარიშებას.
2. არ ეთანხმება შავი ლითონის ლისტების გადამუშავების შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი გამოიცა საკითხზე, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული. სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესამოწმებლად გადაგზავნილი იქნა შესაბამის ორგანოში, სადაც მიმდინარეობს მოკვლევა და დღემდე კომპეტენტურ ორგანოს არ შეუფასებია ამ ხელშეკრულების ნამდვილობა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული და ეს გარემობაც საკმარისია გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისთვის.
გადასახადის გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. სადავო ოპერაციასთან მიმართებაში დაკმაყოფილებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთადერთი მოთხოვნა მყიდველის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით და ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო აღნიშნულ პირთან დაკავშირება არ ნიშნავს მის არაიდენტიფიცირებადობას და არ წარმოადგენს ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველს.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შპს „-------------“ მიერ ფიზიკურ პირებზე 19 ივლისი 2023 N 17506 გადარიცხულია როგორც ხელფასი, ასევე, გაწეული მომსახურების ანაზღაურება. შემოსავლის მიმღები ფიზიკური პირები შემოსავლის მიღების მომენტში წარმოადგენენ ინდივიდუალურ მეწარმეებს. შემოწმებით გადახდის წყაროსთან არამართლზომიერად იქნა დაბეგრილი ზემოაღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 აგვისტოს №21602 ბრძანებით შპს „3-----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი 2021 წლის 22 ნოემბრის №042-40 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 6 მაისის №15705/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 აგვისტოს №21602 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 10 აპრილის №042-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შავი ლითონის ლისტების გადამუშავების შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები (ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები). წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმომ ფერადი ლითონის ლისტების დამუშავება-დაჭრა და ჯართად ქცევა დაუკვეთა ფ/პ ---------------, რისთვისაც გადაუხადა 10 000 ლარი (ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით). აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურება საწარმოს არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 1 430 396 ლარად 2 596 ტონა შავი ლითონის ჯართი მიაწოდა არარეზიდენტ ფიზიკურ პირს (აღნიშნული ჯართი შეძენილია როგორც ფერადი ლითონის ლისტი 1 684 804 ლარად). აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლის შემდეგ არ გამოვლინდა ისეთი გარემოება, რის საფუძველზეც მოხდებოდა საგადასახადო შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების მიხედვით განსაზღვრული შავი ლითონის ლისტების რეალიზაციის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 აგვისტოს №21602 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული სადავო საკითხების ნაწილში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ არ გამოვლინდა ისეთი გარემოება, რის საფუძველზეც მოხდებოდა საგადასახადო შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების მიხედვით განსაზღვრული შავი ლითონის ლისტების რეალიზაციის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სატრანსპორტო საშუალების მიწოდების ოპერაციის უსასყიდლო მიწოდებად განხილვას და მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით დაბეგვრას.
2. არ ეთანხმება შავი ლითონის ლისტების გადამუშავების შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმომ ფერადი ლითონის ლისტების დამუშავება-დაჭრა და ჯართად ქცევა დაუკვეთა ფ/პ-ს, რისთვისაც გადაუხადა თანხა. (ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით). აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურება საწარმოს არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდ
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9);