გადაწყვეტილება №3947/2/2017-4
📄 სრული ტექსტი
№3947/2/2017;
11.09.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საჩივრის რეგისტრაციის თარიღი: 08.05.2017 (№104342/01)
დავის საგანი:
საკუთრი წარმოების ძირითდ საშუალებაზე დარიცხული დღგ-ის კორექტირება და პროპორციით ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გადაანგარიშება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. შემოსავლების სამსახურის 20.04.2017 წლის №10521 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2016 წლის №006-894 საგადასახადო მოთხოვნა;
დარიცხული თანხა: 525341 ლარი
მათ შორის:
ძირითადი გადასახადი: 242036
დღგ - 93260
მიწის გადასახადი (სასოფლო) - შემცირდა 8
მოგების გადასახადი - 91351
საშემოსავლო გადასახადი - 55620
ქონების გადასახადი - 1813
ჯარიმა - 147015
საურავი - 136290
საბჭოს მიერ საჩივრის არსებითად განხილვის შემაფერხებელი გარემოება:
საჩივარი წარმოდგენილია პროცედურული მოთხოვნების დაცვით.
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2016 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის თანახმად, გადამხდელის საქმიანობის სახეა საგანმანათლებლო მომსახურება (სკოლა). აღნიშნული აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2016 წლის №006-894 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.04.2017 წლის №10521 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2017 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2017 წლის №006-81 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.04.2017 წლის №10758 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სადავო საკითხი:
საკუთრი წარმოების ძირითდ საშუალებაზე დარიცხული დღგ-ის კორექტირება და პროპორციით ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გადაანგარიშება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2017 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელმა 2015 წლის თებერვალში ------- ტერიტორიაზე დაიწყო სკოლის მშენებლობა. ძირითადი სამუშაოების შესასრულებლად სამშნებლო ხელშეკრულება გააფორმა შპს „------’’ -სთან. კონტრაქტორების მიერ ყოველთვიურად შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებზე დგება მიღება-ჩაბარების აქტები და გამოიწერება ანგარიშ-ფაქტურა. 2015 წლის სექტემბერში სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი დაიწყეს ახალ აშენებულ სკოლაში. შესაბამის პერიოდში საზოგადოებამ საკუთარი წარმოების ძირითადი საშულების (სკოლის) მიწოდება განახორციელა და ღირებულება 6744008 ლარი დაბეგრა დღგ-ით. აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები და 2016 წლის 12 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ბრძანებით სკოლის შენობა ექსპლუატაციაში მიიღეს. აღნიშნულ პერიოდში სკოლის მთლიანი ღირებულება შეადგენდა 9119776 ლარს.
შემოწმების შედეგად განისაზღვრა 2015 წელს სკოლაში სწავლის დასაწაყისში (სექტემბერში) ახალაშენებული სკოლის (საკუთარი წარმოების ძირითადი საშულების) ღირებულება 6163149 ლარი და სსკ-ს 161-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. 2016 წლის თებერვალში სკოლის შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროს შემოწმების შედეგად ნამეტი ღირებულება 2967093 ლარი (9119776-6152683) ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და დაიბეგრება შესაბამისი გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 24.04.2017 წლის №10758 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ, შპს ------- 2015 წლის თებერვალში --------- ტერიტორიაზე დაიწყო სკოლის მშენებლობა. ძირითადი სამუშაოების შესასრულებლად სამშნებლო ხელშეკრულება გააფორმა შპს „------’’ -სთან. კონტრაქტორების მიერ ყოველთვიურად შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებზე დგება მიღება-ჩაბარების აქტები და გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. 2015 წლის სექტემბერში სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი დაიწყეს ახალ აშენებულ სკოლაში. შესაბამის პერიოდში საზოგადოებამ საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების (სკოლის) მიწოდება განახორციელა და ღირებულება 6744008 ლარი დაბეგრა დღგ-ით. აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები და 2016 წლის 12 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ბრძანებით სკოლის შენობა ექსპლუატაციაში მიიღეს. აღნიშნულ პერიოდში სკოლის მთლიანი ღირებულება შეადგენდა 9119776 ლარს.
შემოწმების შედეგად განისაზღვრა 2015 წელს სკოლაში სწავლის დასაწაყისში (სექტემბერში) ახალაშენებული სკოლის (საკუთარი წარმოების ძირითადი საშულების) ღირებულება 6163149 ლარი და სსკ-ს 161-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. 2016 წლის თებერვალში სკოლის შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროს შემოწმების შედეგად ნამეტი ღირებულება 2967093 ლარი (9119776-6152683) ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და დაიბეგრება შესაბამისი გადასახადით.
სსკ-ს 161-ე მუხლის პირველი ნაწილის დ) ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, რომლის დროსაც:
დ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება აქტივების ღირებულებით, რომელშიც შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დაბახარჯები), რომლებიც ზრდის აქტივების ღირებულებას;
დ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების მომენტი;
საქმეზე არსებული მასალებითა და დავების განხილვის საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის (სკოლის) ძირითად საშუალებად გამოყენება მართლზომიერად ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების დროს დაიბეგრა დღგ-ით. ამდენად საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივანის არგუმენტაცია
№104278/01 საჩივარში გადამხდელი უთითებს, რომ შემმოწმებლებმა არასწორად განახორციელეს სკოლის მიერ საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების დღგ-ით დაბეგვრა, კერძოდ აქტში შემმოწმებლები აღნიშნავენ, რომ კომპანიამ 2015 წლის თებერვალში ------- ტერიტორიაზე დაიწყო სკოლის მშენებლობა. 2015 წლის სექტემბერში სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი დაიწყეს ახალ აშენებულ სკოლაში. შესაბამის პერიოდში საზოგადოებამ საკუთარი წარმოების ძირითადი საშულების (სკოლის) მიწოდება განახორციელა და ღირებულება 6744008 ლარი დაბეგრა დღგ-ით. აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები და 2016 წლის 12 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ბრძანებით სკოლის შენობა ექსპლუატაციაში მიიღეს. აღნიშნულ პერიოდში სკოლის მთლიანი ღირებულება შეადგენდა 9119776 ლარს.
შემოწმების შედეგად განისაზღვრა 2015 წელს სკოლაში სწავლის დასაწყისში (სექტემბერში) ახალაშენებული სკოლის (საკუთარი წარმოების ძირითადი საშულების) ღირებულება 6163149 ლარი და სსკ-ს 161-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. 2016 წლის თებერვალში სკოლის შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროს შემოწმების შედეგად ნამეტი ღირებულება 2967093 ლარი (9119776-6152683) ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და დაიბეგრება შესაბამისი გადასახადით. შემმოწმებლებმა გაანგარიშებაში დაუშვეს შეცდომა, კერძოდ: 2016 წლის თებერვალში სკოლის შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროს შემოწმების შედეგად ნამეტი ღირებულება 2375768 ლარი (9119776-6744008) უნდა ჩათვლილიყო დღგ-ით დასაბეგრ ოპრაციად და არა 2967093 ლარი, რადგანაც დეკლარირებული იყო 6744008 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც დასტურდება საგადასახადო შემომწების აქტით (შემმოწმებელთა მიერ საბუღალტრო ნაშთია გაანგარიშებაში არასწორად შეტანილი). ამავდროულად შემმოწმებელთა მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალებების დღგ-ით დაბეგვრის პერიოდი. შემომწების შედეგად სსკ-ს 174-ე მუხლის მიხედვით შესაბამის პერიოდში არასწორად იქნა გამოანგარიშებული საზოგადოების ჩასათვლელი დღგ-ის მოცულობა, ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპრაციებში გამოყენებულ შენობაზე გადახდილი დღგ-ის მიხედვით სსკ-ს 174-ე მუხლის მიხედვით გამოანგარიშებულ ჩასათვლელი დღგ-ის კუთხით, ასევე იმ ოპერაციების მიხედვით გადახდილ დღგ-ებზე, როგორც მიღებულ საქონლეზე და მომსახურებაზე, რომლებიც პირდაპირ გამოყენებულ იქნა დასაბეგრ ოპერაციებში და რომლის მიხედვითაც ჩათვლის უფლება სრულად არსებობს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 161-ე მუხლის პირველი ნაწილის დ) ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, რომლის დროსაც:
დ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება აქტივების ღირებულებით, რომელშიც შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დაბახარჯები), რომლებიც ზრდის აქტივების ღირებულებას;
დ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების მომენტი;
შემოწმების აქტის თანახმად 2015 წლის სექტემბერში სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი დაიწყეს ახალ აშენებულ სკოლაში. შესაბამის პერიოდში საზოგადოებამ საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების (სკოლის) მიწოდება განახორციელა და ღირებულება 6744008 ლარი დაბეგრა დღგ-ით. აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები და 2016 წლის 12 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ბრძანებით სკოლის შენობა ექსპლუატაციაში მიიღეს. აღნიშნულ პერიოდში სკოლის მთლიანი ღირებულება შეადგენდა 9119776 ლარს. შემოწმების შედეგად განისაზღვრა 2015 წელს სკოლაში სწავლის დასაწაყისში (სექტემბერში) ახალაშენებული სკოლის (საკუთარი წარმოების ძირითადი საშულების) ღირებულება 6163149 ლარი და სსკ-ს 161-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. 2016 წლის თებერვალში სკოლის შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროს შემოწმების შედეგად ნამეტი ღირებულება 2967093 ლარი (9119776-6152683) ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და დაიბეგრება შესაბამისი გადასახადით.
მომჩივანი განმარტავს, რომ შემმოწმებლებმა გაანგარიშებაში დაუშვეს შეცდომა, კერძოდ: 2016 წლის თებერვალში სკოლის შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროს შემოწმების შედეგად ნამეტი ღირებულება 2375768 ლარი (9119776-6744008) უნდა ჩათვლილიყო დღგ-ით დასაბეგრ ოპრაციად და არა 2967093 ლარი, რადგანაც დეკლარირებული იყო 6744008 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც დასტურდება საგადასახადო შემომწების აქტით (შემმოწმებელთა მიერ საბუღალტრო ნაშთია გაანგარიშებაში არასწორად შეტანილი). შემმოწმებელთა მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალებების დღგ-ით დაბეგვრის პერიოდი. შესაბამის პერიოდში არასწორად იქნა გამოანგარიშებული საზოგადოების ჩასათვლელი დღგ-ის მოცულობა, ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპრაციებში გამოყენებულ შენობაზე გადახდილი დღგ-ის მიხედვით სსკ-ს 174-ე მუხლის მიხედვით გამოანგარიშებულ ჩასათვლელი დღგ-ის კუთხით, ასევე იმ ოპერაციების მიხედვით გადახდილ დღგ-ებზე, როგორც მიღებულ საქონლეზე და მომსახურებაზე, რომლებიც პირდაპირ გამოყენებულ იქნა დასაბეგრ ოპერაციებში და რომლის მიხედვითაც ჩათვლის უფლება სრულად არსებობს.
აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2017 წლის №63717-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს ----- მ 2015 წლის თებერვალში-------- ტერიტორიაზე დაიწყო სკოლის მშენებლობა. ძირითადი სამუშაოების შესასრულებლად სამშნებლო ხელშეკრულება გააფორმა შპს „------’’ -სთან. კონტრაქტორების მიერ ყოველთვიურად შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებზე დგება მიღება-ჩაბარების აქტები და გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. 2015 წლის სექტემბერში სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი დაიწყეს ახალ აშენებულ სკოლაში. შესაბამის პერიოდში საზოგადოებამ საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების (სკოლის) მიწოდება განახორციელა და ღირებულება 6744008 ლარი დაბეგრა დღგ-ით. აღნიშნულის შემდეგ გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები და 2016 წლის 12 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ბრძანებით სკოლის შენობა ექსპლუატაციაში მიიღეს. აღნიშნულ პერიოდში სკოლის მთლიანი ღირებულება შეადგენდა 9119776 ლარს. შემოწმების შედეგად განისაზღვრა 2015 წელს სკოლაში სწავლის დასაწაყისში (სექტემბერში) ახალაშენებული სკოლის (საკუთარი წარმოების ძირითადი საშულების) ღირებულება 6163149 ლარი და სსკ-ს 161-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. 2016 წლის თებერვალში სკოლის შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროს შემოწმების შედეგად ნამეტი ღირებულება 2967093 ლარი (9119776-6152683) ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და დაიბეგრება შესაბამისი გადასახადით.
დადგენილია და სადავო არ არის, რომ კომპანიის მიერ განხორცილდა საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღება, რაც წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.
ამასთან საქართველოს საგადასახადო კოდექის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიNშულ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება აქტივების ღირებულებით.
მომჩივანი განმარტავს, რომ შემმოწმებლეთა მიერ კომპანიის მიერ აშენებული სკოლის ღირებულება, თბილისის მიერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ბრძანებით სკოლის ექსლუატაციაში მიღების მომენტში, დასაბეგრი ნამეტი ღირებულება არასწორად გაანგარიშდა 2967093 ლარით, რაც გამოწვეულია ბუღალტრული ნაშთის და არა დეკლარირებული თანხის გათვალისწინებით.
საქმის მასალების განხილვის და მხარეთა არგუმენტაციის მომსენის შემდეგ დგინდება, რომ სკოლის შენობა ექსპლუატაციაში მიღებულია ქალაქ თბილისის მიერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის ბრძანებით და დამატებით ჩატარებული სამუშაოების შედეგად შექმნილი ძირითადი საშუალების (სკოლის შენობის დანარჩენი ნაწილის) 2016 წლის სექტემბრამდე (ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე) გამოუყენებლობა არ დასტურდება. ამასთან, კომპანიის მიერ სასწავლო პროცესი ორგანიზებული/დაწყებული იყო 2015 წლიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭოს მიაჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მომქედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:
1. სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში
(თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივანისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.