ბრძანება N 13939

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.06.2023
№ დოკუმენტი 13939
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 13939

20.06.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -----ის (ს/ნ -----)

(მის.: ------)

2023 წლის 14 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა ი/მ -----ის (ს/ნ ------) №79663/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №024-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღასრულა ნაწილობრივ. კერძოდ, ორი სადავო საკითხიდან სწორად განიხილა მხოლოდ ერთი სადავო საკითხი და შეამცირა დარიცხული თანხები, ხოლო მეორე სადავო საკითხზე მოიქცა სრულიად უკანონოდ და დარიცხული თანხები გაზარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს №22083 ბრძანებით ი/მ -----ის (ს/ნ -----) საჩივარი 2021 წლის 12 ივლისის №024-83 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1. ი/მ ------ის (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 მარტის №15519/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს პირველი და მე-2 სადავო საკითხები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს №22083 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 3 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 15 369 ლარი, მათ შორის გადასახადი 10 246 ლარი და ჯარიმა 5 123 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 9 თებერვლის №024-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის ღირებულების საკითხი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმებამ დამატებით შეისწავლა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძვლები და დადგინდა, რომ ------ის მიერ 2018 წლის საანგარიშო პერიოდში რეალიზებულია წინა საანგარიშო პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, რომელიც ასახულია 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში (საბოლოო ნაშთი 116 558 ლ.). გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე ვერ მოხდა აღნიშნული ნაშთის სახეობების გაშიფვრა და შესაბამისად, 2018 წელს რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა. შემოწმების და ასევე გადაანგარიშების ეტაპზე, შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ ვერ განხორციელდა რეალიზებული საქონლის შესყიდვის საბაზრო ღირებულების დადგენა, რადგან უცნობია შესყიდვის პერიოდი. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და რეალიზებული საქონლის ღირებულების 75% განიხილა თვითღირებულებად. დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას და მეწარმის საწყის ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა შესაბამისი ფასნამატით 2018 წლის საანგარიშო პერიოდში მიწოდებად. აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადი.

 შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმებამ დამატებით შეისწავლა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, შავი და ფერადი ლითონის ჯართების შეძენის საანგარიშგებო პერიოდის განსაზღვრასთან დაკავშირებული ოპერაციები. აღნიშნულის ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შავი და ფერადი ლითონის ჯართები შეძენილი აქვს შესამოწმებელ პერიოდამდე, 2017 წელს. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ვალდებულება შეძენის მომენტში გადახდის წყაროსთან დაეკავებინა ფიზიკური პირებისთვის შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის სანაცვლოდ გადახდილი ანაზღაურების თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე დადგინდა, რომ -------ის მიერ 2018 წლის საანგარიშო პერიოდში რეალიზებულია წინა საანგარიშო პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, რომელიც ასახულია 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში საბოლოო ნაშთად (116 558 ლ.). გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე ვერ მოხდა აღნიშნული ნაშთის სახეობების გაშიფვრა და შესაბამისად, 2018 წელს რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა. შემოწმებით ვერ განხორციელდა რეალიზებული საქონლის შესყიდვის საბაზრო ღირებულების დადგენა, რადგან უცნობია შესყიდვის პერიოდი. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და რეალიზებული საქონლის ღირებულების 75% განიხილა თვითღირებულებად. დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას და მეწარმის საწყის ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა შესაბამისი ფასნამატით 2018 წლის საანგარიშო პერიოდში მიწოდებად, რამაც გამოიწვია ერთობლივი შემოსავლის და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გაზრდა.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდამდე (2017 წელს) შეძენილ შავი და ფერადი ლითონის ჯართებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ვალდებულება შეძენის მომენტში გადახდის წყაროსთან დაეკავებინა ფიზიკური პირებისთვის შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის სანაცვლოდ გადახდილი ანაზღაურების თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სალდირებულად საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 თებერვლის დასკვნით შემცირებას დაექვემდებარა სულ 15 369 ლარი, მათ შორის გადასახადი 10 246 ლარი და ჯარიმა 5 123 ლარი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. ითხოვს დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოება

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე დადგინდა, რომ შემოწმებით ვერ განხორციელდა რეალიზებული საქონლის შესყიდვის საბაზრო ღირებულების დადგენა, რადგან უცნობია შესყიდვის პერიოდი. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და რეალიზებული საქონლის ღირებულების 75% განიხილა თვითღირებულებად. დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას და მეწარმის საწყის ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა შესაბამისი ფასნამატით 2018 წლის საანგარიშო პერიოდში მიწოდებად, რამაც გამოიწვია ერთობლივი შემოსავლის და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გაზრდა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდამდე (2017 წელს) შეძენილ შავი და ფერადი ლითონის ჯართებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ვალდებულება შეძენის მომენტში გადახდის წყაროსთან დაეკავებინა ფიზიკური პირებისთვის შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის სანაცვლოდ გადახდილი ანაზღაურების თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(3); 304 (21)