ბრძანება N 26579

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.12.2024
№ დოკუმენტი 26579
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26579

18 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 3 დეკემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №131) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №199592/21 (შემოსულის N:CA00412415777139) და №199602/01 (შემოსულის N:CA00412415775945) საჩივრები, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ნოემბრის ID:------- და ID:------- გადაწყვეტილებებს.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი საჩივრებში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებებით უარი ეთქვა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებაზე იმ პირობებში, როდესაც მას აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, ამავდროულად არის მრავალშვილიანი მამა, გააჩნია კერძო პირებისა და ბანკების ვალები. ითხოვს სადავო გადაწყვეტილებების გაუქმებასა და აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ ------- (ს/ნ -------) 2024 წლის 19 ნოემბერის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება: გადასახადი 108 770.99 ლარი, ჯარიმა 56 635 ლარი, საურავი 74 685.43 ლარი, აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 71 330.44 ლარი.

2024 წლის 20 და 21 ნოემბერს ------- (ს/ნ -------) ID:------- და ID:------- განცხადებებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე ითხოვა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება.

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ნოემბრის ID:------- და ID:------- გადაწყვეტილებებით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებაზე. სადავო გადაწყვეტილებებში ვალის მართვის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ განცხადებაში შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება საგადასახადო ორგანომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2024 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით ი/მ ------- (ს/ნ -------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 108 770.99 ლარი, ჯარიმა 56 635 ლარი, საურავი 75 012.22 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხმები, რომელიც არ არის აღიარებული შედგენს 71 330.44 ლარს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით საურავის დარიცხვა არ ჩერდება.

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 61- ე მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი, ან/და თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას;

11 . საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენის გარეშე, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება 50 000 ლარს;

12 . ამ მუხლის პირველ და 11 პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს უფროსი. შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებაზე საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის საფუძველზე თანხმობის გაცემა წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე;

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

უარი აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანს მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება.

2024 წლის 20 და 21 ნოემბერს განცხადებებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება.

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებებით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებაზე. სადავო გადაწყვეტილებებში ვალის მართვის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ განცხადებაში შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება საგადასახადო ორგანომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(8)