ბრძანება N 10774
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10774
15.05.2023
ი/მ ----- -----------ის (ს/ნ --------------------)
(მის.: ქ. -----------------------------------------)
2023 წლის 18 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა ი/მ ----- -----------ის (ს/ნ --------------------) №80412/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი ითხოვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ გეგმავს მანქანებისა და დანადგარების ბუნებრივი აირით მომსახურებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს 2023 წლის 23 მარტს, დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის მოდულში დაეწერა ი/მ ----- -----------ის (ს/ნ --------------------) განცხადება დღგ-ს კვალიფიციური სტატუსის მინიჭების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ ნომერზე (---------) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი შეეცადა გადასახადის გადამხდელზე დაკავშირებას, რათა მომხდარიყო მასთან გასაუბრება და ინფორმაციის მოძიება საქმიანობათან დაკავშირებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ რამდენიმეჯერ განხორციელდა აღნიშნულ ნომერზე დაკავშირება, მაგრამ გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია ვერ შედგა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში (10 სამუშაო დღე).
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით ი/მ ----- -----------ს (ს/ნ --------------------) არ მიენიჭა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. აღნიშნულის თაობაზე 2023 წლის 17 მარტს გადამხდელს ელექტრონულად გაეგზავნა შეტყობინება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----- -----------ის (ს/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის მოდულში დაეწერა მომჩივანის განცხადება დღგ-ს კვალიფიციური სტატუსის მინიჭების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ ტელეფონის ნომერზე რამოდენიმეჯერ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი შეეცადა გადასახადის გადამხდელზე დაკავშირებას, რათა მომხდარიყო მასთან გასაუბრება და ინფორმაციის მოძიება საქმიანობათან დაკავშირებით, მაგრამ გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია ვერ შედგა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში (10 სამუშაო დღე).
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით მომჩივანს არ მიენიჭა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. აღნიშნულის თაობაზე 2023 წლის 17 მარტს გადამხდელს ელექტრონულად გაეგზავნა შეტყობინება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;51-ე ;561 ;