ბრძანება N 25806

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.10.2023
№ დოკუმენტი 25806
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25806

18 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ---)

(მის.: ---) 2023 წლის 5 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №168024/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 სექტემბრის ID:--- გადაწყვეტილებას. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №107).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა ნებაყოფლობით. შემდეგ გადაწყვიტა რეგისტრაციის გაუქმება და გაუქმების დროს განცხადებაში მიზეზის გრაფა აირჩია შეცდომით. სურდა მოენიშნა გრაფა - სსკ-ის 1651 მუხლის მე-2 ნაწილისა და ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თუმცა მონიშნა სსკ-ის 1651 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რის გამოც ეთქვა უარი. ამბობს, რომ მოცემულ მომენტში აკმაყოფილებდა N996 ბრძანებით განსაზღვრულ პირობებს და ითხოვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2023 წლის 10 ოქტომბრის 11:37 საათის მდგომარეობით, კომპანია დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობითი პირობით 2023 წლის 2 სექტემბერს. პირის ავტორიზებული ელექტრონული გვერდიდან 2023 წლის 18 სექტემბერს გამოგზავნილი იქნა ელექტრონული განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ (ID:---), რომლის მიხედვითაც რეგისტრაციის გაუქმების მიზეზად არჩეული იყო: „სსკ-ის 1651 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარზე ნაკლები დასაბეგრი ოპერაციები)“.

ვინაიდან რეგისტრაციიდან არ იყო გასული შესაბამისი პერიოდი, ავტომატურად გაიცა განცხადებაზე უარყოფითი პასუხი. განმეორებით გამოგზავნილ იქნა იგივე განცხადება 2023 წლის 3 ოქტომბერს (ID:---) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების იმავე მიზეზით და პროგრამულად გაიცა ისევ ავტომატურ რეჟიმში უარყოფითი პასუხი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირს შეუძლია დღგის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში იგი დღგ-ის გადამხდელად განიხილება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ვადისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე პირის განცხადებისას ან თანხმობისას პირის წერილობითი მიმართვის/თანხმობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ პირი ნებაყოფლობით გატარდა რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად და რეგისტრაციის დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (დანართი №III-03), დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-6 პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არ დასტურდება პირის მიერ ანგარიშ-ფაქტურის გატანის/გამოწერის ფაქტი;

ბ) პირს არ აქვს წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაცია (გარდა იმ დეკლარაციისა, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია) და არ გააჩნია დღგ-ით დასაბეგრი (მათ შორის, დღგ-ისგან გათავისუფლებული) ოპერაცია/ოპერაციები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლიდანაც დგინდება, რომ პირის ავტორიზებული ელექტრონული გვერდიდან 2023 წლის 18 სექტემბერს გამოგზავნილი იქნა ელექტრონული განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ (ID:---).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2023 წლის 18 სექტემბრის ID:--- განცხადება გადამხდელს უნდა ჩაეთვალოს ვადაში წარმოდგენილად საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისთვის, ხოლო მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გააუქმოს გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 18 სექტემბრის ID: ---განცხადება ჩაეთვალოს ვადაში წარმოდგენილად საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისთვის, ხოლო მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გააუქმოს გადამხდელის დღგის გადამხდელად რეგისტრაცია.

3. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა ნებაყოფლობით და ითხოვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2023 წლის 10 ოქტომბრის 11:37 საათის მდგომარეობით, კომპანია დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობითი პირობით 2023 წლის 2 სექტემბერს. პირის ავტორიზებული ელექტრონული გვერდიდან 2023 წლის 18 სექტემბერს გამოგზავნილი იქნა ელექტრონული განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ , რომლის მიხედვითაც რეგისტრაციის გაუქმების მიზეზად არჩეული იყო: „სსკ-ის 1651 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარზე ნაკლები დასაბეგრი ოპერაციები)“.

ვინაიდან რეგისტრაციიდან არ იყო გასული შესაბამისი პერიოდი, ავტომატურად გაიცა განცხადებაზე უარყოფითი პასუხი. განმეორებით გამოგზავნილ იქნა იგივე განცხადება 2023 წლის 3 ოქტომბერს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების იმავე მიზეზით და პროგრამულად გაიცა ისევ ავტომატურ რეჟიმში უარყოფითი პასუხი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2023 წლის 18 სექტემბრის განცხადება გადამხდელს უნდა ჩაეთვალოს ვადაში წარმოდგენილად საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისთვის, ხოლო მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გააუქმოს გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 1651.