ბრძანება N 11654

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.05.2023
№ დოკუმენტი 11654
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11654

29.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------” (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 11 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს „----------” (ს/ნ ----------) №63522/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №081-35 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომლის მიხედვით, ვინაიდან 2016 წელს კომპანიას ჰქონდა ფინანსური ზარალი, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს წარდგენილი მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციით მოხდა გადასახადის დარიცხვა და გადახდა, არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილით განსაზღვრული მოგების გადასახადის ჩათვლის საფუძველი. გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიის 2016 წლის ფინანსური ზარალის და ამავე წლის წარდგენილი მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის სისწორე არ უნდა ყოფილიყო შესწავლის საგანი. თუ დადგინდა, რომ არ არის სწორი 2016 წლის დეკლარაცია, ამ შემთხვევაში შემოწმებას უნდა მოეხდინა 2016 წლის მოგების გადასახადის ვალდებულების გაუქმება და გადახდილი გადასახადის აღდგენა (ზედმეტობაში დასმა). აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის მიზანი 2008 წლიდან 2017 წლამდე პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის გამოყენებაა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ოქტომბრის №32373 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 ივნისის №081-170 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 5 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,, 1. შპს ----------” (ს/ნ ----------) 2021 წლის 5 ივლისის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ოქტომბრის №32373 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 10 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 17 მარტის №081-35 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ოქტომბრის №32373 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ, 2016 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია, აღნიშნული დეკლარაციით დარიცხული თანხის გადახდის დამადასტურებელი მასალები და ასევე, 2016 წლის საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისის ასლი. აღნიშნული მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ დეკლარაციაში დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის და ასევე, წლის ბოლოს არსებული ნაშთის ღირებულება განსხვავდება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მონაცემებისაგან. შესაბამისად, დეკლარირებული მონაცემების გათვალისწინებით დგინდება, რომ 2016 წელი შპს ,,----------" (ს/ნ ----------) დაასრულა ფინანსური ზარალით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს მიერ მოხდა მოგების გადასახადის დარიცხვა და გადახდა, 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე დამდგარი ფინანსური ზარალის გამო არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად მოგების გადასახადის ჩათვლის საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების პროცესში წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების ანალიზისა და გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების გათვალისწინებით, 2016 წელი შპს ,,----------" (ს/ნ ----------) დაასრულა ფინანსური ზარალით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს მიერ მოხდა მოგების გადასახადის დარიცხვა და გადახდა, 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე დამდგარი ფინანსური ზარალის გამო არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად მოგების გადასახადის ჩათვლის საფუძველი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ოქტომბრის №32373 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ, 2016 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია, აღნიშნული დეკლარაციით დარიცხული თანხის გადახდის დამადასტურებელი მასალები და ასევე, 2016 წლის საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისის ასლი. აღნიშნული მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ დეკლარაციაში დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის და ასევე, წლის ბოლოს არსებული ნაშთის ღირებულება განსხვავდება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მონაცემებისაგან. შესაბამისად, დეკლარირებული მონაცემების გათვალისწინებით დგინდება, რომ 2016 წელი კომპანიამ დაასრულა ფინანსური ზარალით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს მიერ მოხდა მოგების გადასახადის დარიცხვა და გადახდა, 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე დამდგარი ფინანსური ზარალის გამო არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად მოგების გადასახადის ჩათვლის საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(92); 304 (21);