ბრძანება N 10158
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10158
10.05.2023
ფ/პ--------------- (პ/ნ ----------)
(მის.:-----------------)
2023 წლის 29 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა ------------- (პ/ნ ------------) №55037/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის №69601/3870 აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის 2023 წლის 23 მარტის №69601/3870 ოქმს და განმარტავს, რომ პირადი მოხმარებისთვის თვეში ერთხელ შემოჰქონდა 1 ბლოკი სიგარეტი უპრებლემოდ და მიაჩნია რომ წინა შემოტანიდან 1 თვე უკვე იყო გასული.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს ჩამორთმეული სიგარეტის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 23 მარტს, საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ კონტროლის ზონაში შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ------------, რომელმაც დაადეკლარირა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე – სიგარეტი „-----------“ – 200 ღერი (10 კოლოფი).
მოქალაქე -------------- 2023 წლის 23 თებერვალს საზღვრის კვეთისას დეკლარირებულ საქონელზე ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მე5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით და 30 კალენდარული დღის განმავლობაში მეორედ, კერძოდ: 2023 წლის 23 მარტს (29 დღის შემდეგ) მის მიერ დეკლარირებულ საქონელზე ვერ გავრცელდებოდა ზემოაღნიშნული შეღავათი. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა წესების დარღვევით აქციზური მარკის გარეშე საქონლის (სიგარეტი) შემოტანას.
მოქალაქე ------------ის მიმართ წესების დარღვევით აქციზური მარკის გარეშე საქონლის - სიგარეტი „-----------“ – 200 ღერი (10 კოლოფი) - შემოტანის ფაქტზე 2023 წლის 23 მარტს შედგა №--------- „აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმი“.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, აკრძალულია:
ა) აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული საქონლით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქონლისა) დასაბეგრი ოპერაციის ან/და იმპორტის განხორციელება, აგრეთვე ამ კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემა.
ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.
საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად საგადასახადო/საბაჟო ორგანოები დადგენილი წესით ახორციელებენ აქციზური მარკის გარეშე, წესების დარღვევით შემოტანილი ან გასაყიდად მიღებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევას. ჩამორთმევის მომენტიდან საქონელი სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და მისი რეალიზაცია ან განადგურება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ მომჩივანმა 2023 წლის 23 თებერვალს საზღვრის კვეთისას დეკლარირებულ საქონელზე ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მე5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით.
შესაბამისად 30 კალენდარული დღის განმავლობაში, კერძოდ 2023 წლის 23 მარტს (29 დღის შემდეგ) მის მიერ დეკლარირებულ საქონელზე ვერ გავრცელდებოდა აღნიშნული შეღავათი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ--------------ის (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ჩამორთმეული სიგარეტის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა საქართველოს მოქალაქე რომელმაც დაადეკლარირა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე – სიგარეტი.
მოქალაქის მიმართ წესების დარღვევით აქციზური მარკის გარეშე საქონლის - სიგარეტი 200 ღერი (10 კოლოფი) შემოტანის ფაქტზე 2023 წლის 23 მარტს შედგა „აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევის ოქმი“.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
192;194;
საქართველოს საბაჟო კოდექსი: 6.