ბრძანება N 6208

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.03.2023
№ დოკუმენტი 6208
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 6208

29.03.2023

შპს „--------------------ის“ (ს/ნ ------------------)

(მის.: -----------------------------------------------)

2023 წლის 28 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მარტის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა შპს „--------------------ის“ (ს/ნ ------------------) №79396/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის -- თებერვლის №--------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კომპანიამ წინასწარი დეკლარაციით განახორციელა საქონლის იმპორტი, სადაც წინასწარ დეკალრაციაში შეცდომით ატვირთული იქნა მომწოდებლის მიერ გამოგზავნილი არასწორი ინვოისი, სადაც კომპანია არ იყო დაფიქსირებული მხარედ. კომპანიას საქონელს აწვდიდა კონტრაგენტი, რომელიც ------ბში არის რეგისტრირებული, ხოლო თანხის მხრივ ამავე კომპანიას რომელიც -------შია რეგისტრირებული ----------ბში რეგისტრირებული კომპანიისთვის უნდა მიეწოდებინა აღნიშნული საქონელი. -----ის და --------ებს შორის გაფორმებული ინვოისი, რომელშიც საქონლის ღირებულება მითითებული იყო ------- დოლარი, შეცდომით გამოუგზავნეს და, რომელიც ასევე შეცდომით იქნა შეტანილი დეკლარაციაში. კომპანიის ბროკერის მიერ, გეზში შესაბამისი პირებისთვის წინასწარ იქნა მიწოდებული ინფორმაცია, რომ ატვირთული ინვოისი არ იყო სწორი და ახალი ინვოისი წარდგენილი იქნა ადგილზე, სადაც საქონლის ღირებულება -------- დოლარი იყო.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის -- თებერვალს შპს „--------------------ის“ (ს/ნ ------------------) მიერ №----/-------- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის შემოტანამდე დეკლარირებული იქნა -------- ლარის საბაჟო ღირებულების --------ის ტომრები (რაოდენობა – ------- ერთეული, საინვოისო ღირებულება – -------- აშშ დოლარი).

2023 წლის -- თებერვალს ზემოაღნიშნული საქონელი შემოტანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „----ის“ გავლით, სადაც უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №----/-------- საბაჟო დეკლარაციის დამუშავება, რა დროსაც დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „----- დერეფანი“. აღნიშნულიდან გამომდინარე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწერა №----/-------- აღრიცხვის მოწმობა და შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ის“ დანიშნულებით.

2023 წლის -- თებერვალს სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერების შედეგად საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა დეკლარირებულს, ამასთან საქონლის საინვოისო ღირებულება იყო უფრო დაბალი ვიდრე ფაქტიურად გადასახდელი ფასი, რაზეც მიმდინარე წლის -- თებერვალს შპს „--------------------ის“ (ს/ნ ------------------) მიერ, საქონლის გაშვებამდე, წარმოდგენილ იქნა (განცხადება ID:-------) ახალი ინვოისი (№-------- 14/--/2023), რომლის მიხედვითაც საქონლის საინვოისო ღირებულება ნაცვლად ------- აშშ დოლარისა შეადგენდა ------- აშშ დოლარს.

ვინაიდან, შპს „--------------------ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა №-------- (22.--.2023) საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (ღირებულება) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის ---- ლარით შემცირებას, 2023 წლის -- თებერვალს შედგენილ იქნა №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „--------------------ეს“ (ს/ნ ------------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა ------ ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ №-----/------ საბაჟო დეკლარაციას განესაზღვრა „------ დერეფანი“ და შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გეზი „------ის“ დანიშნულებით. 2023 წლის -- თებერვალს დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისას გაირკვა, რომ საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა დეკლარირებულს, თუმცა საქონლის საინვოისო ღირებულება იყო უფრო დაბალი ვიდრე ფაქტიურად გადასახდელი ფასი.

2023 წლის -- თებერვალს შპს „--------------------ის“ (ს/ნ ------------------) მიერ, საქონლის გაშვებამდე, წარმოდგენილ იქნა (განცხადება ID:-------) ახალი ინვოისი (№----------- 14/--/2023), რომლის მიხედვითაც საქონლის საინვოისო ღირებულება ნაცვლად ------ აშშ დოლარისა შეადგენდა ------ აშშ დოლარს.

შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (ღირებულება) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------------------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა №-------- (22.--.2023) საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (ღირებულება) არსებობას,აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება,რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება.რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

შესაბამისად,აღნიშნულ ფაქტზე 2023 წლის --თებერვალს შედგენილ იქნა №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა . (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 302(6);

საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:13; 163(1); 167(1);