„საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და ძირთადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №447
2005 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და ძირთადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ტრანზიტული ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის – საქართველოს მთავრობასა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის დადებული ხელშეკრულებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის პროცედურების სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №366 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
1.დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და ძირთადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” (თანდართულ დანართებთან ერთად).
2.არარად იქნეს აღიარებული ,,საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის №750 ბრძანება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №980-სსმIII, №117, 07.10.2005წ.; მუხ.1290
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი
მოადგილე ლ. გოცირიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №980-სსმIII, №117, 07.10.2005წ.; მუხ.1290
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 ივნისის ბრძანება №606-სსმIII, №81, 11.06.2007წ.; მუხ.865
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №366 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
ინსტრუქცია
,,საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და ძირთადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე”.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია ,,საქართველოს, ზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი – ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, ტრანზიტული ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის – საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის (შემდგომში – ძსმპ) მონაწილეებს შორის დადებული ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 და 175-ე მუხლების შესაბამისად და განსაზღვრავს დამატებული ღირებულების გადასახადის ხაზით „ხელშეკრულებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №366 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 2. ინსტრუქციაში გამოყენებული ტერმინები
ინსტრუქციაში მთავრული ასოებით განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ ის მნიშვნელობა, რომელიც განსაზღვრულია ,,ხელშეკრულების” დანართი №1-ის შესაბამისად, მათ შორის:
ა) ,,აფილირებული პირი”, ნებისმიერ პირთან მიმართებაში ნიშნავს რომელიმე სხვა პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ, ერთი ან მეტი შუამავლის მეშვეობით, აკონტროლებს და კონტროლდება ასეთი პირის მიერ ან ამ უკანასკნელის ზოგადი კონტროლის ქვეშ იმყოფება;
ბ) ,,ხელშეკრულება” ნიშნავს ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას, მათ შორის მის ყველა დანართს, აგრეთვე ყველა იმ წერილობით დოკუმენტს ხელშეკრულების ვადის გაგრძელების, განახლების, ახლით შეცვლის, შესწორებების შეტანის ან სხვა მოდიფიკაციების შესახებ, რომელსაც ხელს აწერს ყველა მხარე და რომელიც ამ მითითების საფუძველზე მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს;
გ) ,,კონტრაქტორი” ნიშნავს პირს, რომელიც ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს ან მათ აფილირებულ პირებს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, აწვდის ძირითადი საექსპორტო მილსადენის სისტემასთან დაკავშირებულ საქონელს, სამუშაოს, მომსახურებას ან ტექნიკას, აგრეთვე ასეთი პირის სამართალმემკვიდრეს ან კანონიერ უფლებამონაცვლეს. ტერმინი გულისხმობს აგრეთვე ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილის წილის მფლობელს ან აფილირებულ პირს, გამგზავნს ან საოპერაციო კომპანიას, მაგრამ არ გულისხმობს თვით ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეს, რომელიც აწვდის ასეთ საქონელს, უზრუნველყოფს სამუშაოს, მომსახურებას ან ტექნიკას. ტერმინი ასევე არ გულისხმობს ფიზიკურ პირს, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს როგორც რომელიმე სხვა პირის მიერ დაქირავებული მოსამსახურე;
დ) ,,წილის მფლობელი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც მოცემულ დროს ნებისმიერი ფორმით ფლობს ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილის ან მისი საოპერაციო კომპანიის სააქციო კაპიტალის წილს და ასეთი პირის აფილირებულ პირებს, სამართალმემკვიდრეებს და კანონიერ უფლებამონაცვლეებს;
ე) ,,ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის საქმიანობა” ნიშნავს ნებისმიერ და ყოველგვარ საქმიანობას, პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულს ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის სისტემის შეფასებასთან, შემუშავებასთან, დაპროექტებასთან, შეძენასთან, მშენებლობასთან, მონტაჟთან, დაფინანსებასთან, დაზღვევასთან, საკუთრებასთან, ექსპლუატაციასთან (მათ შორის, ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რომელიმე ან ყველა მონაწილისა და გამგზავნის მიერ ნავთობის საშუალებების გზით გადაზიდვასთან), შეკეთებასთან, გამოცვლასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, სიმძლავრეების გაზრდასთან, გაფართოებასთან (მაგალითად, განშტოებების აგება) და დაცვასთან როგორც ტერიტორიის ფარგლებში (მაგალითად, პროექტის საქმიანობა), ისე მის ფარგლებს გარეთ;
ვ) ,,ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეები” ნიშნავს ამ ხელშეკრულების ერთ ან მეტ, ანდა ყველა მხარეს (მათ შორის, იმ მხარეების ჩათვლით, რომლებიც ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეები რომელიმე პროექტის ხელშეკრულების განახლების და/ან მასთან შეერთების გზით გახდნენ), რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლებას, აგრეთვე რომელიმე ასეთი მონაწილის სამართალმემკვიდრეს ან კანონიერ უფლებამონაცვლეს;
ზ) ,,საოპერაციო კომპანია” ნიშნავს ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეების ან მათი აფილირებული პირების მიერ დანიშნულ ან შერჩეულ ერთ ან მეტ პირს, რომლის მიზანია აღასრულოს, წარმართოს, კოორდინაცია გაუწიოს და/ან განახორციელოს, ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეების ან მათი აფილირებული პირების სახელით, ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის ყოველდღიური საქმიანობა მთლიანად ან ნაწილობრივ, მათ შორის, შეასრულოს ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის სისტემის მთლიანად ან მისი რომელიმე ნაწილის ოპერატორის ფუნქცია, ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილის ან მისი აფილირებული პირის, ასეთი პირის სამართალმემკვიდრის ან კანონიერი უფლებამონაცვლის აგენტის ან დამოუკიდებელი კონტრაქტორის ფუნქციის ჩათვლით;
თ) ,,მხარეები” ნიშნავს მთავრობას, როგორც ამ ხელშეკრულების ხელმომწერს და მის სამართალმემკვიდრეს, აგრეთვე ამ ხელშეკრულების სხვა ხელმომწერ პირებს და მათ სამართალმემკვიდრეებს და კანონიერ უფლებამონაცვლეებს;
ი) ,,პროექტის მონაწილეები” ნიშნავს ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის ცალკეულ ან ყველა მონაწილეს, აგრეთვე მათ რომელიმე აფილირებულ პირს, წილის მფლობელებს, საოპერაციო კომპანიებს, კონტრაქტორებს, გამგზავნებს, კრედიტორებსა და დამზღვევებს;
კ) ,,გამგზავნი” ნიშნავს ყველა იმ პირს (ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეების ჩათვლით), რომელიც ორგანიზაციას უწევს ან რომლებთანაც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დადებულ იქნა კონტრაქტი ნავთობის ძირითადი საექსპორტო მილსადენის სისტემის ან მისი რომელიმე ნაწილის საშუალებით გადაზიდვასთან დაკავშირებით და რომელსაც უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნავთობის ძირითადი საექსპორტო მილსადენის სისტემის საშუალებით ნავთობის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ გადაზიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში, აგრეთვე მათ შესაბამის სამართალმემკვიდრეებსა და კანონიერ უფლებამონაცვლეებს;
ლ) ,,ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის სისტემა” ნებისმიერ დროს ნიშნავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სისტემას (დაწყებული სანგა-ჩალის ტერმინალიდან) და აგრეთვე ყველა შესაბამის ობიექტს, რომლის მფლობელობა და გამოყენება დაკავშირებულია აღნიშნულ სისტემასთან, მათ შორის ტერიტორიის ფარგლებში მდებარე საშუალებებს, ან ყველა სხვა ამგვარ საშუალებებს, რომელიც ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარეობს.
მუხლი 3. ჩათვლის უფლებით დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლებით მოსარგებლე პირები
1.ძსმპ – ის თითოეული მონაწილე, წილის მფლობელი, კონტრაქტორი, საოპერაციო კომპანია, გამგზავნი, აგრეთვე თითოეული მათგანის აფილირებული პირი (შემდგომში – „პირი“), ,,საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების 8.8 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან:
ა) ყოველგვარ საქონელთან, სამუშაოსთან, მომსახურებასთან და ტექნიკასთან მიმართებაში, რომელიც მიწოდებულია მისთვის ან მის მიერ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით;
ბ) მის მიერ საშუალებებით იმპორტირებულ და ექსპორტირებულ ნავთობთან მიმართებაში;
გ) ყველა იმ საქონლის, სამუშაოს, მომსახურებისა და ტექნიკის იმპორტთან მიმართებაში, რომელიც შეძენილია ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით;
დ) ყველა იმ საქონლის, სამუშაოს, მომსახურებისა და ტექნიკის ექსპორტთან და რეექსპორტთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია ძსმპ-ის საქმიანობასთან.
2.ასეთი საქონლის, სამუშაოს, მომსახურებისა და ტექნიკის თითოეული გამგზავნი, რომელიც „პირს” ემსახურება ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ მიწოდებას უნდა ათავისუფლებდეს ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან.
3.ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან ანალოგიური გათავისუფლება გამოიყენება ძსმპ-ს მონაწილეთათვის, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მიწაზე უფლებების გადაცემის შემთხვევაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №366 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 4. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის პროცედურა
1. „პირს“, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში - შემოსავლების სამსახური) გასცემს ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით სარგებლობის დამადასტურებელ სერტიფიკატს (შემდგომში – სერტიფიკატი) (დანართი №1).
2. სერტიფიკატი არ ექვემდებარება გადაცემას ან დათმობას.
3. (ამოღებულია - 27.08.2012, №366).
4.სერტიფიკატის მისაღებად, ძსმპ-ის თითოეულმა მონაწილემ, წილის მფლობელმა, საოპერაციო კომპანიამ, ტვირთის გამგზავნმა ან მათმა აფილირებულმა პირებმა უნდა მიმართონ შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომელშიც მიუთითებენ, რომ მათ აქვთ უფლება ისარგებლონ ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით ,,ხელშეკრულებისა“ და მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
5. კონტრაქტორს, რომელმაც დადო ხელშეკრულება საოპერაციო კომპანიასთან, ძსმპ-ის მონაწილესთან ან სხვა კონტრაქტორთან, ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით საქონლის, საქმიანობის, მომსახურების და ტექნიკის მიწოდების შესახებ, აქვს უფლება მიმართოს შემოსავლების სამსახურს განცხადებით, №3 დანართში მოცემული ფორმით, სერტიფიკატის მისაღებად. კონტრაქტორის წერილობითი განცხადება ხელმოწერილ უნდა იქნეს საოპერაციო კომპანიის, ძსმპ-ის მონაწილის ან სხვა კონტრაქტორის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ხელშეკრულება და უნდა ადასტურებდეს, რომ წილობრივ მონაწილეებთან, კონტრაქტორებთან, ტვირთის გამგზავნებთან ან მათ აფილირებულ პირებთან დადებულია ხელშეკრულება საქონლის, სამუშაოს, მომსახურების და ტექნიკის მიწოდების შესახებ. განცხადებას უნდა დაერთოს ამონაწერი ხელშეკრულებიდან (ნოტარიალურად დამოწმებული), რომელიც შეიცავს:
ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა მოკლე აღწერას;
ბ) ხელშეკრულების შესაბამისად ვალდებულებათა დაწყებისა და დასრულების თარიღებს;
გ) ხელშეკრულების დამდებ (ხელმომწერ) მხარეებს.
6. შემოსავლების სამსახურს შეუძლია მიმართოს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას სერტიფიკატის გაცემაზე დასტურის მისაღებად.
7. ,,პირის” მიერ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად წარმოდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების საფუძველზე შემოსავლების სამსახური გასცემს სერტიფიკატს 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წერილობითი განცხადების მიღების შემდეგ. სერტიფიკატის გაცემის თარიღი არის შემოსავლების სამსახურში სერტიფიკატის მიღებაზე განცხადების რეგისტრაციის თარიღი. სერტიფიკატის გასაცემად ზემოაღნიშნულის გარდა სხვა არანაირი დოკუმენტი არ არის საჭირო.
8. ძსმპ-ის მონაწილისათვის ან წილის მფლობელისათვის, საოპერაციო კომპანიისათვის, ტვირთის გამგზავნის ან მათი აფილირებული პირებისათვის გაცემული სერტიფიკატი ძალაშია 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისად, თითოეული მათგანი მიმართავს შემოსავლების სამსახურს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. შემოსავლების სამსახური გასცემს ახალ სერტიფიკატს 5 (ხუთი) წლის ვადით, მე-7 პუნქტში გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
9. კონტრაქტორისათვის გაცემული სერტიფიკატი ძალაშია №3 დანართში მოცემული ხელშეკრულების სავარაუდო ვადის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 3 (სამი) წლისა სერტიფიკატის გაცემის თარიღიდან. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ვადა გაგრძელდება ან ხელშეკრულების ვადა არის 3 (სამ) წელზე მეტი, კონტრაქტორმა უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს სერტიფიკატის განახლებისათვის მე-5 პუნქტში გათვალისწინებული წესის შესაბამისად, რის შემდეგაც შემოსავლების სამსახური გასცემს ახალ სერტიფიკატს.
10. ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების შეწყვეტისას ყველა სერტიფიკატი, რომელიც ძალაშია, ჩაბარებულ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურში 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
11. შემოსავლების სამსახური ახორციელებს სერტიფიკატების მიზნობრივად გამოყენების კონტროლს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.
12. ძსმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების და ტექნიკის შესყიდვისას (მიღებისას) ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით სარგებლობის საფუძველია საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა, რომელიც გამოიწერება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი წესით.
13. „პირის“ მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობის დასრულების ან/და კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვალდებულია ამის შესახებ 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 ივნისის ბრძანება №606-სსმIII, №81, 11.06.2007წ.; მუხ.865
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №366 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 5. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 ივნისის ბრძანება №606-სსმIII, №81, 11.06.2007წ.; მუხ.865
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №366 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 6. დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია
1.პირს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებით, შემდგომში დღგ-ის ანაზღაურების მიზნით, ვალდებულია დადგეს დღგ- ის გადამხდელად აღრიცხვაზე. ამისათვის, პირმა უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს შესაბამისი განცხადებით. დღგ-ის გადამხდელად აღრიცხვაზე დასაყენებლად სხვა დოკუმენტები საჭირო არ არის.
2.იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის მფლობელი ახორციელებს ისეთ ოპერაციებსაც, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან, ამ ოპერაციების განსახორციელებლად შესყიდვების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს ცალკე.
3. სერტიფიკატის მფლობელი ,,პირი” ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში წარადგინოს დღგ-ს დეკლარაცია არსებული ფორმით ყოველ საანგარიშო პერიოდზე (კალენდარულ თვეზე), არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. გადამხდელის მიერ დეკლარაციის წარდგენა ხდება ყოველ საანგარიშო პერიოდზე, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას დასაბეგრი ბრუნვა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 ივნისის ბრძანება №606-სსმIII, №81, 11.06.2007წ.; მუხ.865
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №366 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 7.დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებული მხარეებისათვის საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ან ტექნიკის გადაცემა/გასხვისება
1.იმ შემთხვევაში, როცა ხდება საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ან ტექნიკის გაყიდვა, დათმობა, გადაცემა, იჯარით გაცემა ან სხვა გზით გასხვისება ისეთი პირისადმი ან იმ პირის სასარგებლოდ, რომელსაც აქვს დღგ-ისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან უფლება, მაშინ დღგ არ დაერიცხება და არ გადაიხდება.
2.ყველა სხვა შემთხვევაში მყიდველის მიერ გადახდილი ან გადასახდელი დღგ, მაგრამ არანაკლებ დადგენილი განაკვეთისა, რომელიც დარიცხულია კომპენსაციის ფაქტიურ თანხაზე, გადაიხდება ამ კომპენსაციიდან. ამ შემთხვევაში დღგ ასეთ ოპერაციებთან დაკავშირებულ იმპორტზე არ დაერიცხება და არ გადაიხდება.
3.დღგ, რომელიც დარიცხულია მე-2 პუნქტის მიხედვით, გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ლარებში 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში, იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც მოხდა გადახდა, ან მოხდა საქონლის, სამუშაოს და მომსახურების მიწოდება (იმის გათვალისწინებით, რომელიც უფრო ადრე მოხდა).
4.თუ იმპორტირებული ან ნაყიდი საქონელი, სამუშაო ან მომსახურება, რომელიც დაიბეგრებოდა დამატებული ღირებულების გადასახადით მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასხვისებულია ნულოვანი ღირებულებით სახელმწიფოზე ორგანოებზე, დღგ არ გადაიხდება.
მუხლი 8. დამატებული ღირებულების გადასახადის ანაზღაურება
1.იმ შემთხვევაში, როცა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,პირს” უფლება აქვს ისარგებლოს ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით, მაგრამ მისთვის საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ან ტექნიკის მოწოდებისას გადახდილ იქნა დღგ, მაშინ მოცემულ პირებს აქვთ უფლება, მიიღონ ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ან დღგ-ის სრული თანხა ჩაითვალონ სხვა გადასახადების ანგარიშში (მოგების გადასახადის ან მოსამსახურეთათვის გადახდებიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), რომლებიც სხვა შემთხვევაში მათ უნდა გადაიხადონ შესაბამისი დებულებების თანახმად.
2.ძსმპ-ის მონაწილის მიერ ,,ხელშეკრულების” 8.2 მუხლის მიზნით დღგ-ს თანხის მოგების გადასახადის ანგარიშში ჩათვლის შემთხვევაში, ასეთი ჩათვლის თანხა ჩაითვლება მოგების გადასახადის გადახდად.
3. დღგ-ის ჩათვლის ან ანაზღაურების მიზნით ,,პირმა” უნდა დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.
4. ყველა ანაზღაურება ხორციელდება ლარებში.
5.იმ შემთხვევებში, თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ დაწესებული დამატებული ღირებულების ან მსგავსი გადასახადი გადახდილ იქნება ძსმპ-ის მონაწილის, წილის მფლობელის ან საოპერაციო კომპანიის მიერ პროექტის ფარგლებში გამოყენებულ საქონელზე, სამუშაოზე, მომსახურებასა და ტექნიკაზე, ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეს, წილის მფლობელს ან საოპერაციო კომპანიას აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებების გამოყენების უფლება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №366 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური
სერტიფიკატი N000
ამ სერტიფიკატით დასტურდება, რომ --------------------------------------------------------------
(„პირის“ დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი)
წარმოადგენს---------------------------------------------------------------------------------------
(პროექტის დასახელება)
----------- პროექტის
მონაწილეს, წილის მფლობელს, კონტრაქტორს, საოპერაციო კომპანიას, გამგზავნს, აფილირებულ პირს (საჭიროა გაესვას ხაზი) და აღნიშნული ხელშეკრულების 8.2 მუხლის შესაბამისად, პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებით სარგებლობს ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებით.
მოქმედების ვადა 20 წ. “- -”- - - - - - -”-დან 20 წ. “- - “ - - - - - - - “-მდე
უფლებამოსილი პირი (ხელმოწერა)
შევსების თარიღი “- - -” - - - - - - - -” 20 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 ივნისის ბრძანება №606-სსმIII, №81, 11.06.2007წ.; მუხ.865
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №366 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
დანართი №2 (ამოღებულია )
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №366 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
დანართი №3
განცხადება
კონტრაქტორის მიერ ჩათვლის უფლებით დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების სერტიფიკატის ასაღებად
_______________________________________
(მოწოდების მიმღები „პირის“ დასახელება)
_______________________________________
(მომწოდებელი „პირის“ დასახელება)
________________________________________
(მომწოდებელი „პირის“ საიდენტიფიკაციო ნომერი)
____________________________________________________
(მოწოდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიმღების – საოპერაციო კომპანიის, წილის მფლობელის ან ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილის დასახელება)
„საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გთხოვთ, გასცეთ სერტიფიკატი ჩათვლის უფლებით დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.
____________________________
(კონტრაქტორის დასახელება)
_______________________________________________
(განსახორციელებელი სამუშაოების დასახელება)
______________________________________________
(ხელშეკრულების ნომერი და თარიღი)
_____________________________________
(ხელშეკრულების სავარაუდო ვადა)
______________________________________
(სხვა ინფორმაცია)
მოწოდების მიმღები მხარის ხელმოწერა / /
ბეჭედი
მომწოდებლის ხელმოწერა / /
მოწოდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიმღების - საოპერაციო კომპანიის, წილის მფლობელის ან
ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილის
ხელმოწერა / /
ბეჭედი
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის აღნიშვნა განცხადების მიღების თაობაზე.
ხელმოწერა / /
თარიღი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №366 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე