გადაწყვეტილება №19999/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.07.2023
№ დოკუმენტი 19999/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19999/2/2023

20 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ს 19.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19999/2/2023).

 

დავის საგანი:

დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.05.2023 წლის №CB1467506 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 9.06.2023 წლის №12882 ბრძანება

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 400 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რა დროსაც გამოვლინდა, რომ მომჩივნის მიერ დარღვეული იქნა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, მომჩივნის მიერ ორი პირი არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1467506 და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.06.2023 წლის №12882 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 ნაწილებით, 2885 მუხლით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ბრძანების 112 მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების 3719 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნე მომსახურების გაწევა. გადატვირთული სამუშაო რეჟიმისა და იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე ადგილის შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით მუდმივი სიახლეებისა და შესაბამისად კვალიფიციური კადრების მიღების/მოძიების რეჟიმში არიან, ადგილი ჰქონდა დაუდევრობას და ვერ მოხდა დროულად ინფორმაციის მიწოდება ბუღალტრისთვის, რათა მომხდარიყო დაქირავებულ პირთა რეესტრის განახლება/დაზუსტება, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დაქირავებულ პირთა რეესტრში არ იყო ასახული მხოლოდ ორი თანამშრომელი, რომლებიც სულ რამდენიმე დღის აყვანილნი იყვნენ სამსახურში.

ითხოვს,სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, სანქციის სახით განესაზღვროს გაფრთხილება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის მიხედვით:

1.დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად:

1.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა.

5.„დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:

1.საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

2.დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.

საგადასახადო კოდექსის 2885 პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ამ კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

სადავო საკითხზე წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის №"-------" წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში მითითებული პირების ("--------" პ/ნ "--------"და "--------" პ/ნ "--------") დაქირავებულ პირთა რეესტრში შეყვანის ფაქტი დღეის მდგომარეობითაც არ ფიქსირდება.

მომჩივნის განცხადებით მუდმივი სიახლეებისა და შესაბამისად კვალიფიციური კადრების მიღების/მოძიების რეჟიმშია. ადგილი ჰქონდა დაუდევრობას და ვერ მოხდა დროულად ინფორმაციის მიწოდება ბუღალტრისთვის, რათა მომხდარიყო დაქირავებულ პირთა რეესტრის განახლება/დაზუსტება, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული თანამშრომელი სულ რამდენიმე დღის აყვანილნი იყვნენ სამსახურში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს არ ქონდა დაქირავებულ პირთა რეესტრში შეტანილი ორი თანამშრომლის მონაცემები და ამასთან 23.06.2023 წლის მდგომარეობით კიდევ არ განუხორციელებია დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის შეტანა, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, სანქციის სახით განესაზღვროს გაფრთხილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ დარღვეული იქნა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, მომჩივნის მიერ ორი პირი არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში.

გადამხდელს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

12,2885