ბრძანება N 283
📄 სრული ტექსტი
N 283
12 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის. ----------)
(იურ. მის: ----------)
2023 წლის 18 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 იანვრის სხდომაზე (ოქმი N2) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №86107/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის ID:---------- გადაწყვეტილებას და ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 27 ნოემბერს განაცხადით (ID:----------, შტრიხკოდი: ----------) მიმართა შემოსავლების სამსახურს კვალიფიციური დღგს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაზეც 2023 წლის 11 დეკემბრის პასუხით მიიღო უარი. გადამხდელი აცხადებს, რომ შპს „----------“ (სკ ----------) დაფუძნებულია 2019 წლის 12 აპრილს, საზოგადობის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს „სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება“ თავის საკუთრებაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის თანახმად. გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსის გამო შეზღუდული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების უფლება, ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გადამხდელის მიერ 2023 წლის 16 ოქტომბერს და განმეორებით 2023 წლის 27 ნოემბერს წარმოდგენილი იქნა განცხადება კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ.
2023 წლის 16 ოქტომბრის ---------- განაცხადთან დაკავშირებით 20 ოქტომბერს უფლებამოსილი ოფიცრის მიერ განხორციელდა სატელელეფონო კომუნიკაცია კომპანიის ბუღალტერთან, რა დროსაც დადგინდა კომპანიის საქმიანობის სფერო - ფერადი ლითონების მოპოვება, რაზეც მიეწოდა შესაბამისი ლიცენზია.
გადასახადის გადამხდელის მონაცემების შესწავლისას დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლებს ასევე აქვთ დაფუძნებული 19 კომპანია, რომელთაგან 7 კომპანიას - 1. შპს ,,----------” (ს/ნ ----------) – 2 079 350,27 ლარი; 2. შპს „----------” (ს/ნ ----------) – 1 932 030,76 ლარი; 3. შპს “----------” (ს/ნ - ----------) – 552 769,35 ლარი; 4. შპს „----------” (ს/ნ ----------) – 80 360,09 ლარი; 5. შპს „----------“ (ს/ნ ----------) – 51 069,16 ლარი; 6. შპს “----------” (ს/ნ ----------) – 35 502,67 ლარი; 7. შპს „----------“ (ს/ნ ---------- – 24 020,95 ლარი) ბიუჯეტის წინაშე გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე 2023 წლის 25 ოქტომბერს შპს „----------“-ს მიენიჭა არაკვალიფიციური სტატუსი, ასევე 27 ნოემბრის ---------- განცხადების პასუხად 2023 წლის 11 დეკემბერს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ 2023 წლის 16 ოქტომბერს და განმეორებით 2023 წლის 27 ნოემბერს წარმოდგენილი იქნა განცხადება კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ.
2023 წლის 16 ოქტომბრის განაცხადთან დაკავშირებით 20 ოქტომბერს უფლებამოსილი ოფიცრის მიერ განხორციელდა სატელელეფონო კომუნიკაცია კომპანიის ბუღალტერთან, რა დროსაც დადგინდა კომპანიის საქმიანობის სფერო - ფერადი ლითონების მოპოვება, რაზეც მიეწოდა შესაბამისი ლიცენზია.
გადასახადის გადამხდელის მონაცემების შესწავლისას დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლებს ასევე აქვთ დაფუძნებული 19 კომპანია, რომელთაგან 7 კომპანიას ბიუჯეტის წინაშე გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე 2023 წლის 25 ოქტომბერს კომპანის მიენიჭა არაკვალიფიციური სტატუსი, ასევე 27 ნოემბრის განცხადების პასუხად 2023 წლის 11 დეკემბერს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: