ბრძანება N 16439

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.07.2024
№ დოკუმენტი 16439
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16439

11 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 25 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 ივლისის (ოქმი №73) სხდომაზე განიხილა შპს „-----------“-ის (ს/ნ ----------) №90369/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივნისის №081-2024-14069 ბრძანებას „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანებისა და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ გრაფიკით გათვალისწინებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში ჰქონდა გადახდილი და ითხოვს ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ შპს „--------“-ის (ს/ნ ---------) 2024 წლის 20 მაისის ID---------- განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 20 მაისს გამოცემულ იქნა N---------- ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც შპს „------------“-ის (ს/ნ ------------) მიმართ 2024 წლის 20 მაისის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (4662.3 ლარი) გადახდევინება გადავადდა 2025 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. ასევე, შპს „-----------“-თან (ს/ნ ------------) გაფორმდა 2024 წლის 20 მაისის N ------------ ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომლის 2.1.1 და 2.1.2 ქვეპუნქტების თანახმად მოვალემ იკისრა ვალდებულება არ დაარღვიოს ხელშეკრულების დანართით (გადახდის გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეასრულოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2024 წლის 20 მაისის N ---------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (არ იქნა გადახდილი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები, დღგ), 2024 წლის 25 ივნისს გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის № ----------- ბრძანება, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2024 წლის 20 მაისის N----------- და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2024 წლის 20 მაისის N------------ხელშეკრულება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2024 წლის 5 ივლისის მდგომარეობით გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება: საურავი 0.53 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას.

ამავე მუხლის 81 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა 50000 ლარს არ აღემატება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ფორმდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადები და პირობები. ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 64- ე მუხლის თანახმად:

1. გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ უქმდება, თუ: ა) პირმა დაარღვია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით (გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები; ბ) პირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის საგადასახადო დავალიანების თანხებს და შესაბამის საურავს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა არის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“-ის (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ გრაფიკით გათვალისწინებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში ჰქონდა გადახდილი და ითხოვს ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ს მიმართ 2024 წლის 20 მაისის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადდა 2025 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. ასევე, შპს-სთან გაფორმდა 2024 წლის 20 მაისის N2024-5528 ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომლის თანახმად მოვალემ იკისრა ვალდებულება არ დაარღვიოს ხელშეკრულების დანართით (გადახდის გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეასრულოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2024 წლის 20 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო 2024 წლის 25 ივნისს გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანება, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2024 წლის 20 მაისის N081-2024-10459 და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2024 წლის 20 მაისის N2024-5528 ხელშეკრულება.

2024 წლის 5 ივლისის მდგომარეობით გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება: საურავი

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);238(8,81;9,10);

ქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 64- ე მუხლი