ბრძანება N 13396

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2024
№ დოკუმენტი 13396
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13396

05 ივნისი 202

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,----------“-ის (ს/ნ ---------------)

(მის: ------------------------------------)

2024 წლის 24 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 მაისის სხდომაზე (ოქმი N58) განიხილა შპს ,,----------“-ის (ს/ნ ---------------) N89843/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 26 აპრილის N----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2024 წლის 3 აპრილს გადაამოწმა გარემოს დაცვის ინსპექციამ, რა დროსაც ახდენდა ხის მასალის ტრანსპორტირებას, რაზეც გამოწერილი ჰქონდა ზედნადები კანონით დადგენილი წესით. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ცნობის ნომრები (ფიშკები) დაფიქსირებული იყო გაუქმებულ ზედნადებში, რომლის გაუქმება მოხდა სატრანსპორტო საშუალების დაზიანების გამო. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული სანქციის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის მასალებით ირკვევა, რომ ამავე დეპარტამენტს 2024 წლის 5 აპრილს შემდგომი რეაგირების მიზნით დაეწერა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ------თის რეგიონული სამმართველოს -------- წერილი, რომლის თანახმად, 2024 წლის 3 აპრილს გადამოწმებულ იქნა --------ძე (პ/ნ --------) „-------“-ის მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით -------, რომელიც ახორციელებდა 16.65მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირებას, რაზეც შპს ,,----------“-ს (ს/ნ ---------------) გამოწერილი ჰქონდა N------ ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადები, რომელშიც მითითებული ცნობის ნომრების ნაწილი გამოყენებული იყო გადამხდელის მიერ 2023 წლის 28 ნოემბერს გამოწერილ N------- ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადებში.

წერილზე რეაგირების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრების მიერ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების გადამოწმებით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ ზედნადებში მითითებული ცნობები უკვე სრულად იყო გამოყენებული. კერძოდ: N-------- ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადებში მითითებული დახერხილი ხე-მასალა (ფიცარი) შპს ,,----------“-მა (ს/ნ ---------------) სრულად ჩაიტანა -----ში 2023 წლის 28 ნოემბერს გამოწერილი N------- ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადებით და 2023 წლის 7 დეკემბერს გამოწერილი N-------- ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადებით.

2024 წლის 2 აპრილს შპს ,,----------“-მა (ს/ნ ---------------) ------ში ჩატანილი ხე-მასალიდან, 17,15მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილ ხე-მასალაზე (ფიცარი) გამოწერა N------- ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადები და ტრანსპორტირების დასრულების მისამართი ზედნადებში მიუთითა -------ი, სოფელი ------ე. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული პროგრამიდან მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ N------ ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადებში მითითებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით ------, 2024 წლის 2 და 3 აპრილს აღნიშნული მიმართულებით არ გადაადგილებულა. შესაბამისად, 2024 წლის 3 აპრილს გამოწერილ N-------- ხეტყის ელ. სასაქონლო ზედნადებში მითითებული ხე-მასალა, გადასახადის გადამხდელს --------ში, სოფელი --------ში აღარ უნდა ჰქონოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზა წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის სახეობის, ღირებულებისა და რაოდენობის დასადგენად.

2024 წლის 15 აპრილის N----/04/24 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ფიცარი) მოცულობა შეადგენს 15.05მ3 -ს, საბაზრო ღირებულებით 12792.5 ლარს დღგის ჩათვლით, ხოლო დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ძელაკი) მოცულობა შეადგენს 0.047 მ 3 -ს, საბაზრო ღირებულებით 39.95 ლარს დღგ-ის ჩათვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წლის 26 აპრილს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა N-------საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 3² ნაწილის შესაბამისად, შეეფარდა სანქცია 10000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

“გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:

ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;

ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;

ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;

გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად,11 . სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

12 . სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

32. ამ მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე):

ე) მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი;

ვ) თითოეული მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური ფირნიშის ნომერი (გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის)

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,----------“-ის (ს/ნ ---------------)საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს დარიცხული სანქციის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით დაეწერა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილი, რომლის თანახმად, 2024 წლის 3 აპრილს გადამოწმებულ იქნა ფიზიკური პირი ავტომანქანით, რომელიც ახორციელებდა 16.65მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირებას, რაზეც მომჩივანს გამოწერილი ჰქონდა ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადები, რომელშიც მითითებული ცნობის ნომრების ნაწილი გამოყენებული იყო გადამხდელის მიერ 2023 წლის 28 ნოემბერს გამოწერილ ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადებში.

წერილზე რეაგირების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრების მიერ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების გადამოწმებით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ ზედნადებში მითითებული ცნობები უკვე სრულად იყო გამოყენებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წლის 26 აპრილს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 3² ნაწილის შესაბამისად, შეეფარდა სანქცია 10000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 286(3²);