ბრძანება N 14319
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14319
19 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 22 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 ივნისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ -----------) №89810/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის № დ 1-21-10 დასკვნას, „დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არშემცირების შესახებ“ 2024 წლის 2 მაისის №10560 ბრძანებას და 2024 წლის 2 მაისის №007-86 საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ გაცემული იმპორტის დოკუმენტაცია, სერთიფიკატების ჩათვლით, გაცემულია ----------სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ, მათ სისწორესა და ავთენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი კომპანიას არ ჰქონია. ამასთან მომჩივნის მოსაზრებით, დოკუმენტების სიზუსტესთან დაკავშირებით თუ არსებობდა ეჭვის საფუძველი, საბაჟო დეპარტამენტის მომსახურების სააგენტოს მიერ დეკლარაციები არ უნდა დაბეჭდილიყო. აღნიშნული ქმედებით დაზარალდა კომპანია და არა სახელმწიფო. კომპანიისთვის გაუგებარია, საერთაშორისო წესებისა და სამართლის გამოყენებით რატომ მოქმედებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო კონკრეტული წლის საერთაშორისო შეთანხმებისა და წესების საფუძველზე, ხოლო მეორე ხელშემკვრელი მხარე აბსოლუტურად განსხვავებული წესებითა და რედაქციით.
კომპანიას იმპორტის გადასახადი ეკუთვნოდა 2009 სეს ესნ კოდის პროდუქტზე, აბსოლუტურად გაუგებარი და არასამართლიანი მიდგომაა გამოყენებული შერეული საქონლის ინვოისების ნაწილში, ვინაიდან თავად მაკონტროლებელი ორგანო წერს, რომ ოთხ სერთიფიკატში ნაწილი საქონელი, რომელიც მიეკუთვნება 2202 კოდს, საქართველოში გამოყენებული წესების თანახმადაც ხვდება იმპორტის გადასახადის გათავისუფლების ნაწილში, მაგრამ, ვინაიდან ისინი მოქცეულია ერთ დოკუმენტში მათ მიიჩნიეს, რომ სრულად უნდა დაბეგრილიყო და გავრცელებულიყო ჯარიმა და საურავი ამ დოკუმენტში მოცემულ პროდუქციაზე, როგორც 2202 ასევე 2009 ნომენკლატურაზე, რაც მომჩივნის მოსაზრებით არანაირ სამართლებრივ ჭრილში არ ჯდება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპზნიამ №-----------საბაჟო დეკლარაციით ----------- ქვეყანაში შემოიტანა სეს ესნ-ის 2009 და 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელი, რომელიც შეძენილია უკრაინული კომპანია „-----------“- საგან ხუთი ინვოისით - №№ -----------, -----------, -----------, -----------, -----------, ჯამური ღირებულებით - 66,029.08 აშშ დოლარი და ნეტო წონით - 122,482.58 კგ. აქედან, 65,177.08 აშშ დოლარის ღირებულების - 121,238.78 კგ საქონელზე გამოყენებული იყო ----------- უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატები (----------) №----------- -----------, №-----------, №----------- -----------, №----------- -----------; №-----------, რომელზეც გავრცელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები იმპორტის გადასახადის ნაწილში.
სსდ-ში დეკლარირებულია სეს ესნ-ის შემდეგი კოდებით იდენტიფიცირებული საქონელი:
-----------წვენი - საბაჟო ღირებულებით - 17,730.21 ლარი, წონა - 5,680.44 კგ.
აქედან, იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით დაიბეგრა მხოლოდ - 2,977.19 ლარის საბაჟო ღირებულების - 1,243.8 კგ წვენი, რომელიც არ იყო წარმოდგენილი წარმოშობის სერტიფიკატებში;
ვწვენი - საბაჟო ღირებულებით - 7,115.48 ლარი, წონა - 3,452.66 კგ;
----------- ჩაი - საბაჟო ღირებულებით - 45,715.80 ლარი (კორექტ. მედიანით - 1.21), წონა - 24,521.70 კგ;
----------- ნექტარი ასორტიმენტში - საბაჟო ღირებულებით - 172,759.62 ლარი, წონა - 88,827.79 კგ ჯამში შემოტანილია:
2009 კოდით - 24,845.70 ლარის საბაჟო ღირებულების წვენი, წონით - 9,133.1 კგ;
2202 კოდით - 218,475.48 ლარის საბაჟო ღირებულების ნექტარი და ცივი ჩაი, წონით - 113,349.48 კგ.
სულ სსდ-ით შემოტანილია - 243,321.11 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი.
ზემოაღნიშნული CT-1-ებიდან ოთხ სერტიფიკატში ერთდროულად წარმოდგენილია როგორც სეს ესნის 2009, ასევე 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელი, გარდა GE04800C1968 სერტიფიკატისა, სადაც ფიგურირებს მხოლოდ 2202 ჯგუფის პროდუქცია.
სულ სსდ-ში დარიცხული იმპორტის გადასახდელის ოდენობამ ჯამში შეადგინა: იმპორტის გადასახადი (12%) – 357.0 ლარი, დღგ - 600.15 ლარი.
----------- მიღებული წერილებიდან (№-----------, 15.11.21 და №-----------, 23.05.22) გაირკვა, რომ სერტიფიკატებით მოცული საქონლის ----------- წარმოშობა დასტურდება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ 2000 წლის 30 ნოემბერს მიღებული წესებით, მასში 07.09.2001 წელს და 20.12.2002 წელს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ხოლო ცვლილებების გარეშე ფორმულირებული ძირითადი წესებით - უკრაინული წარმოშობა დასტურდება მხოლოდ სეს ესნ-ის 2202 სასაქონლო ჯგუფის პროდუქციისათვის. შესაბამისად, ძირითადი ტექსტის დებულებებიდან გამომდინარე, 2009 ჯგუფს მიკუთვნებული წვენები არ წარმოადგენს უკრაინული წარმოშობის საქონელს.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული დირექტიული წერილიდან (№-----------) გამომდინარე, 30.11.2000 წლის წესებში შეტანილი ზემოხსენებული ცვლილებები საქართველოსათვის ძალაში არაა. შესაბამისად, №----------- სსდ-ს სერტიფიკატებში ჩამოთვლილი 2009 სასაქონლო ჯგუფის საქონლის დაუბეგრავი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ოთხ სერტიფიკატში (№-----------, -----------, -----------, ---------) უკრაინული წარმოშობის 2202 ჯგუფის პროდუქციასთან ერთად შეწყვილებულად არის წარმოდგენილი ----------- წარმოშობის 2009 ჯგუფის საქონელიც. აღნიშნული მიზეზით, CT-1-ები იძენენ არასწორად გაცემული დოკუმენტის სტატუსს და კარგავენ აუთენტურობას. შესაბამისად, 12%-იანი განაკვეთით დაბეგვრას დაექვემდებარა CT-1-ებში შეწყვილებულად წარმოდგენილი 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელიც. აუთენტურობა შეინარჩუნა მხოლოდ №----------- წარმოშობის სერტიფიკატმა, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ 2202 ჯგუფის საქონელი, რომელმაც შეინარჩუნა უკრაინულ წარმოშობა სსდ-ს შესაბამის - მე-3 პოზიციაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების №----------- აქტი (20.12.22) და გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება №32004 (20.12.22), რომლის თანახმად გადამხდელს №----------- სსდ-ში დამატებით დაერიცხა ძირითადი იმპორტის გადასახდელი - 27,559.0 ლარის ოდენობით. აქედან: იმპორტის გადასახადი - 23,355.0 ლარი და დღგ - 4,204.0 ლარი. ამასთან, სანქცია ჯარიმის სახით - 27,559.0 ლარი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. სულ, გადასახდელი თანხის ოდენობამ ჯამში შეადგინა - 55,118.0 ლარი.
დამატებით, 2022 წლის 12 დეკემბერს საქმის მასალები შესაბამისი რეაგირებისათვის გადაგზავნილი (№21-10/23482) იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
2023 წლის 18 იანვარს კომპანიამ საჩივრით (№8373/21) მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაკისრებული იმპორტის გადასახდელისა და სანქციის (ჯარიმის) გაუქმება.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 აპრილის №8777 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საბაჟო დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გამოკვლევა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება) მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
2023 წლის 15 მაისს გადამხდელმა გაასაჩივრა (№19687/2/2023) შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში.
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ განიხილა გადამხდელის საჩივარი და 2023 წლის 7 აგვისტოს გამოსცა გადაწყვეტილება №19687/2/2023, რომლის თანახმად კომპანიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის №8777 (24.04.2023) ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურის №8777 (24.04.2023) ბრძანების აღსრულების უზრუნველსაყოფად, საბაჟო დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა და გამოიკვლია შპს „-----------“ მიმართ საბაჟო დეპარტამენტის №----------- აქტითა (20.12.22) და №32004 (20.12.22) ბრძანებით განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება.
საქმესთან დაკავშირებულ გარემოებათა განმეორებითი შესწავლისა და გამოკვლევის პროცესში, სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის კორექტირებისთვის აუცილებელი ახალი, დამატებითი გარემოებები არ გამოვლენილა. შესაბამისად, 2024 წლის 22 აპრილს საბაჟო დეპარტამენტში მომზადდა დასკვნა № -----------, რომლის თანახმად, გადამხდელს გადასახდელად კვლავ ერიცხება იმპორტის გადასახადი - 23,355.0 ლარი, დღგ - 4,204.0 ლარი, ასევე სანქცია ჯარიმის სახით - 27,559.0 ლარი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამასთან, 2024 წლის 2 მაისს გამოიცა ბრძანება №10560, შპს „-----------“ (ს/ნ -----------) დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არშემცირების შესახებ და საგადასახადო მოთხოვნა №007-86.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
შემოსავლების სამსახური კვლავ მიუთითებს, რომ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისთვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.
პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი ადგენს გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს, რაც გულისხმობს შემცირებულ ან ნულოვან განაკვეთს საქონლისათვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის. აქედან გამომდინარე, პრეფერენციული წარმოშობის წესები უფრო მკაცრია და პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესები, პრეფერენციული წარმოშობის კრიტერიუმები განსაზღვრულია შესაბამისი სართაშორისო ხელშეკრულებებით.
დადგენილია, რომ დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, საქმესთან დაკავშირებულ გარემოებათა განმეორებითი შესწავლისა და გამოკვლევის პროცესში, სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის კორექტირებისათვის აუცილებელი ახალი, დამატებითი გარემოებები არ გამოვლენილა. შესაბამისად, კომპნიას გადასახდელად კვლავ ერიცხება იმპორტის გადასახადი - 23,355.0 ლარი, დღგ - 4,204.0 ლარი, ასევე სანქცია ჯარიმის სახით - 27,559.0 ლარი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
2024 წლის 2 მაისს გამოიცა ბრძანება №10560, შპს „-----------“ (ს/ნ -----------) დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არშემცირების შესახებ და საგადასახადო მოთხოვნა №007-86.
ის ფაქტი, რომ ოთხ სერტიფიკატში (№-----------, -----------, -----------, -----------) ----------- წარმოშობის 2202 ჯგუფის პროდუქციასთან ერთად შეწყვილებულად არის წარმოდგენილი ----------- წარმოშობის 2009 ჯგუფის საქონელიც, CT-1-ებს არასწორად გაცემული დოკუმენტის სტატუსს სძენს და შესაბამისად კარგავენ აუთენტურობას.
საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის №8777 (24.04.2023) ბრძანების აღსრულებისა და საქმესთან დაკავშირებულ გარემოებათა განმეორებითი შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგები შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამდენად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გამოკვლეულად უნდა ჩაითვალოს და აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურის მხრიდან დამატებით შეფასებას არ საჭიროებს.
სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 აპრილის №8777 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ სადავო აქტებში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპზნიამ საბაჟო დეკლარაციით უცხო ქვეყნიდან საქართველოში შემოიტანა საქონელი, რაზეც გამოყენებული იყო გაცემული წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატები (CT-1)
რომელზეც გავრცელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები იმპორტის გადასახადის ნაწილში.
დეკლარირებულია სეს კოდებით იდენტიფიცირებული საქონელი. იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით დაიბეგრა პროდუქცია, რომელიც არ იყო წარმოდგენილი წარმოშობის სერტიფიკატებში;
სერტიფიკატებში ჩამოთვლილი 2009 სასაქონლო ჯგუფის საქონლის დაუბეგრავი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით. გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება №32004 რომლის თანახმად გადამხდელს სსდ-ში დამატებით დაერიცხა ძირითადი იმპორტის გადასახდელი. ამასთან, სანქცია ჯარიმის სახით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გამოცემულ სადავო აქტებში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: საგ.302(2);304(21); საბაჟ: 36(1); 167(1);