ბრძანება N 10189
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10189
01 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------ის” (ს/ნ -----------------)
(მის.: -----------------------------------”)
2024 წლის 22 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 აპრილის სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა შპს „----------ის” (ს/ნ -----------------) №89241/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 აპრილის №035-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად გამოვლენილ დანაკლისს და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აგვისტოს №19929 და 2024 წლის 26 მარტის 6544 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------ის” (ს/ნ -----------------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 4 აპრილის №7512 ბრძანება და №035-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა ჯარიმა 6 823 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საწვავით (ბენზინი, დიზელი) ვაჭრობა, როგორც საცალოდ, ასევე საბითუმოდ. შემოწმებით დგინდება, რომ საწარმოს ობიექტები აქვს იჯარით აღებული, მ/შ -----ის რაიონი/სოფ. -------ში და ------ის რაიონი/ს. ---------ის გზატკეცილი.
შემოწმების სრულყოფილად ჩატარებისთვის მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შპს „----------ის” (ს/ნ -----------------) მიმართ მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარება, კერძოდ, სასაქონლო მატერიალური-ფასეულობების ინვენტარიზაცია.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 28 თებერვლის №4341 ,,სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გადმოგზავნილი მასალების მიხედვით გადამხდელს გამოუვლინდა დანაკლისი ბენზინის სახით 28 430 ლიტრი, საბაზრო ღირებულებით 68 232 ლარი, ხოლო დიზელში გამოვლინდა აღურიცხავი საქონელი 4 810 ლიტრი (აღრიცხული სასაქონლომატერიალური ფასეულობის- დიზელის - 2%-ზე ნაკლები).
შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, გადამხდელი დაჯარიმდა საქონლის (ბენზინის) დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10%-ით - 6 823 ლარით. ამასთან, გადამხდელს ეძლევა რეკომენდაცია დაადეკლარიროს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საქონლის დანაკლისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, 2024 წლის 28 თებერვალს შპს „----------ისთან” (ს/ნ -----------------) ჩატარებული სასაქონლომატერიალურ ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 68 232 ლარის საბაზრო ღირებულების დანაკლისი, რაზეც გადამხდელი დაჯარიმდა საქონლის (ბენზინის) დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად საქონლის დანაკლისის განსაზღვრა, ხოლო დადგენილ დანაკლისზე ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------ის” (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად გამოვლენილ დანაკლისს და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №19929 და №6544 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №7512 ბრძანება და №035-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა ჯარიმა 6 823 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების სრულყოფილად ჩატარებისთვის მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მომჩივანის მიმართ მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარება, კერძოდ, სასაქონლო მატერიალური-ფასეულობების ინვენტარიზაცია.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 28 თებერვლის №4341 ,,სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გადმოგზავნილი მასალების მიხედვით გადამხდელს გამოუვლინდა დანაკლისი .
შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, გადამხდელი დაჯარიმდა საქონლის დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10%-ით .
ამასთან, გადამხდელს ეძლევა რეკომენდაცია დაადეკლარიროს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საქონლის დანაკლისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად საქონლის დანაკლისის განსაზღვრა, ხოლო დადგენილ დანაკლისზე ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(1); 286(9);