გადაწყვეტილება №20015/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20015/2/2023
19.07.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---- --------ი (ს/ნ -----------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---- ------ის 20.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20015/2/2023).
დავის საგანი:
დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №CB1468745 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13334 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 200 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივნის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, ერთი პირის მონაცემები არ იყო შეტანილი დაქირავებულ პირთა რეესტრში.
აღნიშნულზე მომჩივანს 16.05.2023 წლის №CB1468745 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.06.2023 წლის №13334 ბრძანებით საჩივარი არ დაკმყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 ნაწილებით, 2885 მუხლით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ბრძანების 112 მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების 3719 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით და განმარტავს,რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განცხადებით, შემოწმების დროს ადგილზე არ იმყოფებოდა დირექტორი, შემმოწმებლებს ადგილზე დახვდათ დირექტორის მეუღლე, რომელიც არ იყო გარკვეული მიმდინარე პროცესების ნიუანსებში, კერძოდ: ინგა ნეფარიძეს სტატუსი შეჩერებული ქონდა ავადმყოფობის გამო (ხელი ქონდა მოტეხილი), დირექტორის თხოვნით დროებით გამოვიდა სამუშაო ადგილზე 1 საათით, რადგან დირექტორს უწევდა პირადი მიზნებისთვის სამუშაო ადგილის დატოვება. იგი არ შეიძლება ჩაითვალოს დაქირავებულ პირად იმ პერიოდისთვის, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად. აღნიშნულ პიროვნებასთან მომჩივანს არ ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და არ გაუცია ხელფასი. იგი მხოლოდ ერთი საათით ცვლიდა მოლარე ოპერატორს. რადგან დირექტორის მეუღლე ინგას იცნობდა როგორც ძველ თანამშრომელს მან არ იცოდა რომ ინგა იმ მომენტისთვის მხოლოდ დროებით ცვლიდა ოპერატორს, ამიტომ არასწორად მიაწოდა ინფორმაცია მონიტორინგის თანამშრომლებს. ამჟამად ამ პიროვნებასთან გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება ანაზღაურებით და აღნიშნული ინფორმაცია ასახულია დაქირავებულ პირთა რეესტრში. ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის მიხედვით:
1. დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების 3719 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა.
5. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 112 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
2. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.
საგადასახადო კოდექსის 2885 პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის №61302-21-12 წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივნის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რა დროსაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეული იქნა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, მომჩივნის მიერ ერთი პირი არ იყო შეტანილი დაქირავებულ პირთა რეესტრში. აღნიშნულის საფუძველზე 16.05.2023 შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1468745 და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით ,,დაქირავებულ პირთა რეესტრში“ --- ----ძე დამატებულია 16.05.2023 წელს აქტიურის სტატუსით.
მომჩივნის განმარტებით, ინგა ნეფარიძეს სტატუსი შეჩერებული ქონდა ავადმყოფობის გამო (ხელი ქონდა მოტეხილი), დირექტორის თხოვნით დროებით გამოვიდა სამუშაო ადგილზე 1 საათით, რადგან დირექტორს უწევდა პირადი მიზნებისთვის სამუშაო ადგილის დატოვება. იგი არ შეიძლება ჩაითვალოს დაქირავებულ პირად იმ პერიოდისთვის, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად. აღნიშნულ პიროვნებასთან მომჩივანს არ ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და არ გაუცია ხელფასი. იგი მხოლოდ ერთი საათით ცვლიდა მოლარე ოპერატორს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს არ ქონდა დაქირავებულ პირთა რეესტრში შეტანილი ერთი თანამშრომლის მონაცემები, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №CB1468745 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, ერთი პირის მონაცემები არ იყო შეტანილი დაქირავებულ პირთა რეესტრში.აღნიშნულზე მომჩივანს №CB1468745 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა .
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №13334 ბრძანებით საჩივარი არ დაკმყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან მომჩივანს არ ქონდა დაქირავებულ პირთა რეესტრში შეტანილი ერთი თანამშრომლის მონაცემები, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №CB1468745 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 12(1„ა“,2,3); 491; 269(1); 270(1,2, 7 ); 273; 281; 286(1,11); 2885 ; 291; 302(6);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების 3719 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 112 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები;