გადაწყვეტილება №19954/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 27.07.2023
№ დოკუმენტი 19954/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19954/2/2023

27.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №19954/2/2023

მომჩივანი: შპს --------- - ------------ (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- - ------------ -ის 13.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19954/2/2023).

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.09.2021 წლის №28894 ბრძანების აღსრულების შედეგები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2021 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2021 წლის №37442 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 3.12.2021 წლის №081-334 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №4954 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 269 526 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 146 198

დღგ - 51 394

საშემოსავლო გადასახადი - 90 844

ქონების გადასახადი - 3 960

ჯარიმა - 72 753

საურავი - 50 575

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო ტექნიკით და მოწყობილობებით მომსახურების გაწევა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდის კამერალურ სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ: კომპანიას საანგარიშო პერიოდში ჩათვლილი აქვს ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის ავანსის ანგარიშ-ფაქტურა შპს „----------სგან“ ექსკავატორის შეძენასთან დაკავშირებით. 1.10.2020 წლის ხელშეკრულებით ტექნიკა მყიდველს უნდა ჩაბარებოდა 90 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ექვემდებარებოდა გაუქმებას და ავანსის თანხა უკან დაბრუნებას. შპს „-----ა“ გადამხდელად დარეგისტრირებულია 12.02.2019 წელს, საქმიანობა არ უფიქსირდება და გაწერილი აქვს მხოლოდ ზემოაღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილია, მაგრამ ბიუჯეტში თანხის გადახდა არ განხორციელებულა. ასევე არ განხორციელებულა აღნიშნული ტექნიკის იმპორტი ან თანხის გადახდა/დაბრუნება.

ამასთან, მომჩივანს შპს „---ის“ და შპს „------“-სგან მიღებული აქვს ტექნიკის რემონტის და მიწის გატანის ანგარიშ-ფაქტურები 2018 წლის მაისის და 2019 წლის ნოემბრის თვეებში. აღნიშნულ კომპანიებს უფიქსირდებათ ბიუჯეტის მიმართ დავალიანება. ამასთან, მათ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო საქმიანობების წარმოება და მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევა სხვა შემთხვევაში არ ფიქსირდება.

შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების განხორციელება და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება საწარმოების ელექტრონული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად. საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2021 წლის №18517 ბრძანება და ამავე თარიღის №081-178 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 9.07.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და შემოსავლების სამსახურის 15.09.2021 წლის №28894 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 12.11.2021 წლის №14789/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.09.2021 წლის №28894 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2021 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში საწარმოს მიერ არ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2021 წლის №37442 ბრძანება და 3.12.2021 წლის №081-334 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 6.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №4954 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 10.06.2022 წლის №16246/2/2022 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი კვლავ მომართავს საბჭოს აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2021 წლის დასკვნაზე, 2.12.2021 წლის №37442 ბრძანებაზე და 3.12.2021 წლის №081-334 საგადასახადო მოთხოვნაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით სადავოა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2021 წლის დასკვნა, 2.12.2021 წლის №37442 ბრძანება და 3.12.2021 წლის №081-334 საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელთან აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების გასაჩივრების შედეგად მიღებულია შემოსავლების სამსახურის 15.09.2021 წლის №28894 ბრძანება, რომლის აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2021 წლის დასკვნა, 2.12.2021 წლის №37442 ბრძანება და 3.12.2021 წლის №081-334 საგადასახადო მოთხოვნა და რომლებიც 6.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №4954 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 10.06.2022 წლის №16246/2/2022 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის (შპს --------- - ------------ -ის) მიმართ იმავე დავის საგანზე (აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2021 წლის დასკვნაზე, 2.12.2021 წლის №37442 ბრძანებაზე, 3.12.2021 წლის №081-334 საგადასახადო მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №4954 ბრძანებაზე), იმავე ორგანოს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს) მიერ მიღებული, 10.06.2022 წლის №16246/2/2022, გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 15.09.2021 წლის №28894 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო ტექნიკით და მოწყობილობებით მომსახურების გაწევა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №18517 ბრძანება და ამავე თარიღის №081-178 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და შემოსავლების სამსახურის №28894 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის №28894 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის მიხედვით შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში საწარმოს მიერ არ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №37442 ბრძანება და №081-334 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №4954 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს №16246/2/2022 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი კვლავ მომართავს საბჭოს აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე, №37442 ბრძანებაზე და №081-334 საგადასახადო მოთხოვნაზე.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე (აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე, №37442 ბრძანებაზე, №081-334 საგადასახადო მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის №4954 ბრძანებაზე), იმავე ორგანოს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს) მიერ მიღებული, №16246/2/2022, გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ზ“);