ბრძანება N 6595
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6595
26 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(იურ. მის: ---) 2024 წლის 14 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „----“-ის (ს/ნ ---) N88461/1/2024 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 15 თებერვლის №CB1588477 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №31).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ამბობს, რომ მონიტორინგის დეპარტამენტის გადამოწმების შემდეგ საქონლის დათვლის შედეგი ზუსტი აღმოჩნდა, ზედნადებში კი მისამართი ---ის ნაცვლად მითითებული იყო ----. იქიდან გამომდინარე რომ მძღოლი არის ეროვნებით აზერბაიჯანელი და არ იცის ქართულად წერა-კითხვა, ხელი ისე მოაწერა ოქმს, რომ არ იცოდა რაზე აწერდა რეალურად. გადამხდელი ითხოვს სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
2024 წლის 15 თებერვალს 10:41 საათზე ქალაქ -----ში მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ---, რომლითაც--- (პ/ნ ---) ახდენდა შპს ,,---”-ის (ს/ნ ---) სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (650 ლარის ღირებულების საქონლის: წყლის ტუმბო) მიწოდებას ელ. სასაქონლო ზედნადებით N---- შპს „----თვის“ (ს/ნ ----).
გადამხდელთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ მიწოდების მისამართში ნაცვლად ---სა მითითებული იყო ---. სსკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების დარღვევისთვის შპს ,,---”-ის (ს/ნ ---) მიმართ შედგა NCB1588477 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და პირს 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის 26 მარტი 2024 N 6595 ნაცვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადამხდელი ითხოვს სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სსკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების დარღვევისთვის გადამხდელის მიმართ შედგა NCB1588477 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და პირს 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 270(7).