ბრძანება N 3666

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.02.2023
№ დოკუმენტი 3666
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3666

27.02.2023

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: --------------------)

2022 წლის 8 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) №74525/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 აგვისტოს №021-83 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება სალაროს ნაღდი ფულის უძრავი ნაშთის გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებს. უთითებს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას დებიტორული დავალიანება არ იქნა გათვალისწინებული. აცხადებს, რომ თუ შპს „----“ ადასტურებს რომ კრედიტორული დავალიანება გადახდილია, შესაბამისად მათ უნდა წარადგინონ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულ საკითხზე შემოწმების პროცესში მომჩივნის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი შედარების აქტი, რომლის თანახმად შპს „-----ს“ გააჩნია დავალიანება მომჩივნის მიმართ 722 647 ლარი, რაც შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული და დაემატა სალაროს ნაშთს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს შედარების აქტის გათვალისწინებას და თანხების დებიტორულ დავალიანებაში ჩათვლას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17586 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,,1. შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტულ მისამართზე გადაზიდული ცემენტი განიხილოს უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17586 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 4 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხებიდან შემცირებას დაექვემდებარა სულ 49 608 ლარი, მათ შორის, გადასახადი 26 414 ლარი, ჯარიმა 23 194 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 10 აგვისტოს №021-83 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

· შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, კონკრეტულ მისამართებზე შეძენილი ცემენტის გადაზიდვა, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებაც არ ფიქსირდებოდა, გადაანგარიშებით გადაკვალიფიცირდა უსასყიდლო მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა 49 606 ლარი.

· შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდა სალაროს ნაღდი ფულის უძრავი ნაშთის გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის დამატებით შესწავლა. აღსანიშნავია, რომ გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს შენობების სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება, გადამხდელი წარმოადგენდა შპს „-------“ (ს/ნ ------) ქვეკონტრაქტორს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში. ასევე, შპს „-----------“ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული სამუშაოები შპს „-------“ ჩაბარებული აქვს დამკვეთისთვის და მიღებული აქვს შემოსავალი. შემოწმების მასალებით ასევე ფიქსირდება რომ შპს „-------“ დავალიანება მომჩივნის მიმართ შეადგენს 0 ლარს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე, ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ვერ მოხდა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული 722 647 ლარის დებიტორული დავალიანების გათვალისწინება, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ხელახლა იქნა შესწავლილი სადავო საკითხი, რასთან დაკავშირებითაც დადგენილია, რომ შპს „-------“ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით აღნიშნული დავალიანება განხილულია მომჩივნის გადახდილად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენლი ინფორმაციით დგინდება, რომ ოპერაციები განხორციელებულია 2018 წლის იანვრის თვიდან რა დროსაც შპს „-----“ და მომჩივანს ჰყავდა ერთიდაიგივე დამფუძნებელი ---------, ხოლო 2018 წლის თებერვლიდან კომპანიის წილი გასხვისებული იქნა----ზე. ამასთან, გადამხდელი წარმოადგენდა შპს „--------ის“ ქვეკონტრაქტორს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში და შპს „-----ში“ განხორციელებული შემოწმების მიხედვით, აღნიშნული სამუშაოები შპს „-------ს“ ჩაბარებული აქვს დამკვეთისთვის და მიღებული აქვს შემოსავალი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების ეტაპზე არ გამოვლინდა იმგვარი გარემოებები, რომლებიც შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2022 წლის 6 ივლისის №17586 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაღდი ფულის უძრავი ნაშთის გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებს. უთითებს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას დებიტორული დავალიანება არ იქნა გათვალისწინებული, რაც შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული და დაემატა სალაროს ნაშთს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს შედარების აქტის გათვალისწინებას და თანხების დებიტორულ დავალიანებაში ჩათვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 6.07.2022 წლის №17586 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, თუმცა სადავოდ წარმოდგენილ საკითხის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302; 304