ბრძანება N 32975
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32975
26 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ს (ს/ნ ----------)
(მის: ----------)
(იურ. მის: ----------)
2023 წლის 11 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N133) განიხილა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) N85965/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ნოემბრის NCB1550513 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 18 ოქტომბერს, შპს ,,----------“-ს კუთვნილი ტერიტორიიდან, რომელიც მდებარეობს ---------- მუნიციპალიტეტის ---------- დაიტვირთა ავტ. ----------, რომელზედაც განთავსებული იყო 25.298მ3 ფიცარიძელაკი. მოქმედი რეგულაციების მიხედვით სახერხ-საამქროს და შესაბამისად შპს ,,----------“ ვალდებულება ჰქონდა აღნიშნულ ხე-ტყის პროდუქციაზე გაეწერა შესაბამისი დოკუმენტაცია, სახერხ-საამქროს ცნობა და ხე-ტყის სასაქონლო ზედანდებები, რაც გააკეთეს კიდეც. ტრანსპორტირების ეტაპზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შემოწმების შედეგად დაადგინეს, რომ გამოწერილი იყო N---------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები 25,298მ3 ფიცარზე, თუმცა 1,37მ3 ფიცრის გარდა ცნობის ნომრების მიხედვით მასალა სრულად იყო გამოყენებული. მომჩივანი აცხადებს, რომ მათ მოახდინეს აღნიშნული ცნობების გადამოწმება და გაირკვა, რომ მათ გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. 2023 წლის ნაშთების აღრიცხვის პერიოდში აღნიშნულ ზედნადებში ასახული ცნობის ნომრები და მოცულობები ბალანსზე აიყვანა კომპანიამ როგორც რეალური ნაშთი ---------- ტერიტორიაზე განთავსებული. საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და ჩამორთმეული ხე-ტყის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის მასალებით ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის ---------- წერილით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ეცნობა, რომ ---------- (პ/ნ ----------) „----------“-ს მარკის ავტომანქანით, სატრანზიტო ნომრით ----------, ახორციელებდა დაახლოებით 25.27მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალის ტრანსპორტირებას, რაზეც შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) გამოწერილი ჰქონდა N---------- ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადები. საკითხის შესწავლით გაირკვა, რომ ზემოაღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული ცნობები, 1.37მ3 ფიცრის გარდა, უკვე სრულად იყო გამოყენებული სხვა სასაქონლო ზედნადებებში. კერძოდ: N---------- ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადების მე-8 სვეტში გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულია N----------, N----------, N----------, N----------, N---------- და N---------- ცნობის ნომრები. აღნიშნული ცნობის ნომრებიდან: 1) N----------, N---------- და N---------- ცნობის ნომრები ფიქსირდება 2022 წლის 03 ივლისს გამოწერილ N---------- ხეტყის ელ. სასაქონლო ზედნადებში, სადაც ტრანსპორტირების დაწყების მისამართად მითითებულია ----------, ხოლო დასრულების მისამართად ----------, ხოლო ცნობებში დაფიქსირებული საქონლის (ხის მასალა) რაოდენობა გადამხდელის მიერ სრულად არის გამოყენებული. აღნიშნული მიმართულებით ზედნადებში მითითებული ავტომანქანის (სახ. N ----------) მოძრაობა და დანიშნულების ადგილზე ჩასვლა, ასევე ფიქსირდება 14 დეკემბრის შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ შსს კამერებიდან მიღებული მონაცემებით (ავტომანქანაზე აღნიშნულ პერიოდში სხვა ელ. სასაქონლო ზედნადები გააქტიურებული არ ყოფილა). გადამხდელის მიერ N---------- ხე-ტყის ელ.სასაქონლო ზედნადები 2022 წლის 04 ივლისს 11:17 საათზე იქნა გაუქმებული (დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ). 2) N---------- ცნობის ნომერი ფიქსირდება 2022 წლის 10 მაისს გამოწერილ N---------- ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადებში, სადაც ტრანსპორტირების დაწყების მისამართად მითითებულია ----------, ხოლო დასრულების მისამართად ----------. აღნიშნულ ცნობაში დაფიქსირებული საქონლის (ხის მასალა) რაოდენობა გადამხდელის მიერ სრულად არის გამოყენებული (გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ შემთხვევაში ზედნადები არ გაუუქმებია). 3) N---------- ცნობის ნომერი ფიქსირდება 2022 წლის 18 აგვისტოს გამოწერილ N---------- ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადებში, სადაც ტრანსპორტირების დაწყების მისამართად მითითებულია ამბროლაური, ----------, დასრულების მისამართად ----------, ხოლო ცნობებში დაფიქსირებული საქონლის რაოდენობა (ხის მასალა) გადამხდელის მიერ სრულად არის გამოყენებული. აღნიშნული მიმართულებით ზედნადებში მითითებული ავტომანქანის (სახ. ნომ. ----------) მოძრაობა და დანიშნულების ადგილზე ჩასვლა, ასევე ფიქსირდება შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ შსს კამერებიდან მიღებული მონაცემებით (ავტომანქანაზე აღნიშნულ პერიოდში სხვა ელ. სასაქონლო ზედნადები გააქტიურებული არ ყოფილა). გადამხდელის მიერ N---------- ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადები 2022 წლის 19 აგვისტოს 14:41 საათზე იქნა გაუქმებული (დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ).
წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის სახეობის, ღირებულებისა და რაოდენობის დასადგენად 2023 წლის 25 ოქტომბრის N---------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ფიცარი-ძელაკი) საერთო მოცულობა შეადგენს 23.13მ3 , საორიენტაციო საბაზრო ღირებულებით 18041.4 ლარს დღგ-ის ჩათვლით. ამასთან, N---------- ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადებში გადასახადის გადამხდელს საქონლის დასახელებაში სრულად აქვს მითითებული ,,ფიცარი“, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ავტომანქანაზე განთავსებული იყო როგორც ფიცარი, ასევე ძელაკი (ექსპერტიზის დასკვნაში სახეობების მიხედვით საქონლის მოცულობა, დეტალურად არ არის გაშიფრული).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 13 ნოემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა NCB1550513 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 3² ნაწილის შესაბამისად, შეეფარდა სანქცია 10000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
“გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:
ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;
ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;
ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;
გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად,11. სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
12. სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
32. ამ მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე) მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და ჩამორთმეული ხე-ტყის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის მასალებით ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის წერილით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ეცნობა, რომ ფიზიკური პირი ახორციელებდა დაახლოებით 25.27მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალის ტრანსპორტირებას, რაზეც მომჩივანს გამოწერილი ჰქონდა ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადები. საკითხის შესწავლით გაირკვა, რომ სასაქონლო ზედნადებში მითითებული ცნობები, 1.37მ3 ფიცრის გარდა, უკვე სრულად იყო გამოყენებული სხვა სასაქონლო ზედნადებებში. წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის სახეობის, ღირებულებისა და რაოდენობის დასადგენად 2023 წლის 25 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ფიცარი-ძელაკი) საერთო მოცულობა შეადგენს 23.13მ3 , საორიენტაციო საბაზრო ღირებულებით 18041.4 ლარს დღგ-ის ჩათვლით. ამასთან, ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადებში გადასახადის გადამხდელს საქონლის დასახელებაში სრულად აქვს მითითებული ,,ფიცარი“, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ავტომანქანაზე განთავსებული იყო როგორც ფიცარი, ასევე ძელაკი (ექსპერტიზის დასკვნაში სახეობების მიხედვით საქონლის მოცულობა, დეტალურად არ არის გაშიფრული).
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(32).