ბრძანება N 3238
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3238
21.02.2023
ი/მ ----------------ის (ს/ნ--------------------)
(მის: ------------------------------------------)
(------------------------------------------------)
2023 წლის 26 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის (ოქმი №10) სხდომაზე განიხილა ი/მ --------------ის (ს/ნ ---------------) №78537/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის №077-4829 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ სადავო შეტყობინების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 239-ე მუხლის საფუძველზე მის ქონებაზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. შეტყობინებაში მითითებული მუხლების შესაბამისად მას ვალდებულებები არ უფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გირავნობა/იპოთეკის შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა 2022 წლის 29 დეკემბერს ------ რაიონულ სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა ---------------ის (პ/ნ --------------),--------------ის (პ/ნ ------------------), შპს „---------- --------“-ის (ს/ნ --------------) და ----------------ის (პ/ნ ----------------------) შპს „-----------------“-ს (ს/ნ ------------) ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 239-ე მუხლის საფუძველზე 2022 წლის 29 დეკემბერს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №077-4829 შეტყობინება ი/მ--------------ის (ს/ნ ------------------) ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის 2 განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.
დადგენილია, რომ შპს „------ ------- -----“-ს (ს/ნ ------------------) ცრუმაგიერ პირად ი/მ ------- ---------ის (ს/ნ ---------------) მიჩნევის თაობაზე ბრძანების გამოცემის მოთხოვნით ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 29 დეკემბერს ხაშურის რაიონულ სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა. დადგენილია ასევე, რომ „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ სადავო შეტყობინების გამოცემის თარიღისათვის შპს "-- ------- -----“-ს (ს/ნ ------------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ სადავო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ----------------------ის (ს/ნ ----------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო 3 სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.