ბრძანება N 18609
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18609
31 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--- ----- ------ას“ (ს/ნ ------------)
(მის.: --------------------------------------)
2022 წლის 8 აგვისტოს, 2023 წლის 21 მარტის და 28 ივლისის
საჩივრების დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „--- ----- ------ას“ (ს/ნ ------------) №143297/21-11, №49107/21 და №82657/1/2023 (დაზუსტებული) საჩივრები მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 14 თებერვლის №21-11/12260 გადაწყვეტილების თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის, 26 აპრილის და 28 ივლისის სხდომებზე (ოქმი №33, №44 და №79).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 13 თებერვალს განცხადებით (განცხადების №25502/21) მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს, რაზედაც მივიღე პასუხი №21-11/12260, რომელსაც არ ეთანხმება, შემდეგი გარემოებების გამო: 29/10/2018 წელს მოიპოვა სასარგებლო წიაღისეული ქვიშა-ხრეშის ლიცენზია №------ №--------, ათვისების პერიოდი 29/10/2018-30/10/2021 წელი, სრულად ასათვისებელი სასარგებლო წიაღისეული შეადგენს 33 530 მ³-ს,სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა: 2018 წ.- 400 მ³, 2019 წ.-10 000 მ³, 2020 წ.-10 000 მ³, 2021 წ. - 13 130 მ³ .
2021 წლის II სავადო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების დეკლარაციაში. გეგმიური სასარგებლო წიაღისეულის მოცულობაა 5252 მ³, ამ პერიოდსთვის ფაქტიურად მოპოვებულია 13 მ³ ქვიშა-ხრეში, დეკლარაციის ფორმა არ აძლევს უფლებას მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული 5239 მ³, რადგან ლიცენზიის მოპოვებიდან 29/10/2018-წლიდან 30/10/2021 წლამდე მოპოვებულია ფაქტიურად 33 530 მ³ ქვიშა-ხრეში.
18/10/2019 წელს მოიპოვა სასარგებლო წიაღისეული ქვიშა-ხრეშის ლიცენზია №------, ათვისების პერიოდი 18/10/2019-19/10/2021 წელი, სრულად ასათვისებელი სასარგებლო წიაღისეული შეადგენს 21 120 მ³-ს,სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა: 2019 წ.-120 მ³, 2020 წ.-10 000 მ³, 2021 წ. -11 000 მ³.
ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშების ახალი დეკლარაციით 18/10/2020 წლიდან 31/12/2020 წლის ჩათვლით მოპოვებულია 10 900 მ³ ქვიშა-ხრეში, რადგან ძველი დეკლარაციის პერიოდი ითვალისწინებს 18/10/2020-17/04/2021 წელს ამ პერიოდში მოპოვებული 11 081 მ³ ქვიშა ხრეში, საიდანაც 181 მ³ ქვიშ-ხრეში ფაქტიურად მოპოვებულია 2021 წელს, რომელიც ასახულია 2021 წლის ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ახალ I სავადო დეკლარაციაში. ამავე დეკლარაციაში პროგრამამ დაარიცხა 6 600 მ³ ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე გადასახდელი გადასახადი, სადაც 6419 მ³ ფაქტიურად მოპოვებული და გადახდილი აქვს, დეკლარაციის ფორმა არ აძლევს უფლებას მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული ჩაითვალოს.
2021 წლის ბუნებრივი რესურსების გაანგარიშების ახალ II სავადო დეკლარაციაში დაერიცხა 4 400 მ³ ქვიშა-ხრეშის მოპოვება, სადაც მხოლოდ 100 მ³ ქვიშა- ხრეში აქვს მოპოვებული, დანარჩენი 4 300 მ³ ქვიშა-ხრეში ფაქტიურად მოპოვებულია წინა პერიოდში, დეკლარაცია არ იძლევა უფლებას ჩაითვალოს უკვე მოპოვებული და დეკლარირებული სასარგებლო წიაღისეული.
ლიცენზია №------- სადაც გეგმიურად მოსაპოვებელია 21 120 მ³ ქვიშა-ხრეში, დეკლარაცია არიცხავს ზედმეტად მოპოვებულ 10 719 მ³ ქვიშა-ხრეშს, რომელიც არ აქვს მოპოვებული და არც მოპოვების უფლება აქვს.
22/02/2021 წელს მოიპოვა ლიცენზია №--------- ათვისების პერიოდი 22/02/2021-23/02/2022 წელი, სრულად ასათვისებელი სასარგებლო წიაღისეული შეადგენს 7 300 მ³ ქვიშა-ხრეშს. სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა: 2021 წ.-7 000 მ³, 2022 წ.-300 მ³;
2021 წლის ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ახალ II სავადო დეკლარაციაში ერიცხება 3 818 მ³ ქვიშა-ხრეშის მოპოვება, როცა რეალურად ლიცენზიით დარჩენილი ასათვისებელი ქვიშა-ხრეშის ნაშთია 2725 მ³ . ფაქტიურად მოპოვებული მაქვს 2425 მ³ ქვიშა-ხრეში.
2021 წლის I და II სავადო დეკლარაციაში დარიცხული მოპოვებელი ქვიშა-ხრეშის რაოდენობაა 8393 მ³ , რაც ლიცენზიით მოსაპოვებელზე მეტია 1393 მ³ -ით.
გადამხდელი ითხოვს, დეკლარაციების დაზუსტების მიზნით მოიხსნას შეზღუდვა 2021 წლის I ნახევრის დეკლარაციაში №------ ლიცენზიის ნაწილში, ხოლო 2021 წლის II ნახევრის დეკლარაციაში №------ -№-------, №------- და №----- ლიცენზიების ნაწილში.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „--- ----- ------ზე“ (ს/ნ ------------) გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები ქვიშახრეშის მოპოვებაზე:
1. №-----------. მოქმედების ვადა 29.10.2018-29.10.2021წ. ჯამური მოპოვება 33530მ3 ; №-----------. ლიცენზია №-----------. ლიცენზიის დუბლიკატია:
2. №-----------. მოქმედების ვადა 18.10.2019-18.10.2021 წწ. ჯამური მოპოვება 21120 მ 3 ;
3. №-----------. მოქმედების ვადა 22.02.2021-22.02.2022 წწ. ჯამური მოპოვება 7300 მ 3 ;
4. №-----------.. მოქმედების ვადა 23.07.2021-23.07.2023 წწ. ჯამური მოპოვება 16830 მ 3 .
შპს „--- ----- ------ას“ (ს/ნ ------------) მიერ წარმოდგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებებით აღნიშნული ლიცენზიების ფარგლებში დარიცხული მოსაკრებლის ოდენობა 2020 წლის ჩათვლით შეადგენს:
1. ლიცენზია №----------- - 9341.00 მ 3 , ლიცენზია №----------- 24176 მ 3 (23998+178). ჯამურად სულ 33517 მ 3 .
2. ლიცენზია №----------- – 20839 მ 3 (3071+ 6868+ 10900)
შპს „--- ----- ------ას“ (ს/ნ ------------) მიერ 2021 წლამდე დარიცხული რესურსის ოდენობა 6 თვიანი პერიოდების მიხედვით შეადგენს შემდეგს:
----------------------------------
შპს „--- ----- ------ას“ (ს/ნ ------------) მიერ 2021 წლის შემდეგ დარიცხული რესურსის ოდენობა შეადგენს:----------------------------------
№----------- ლიცენზიაზე 2021 წლის ათვისების გეგმა შეადგენს 13130 მ 3 , ამასთან I ნახევარში დასარიცხი-7878 მ 3 , II ნახევარში -5252მ 3 . 2021 წლის I ნახევრის მოსაკრებლის გაანგარიშებაში №----------- ლიცენზიაზე მოსაკრებელი დარიცხული არ არის, II ნახევრის გაანგარიშებაში ნაჩვენებია 5252 მ 3 , რისი გათვალისწინებით №----------- ლიცენზიაზე ჯამში დარიცხულია 38769 მ 3 , რაც 5239 მ 3 -ით (38769-33530) აჭარბებს №----------- და №----------- ლიცენზიის ფარგლებში დამტკიცებულ ჯამურ მოპოვებას (33530 მ 3 ).
№----------- ლიცენზიაზე 2021 წლის ათვისების გეგმა შეადგენს 11 000 მ 3 , ამასთან I ნახევარში დასარიცხი-6600 მ 3 , II ნახევარში-4400 მ 3 , რაც ნაჩვენებია 2021 წლის I და II ნახევრის გაანგარიშებებში. აღნიშნულის გათვალისწინებით №----------- ლიცენზიაზე ჯამში დარიცხულია 31839 (20839+11000) მ 3 , რაც 10719 მ 3 -ით (31839-21120) აჭარბებს №----------- ლიცენზიის ფარგლებში დამტკიცებულ ჯამურ მოპოვებას (21120 მ 3 ).
№----------- ლიცენზიაზე 2021 წლის ათვისების გეგმა შეადგენს 7000მ3 , ამასთან I ნახევარში დასარიცხი-3182მ3 , II ნახევარში-3818მ3 . გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებებში ნაჩვენებია: 2021 წლის I ნახევარი 4575 მ 3 და 2021 წლის II ნახევარი 3818 მ 3 . გადამხდელის განცხადებით 2021წლის პირველ ნახევარში ფაქტობრივად მოპოვებულია 4575 მ 3. მეორე ნახევარში ფაქტობრივად მოპოვებულია 2425 მ 3. ჯამში, 2021წელს ფაქტობრივად მოპოვებული ტოლია ათვისების გეგმის 7000მ3 .
№----------- ლიცენზიაზე 2022 წლის ათვისების გეგმა შეადგენს 300მ3, რაც დასარიცხია 2022 წლის I ნახევარში. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებაში ნაჩვენებია 3500მ3. ამასთან, საჩივარში არ იკვეთება, რამდენს შეადგენს 2022 წელს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსი.
№----------- ლიცენზიაზე ჯამში დარიცხულია 11893 მ3, რაც 4593 მ3-ით (11893-7300) აჭარბებს №----------- ლიცენზიის ფარგლებში დამტკიცებულ ჯამურ მოპოვებას (7300 მ3).
№----------- ლიცენზიაზე 2021 წლის ათვისების გეგმა შეადგენს 2800მ3, 2022 წლის ათვისების გეგმა შეადგენს 8400მ3 (4200-4200 თითოეულ ნახევარში), რაც ნაჩვენებია გადამხდელის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებებში.
მომსახურების დეპარტამენტში 2023 წლის 13 თებერვალს შესულია შპს „--- ----- ------ას“ №25502/21 განცხადება, რომლითაც ითხოვდა 2021 წლის I და II ნახევრის, 2022 წლის I ნახევრის გაანგარიშებებში შეზღუდვის მოხსნას, რათა მისცემოდა საშუალება, შეეტანა ათვისების გეგმის ½ ნაწილზე ნაკლები ოდენობის რესურსი. აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და აღნიშნულის შესახებ გადამხდელს ეცნობა 2023 წლის 14 თებერვლის №21-11/12260 წერილით, რომელიც ჩაბარდა 2023 წლის 14 მარტს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, შპს „--- ----- -----ას“ (ს/ნ ------------) მიერ 2023 წლის 19 აპრილს წარმოდგენილ იქნა 2022 წლის I ნახევრის დაზუსტებული გაანგარიშება, რომელშიც №----------- ლიცენზიაზე გადამხდელმა დაადეკლარირა 300 მ 3 (ათვისების გეგმის მიხედვით).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების“ შესახებ საქართველოს კანონის მე6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 106-ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენა და მოსაკრებლის გადახდა ხდება სასარგებლო წიაღისეულით (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგით) სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ (იმ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიაზე, რომლითაც პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა) – 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო წლის მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. თუ ლიცენზია მოპოვებულია საანგარიშო წლის პირველ ნახევარში, მის მიმართ პირველი საანგარიშო პერიოდია ლიცენზიის მიღებიდან 30 ივნისის ჩათვლით დროის მონაკვეთი, საანგარიშო წლის მეორე ნახევარში მოპოვებული ლიცენზიების მიმართ პირველი საანგარიშო პერიოდია ლიცენზიის მიღებიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთი. ორივე შემთხვევაში ყოველი შემდგომი საანგარიშო პერიოდია მომდევნო ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდი, უკანასკნელი საანგარიშო პერიოდია ის ექვსთვიანი სანგარიშო პერიოდი, რომელშიც დასრულდა ლიცენზიის მოქმედების ვადა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 107-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გაანგარიშების მე-4 სვეტში აისახება გარემოდან ამოღებული (მოპოვებული/მოსაპოვებელი) ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ: იმ სასარგებლო წიაღისეულზე, რომლის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგისა) – 6 თვის განმავლობაში ლიცენზიის შესაბამისად დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიური ასათვისებელი მოცულობა, თანაბარ ნაწილებად, წლიური გეგმის ½- ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება წლიური გეგმის ½-ს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია მოიცავს არასრულ წელს (დაიწყო, დასრულდა, გასხვისდა წლის შიგნით), გეგმური მოცულობა განისაზღვრება თვის ლიმიტის მიხედვით, ხოლო თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება თვიურ ლიმიტს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს საჩივრის ფარგლებში მოთხოვნილ საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებების კორექტირება (2021 წლის I ნახევრის დეკლარაციაში №----------- ლიცენზიის ნაწილში, ხოლო 2021 წლის II ნახევრის დეკლარაციაში №----------- -№-----------, №----------- და №----------- ლიცენზიების ნაწილში), ხოლო შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნულის ტექნიკური უზრუნველყოფა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--- ----- ------ას“ (ს/ნ ------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. მომჩივანს მიეცეს შესაძლებლობა, განახორციელოს საჩივრის ფარგლებში მოთხოვნილ საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებების კორექტირება (2021 წლის I ნახევრის დეკლარაციაში №----------- ლიცენზიის ნაწილში, ხოლო 2021 წლის II ნახევრის დეკლარაციაში №----------- - №-----------, №----------- და №----------- ლიცენზიების ნაწილში);
3. დაევალოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების ტექნიკური უზრუნველყოფა;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 13 თებერვალს განცხადებით (განცხადების №25502/21) მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს, რაზედაც მივიღე პასუხი №21-11/12260, რომელსაც არ ეთანხმება.გადამხდელი ითხოვს, დეკლარაციების დაზუსტების მიზნით მოიხსნას შეზღუდვა 2021 წლის I ნახევრის დეკლარაციაში და 2021 წლის II ნახევრის დეკლარაციაში რადგან შეძლოს საჩივრის ფარგლებში მოთხოვნილ საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებების კორექტირება .
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტში 2023 წლის 13 თებერვალს შესულია მომჩივანის №25502/21 განცხადება, რომლითაც ითხოვდა 2021 წლის I და II ნახევრის, 2022 წლის I ნახევრის გაანგარიშებებში შეზღუდვის მოხსნას, რათა მისცემოდა საშუალება, შეეტანა ათვისების გეგმის ½ ნაწილზე ნაკლები ოდენობის რესურსი. აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და აღნიშნულის შესახებ გადამხდელს ეცნობა 2023 წლის 14 თებერვლის №21-11/12260 წერილით, რომელიც ჩაბარდა 2023 წლის 14 მარტს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს საჩივრის ფარგლებში მოთხოვნილ საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებების კორექტირება, ხოლო შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნულის ტექნიკური უზრუნველყოფა.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი;
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 106-ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი;107-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტი;