ბრძანება N 3499
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3499
20 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2024 წლის 22 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №86966/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება 2023 წლის 19 დეკემბრის №13935409 შეტყობინებას და 2023 წლის 19 დეკემბრის №C117586/11117 საქონლის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემის (სეს ესნ) სისწორეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ პროდუქცია ნაზალურ ხსნარზე ----------, ---------- ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად საბაჟო დეპარტამენტმა №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განახორციელა სასაქონლო კოდის ცვლილება და საქონელი იმპორტისას დაიბეგრა დღგ-ით.
მომჩივანი მიუთითებს, რომ 2013 წელს შემოიტანა საქონელი (----------, ----------, ----------), რომელიც დეკლარირებული იყო 3004901900 სასაქონლო კოდით და რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად არის გათავისუფლებული დაბეგვრისგან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, აღნიშნული პრეპარატები გათავისუფლებულია იმპორტისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან. საბაჟო დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა აღნიშნული და საქონელს ესე ესნ კოდად მიეთითა 33079000000. მომჩივნის მოსაზრებით, სწორი სეს ესნ კოდი არის 3004901900 და არა 33079000000.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს №---------- შეტყობინების ბათილად ცნობას, №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანას და საქონლის სეს ესნ კოდად 3004901900-ის განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს, შპს „----------“ (ს/ნ ----------) შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი განცხადებით (ID: ----------) მიმართა ელექტრონულ გაფორმების ეკონომიკურ ზონა „eGez“-ს და ითხოვა ---------- რესპუბლიკიდან შემოსატანი საქონლის (7 700 ერთეული, 48 160.49 ლარის საბაჟო ღირებულების, ჰიპერტონული ზღვის წყლის ხსნარი ცხვირის ღრუს გასაწმენდად, ----------, ---------- და ----------) თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირება.
აღნიშნული საქონელი წარმოადგენს ჰიპერტონულ ზღვის წყალს, რომელიც ბუნებრივად მდიდარია მინერალური მარილებით და მიკროელემენტებით, დამზადებულია ოკეანის დისტილირებული (გაფილტრული) ზღვის წყლით, დაფასოებულია სპრეის და წვეთების სახით.
შესაბამისად, 2023 წლის 19 დეკემბრის №---------- მითითებული საქონლის დეკლარირება განხორციელდა სეს ესნ-ის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში და დეკლარირებულ საქონელს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ) 8 668.89 ლარის ოდენობით. აღნიშნული საბაჟო დეკლარაციის შეფასება და საქონლის გაშვება განხორციელდა იმავე წლის 22 დეკემბერს (შეფასების ნომერი №----------).
სადავო საქონლის იდენტური დასახელებისა და არტიკულის საქონელზე (----------, ---------- და ----------), შპს „----------“ (ს/ნ ----------) მომართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2022 წლის 19 აპრილის №---------- ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ იქნა 3307 90 000 00 სასაქონლო კოდი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს, რომ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიება გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებულ ღონისძიებას.
ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლით დადგენილი იყო, რომ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „... იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით ...“. სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფის შენიშვნის პირველ პუნქტში აღნიშნული იყო, რომ მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება წყლის დისტილატები ან ეთერზეთების წყალხსნარები, განკუთვნილი სამედიცინო მიზნებისათვის (სასაქონლო პოზიცია 3301) და 3303–3307 სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე. აღნიშნულისა და 33-ე ჯგუფის შენიშვნებისა და ტექსტების გათვალისწინებით, წყლის დისტილატები ან ეთერზეთების წყალხსნარები და 33.03 - დან 33.07 პოზიციების პრეპარატები, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ თერაპიული ან პროფილაქტიკური თვისებები კლასიფიცირდებოდა 33-ე თავში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, ხელმძღვანელობს დასახელებული კონვენციის ფარგლებში მოქმედი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჰარმონიზებული სისტემის ტექნიკური კომიტეტის გადაწყვეტილებებით. მათ მიერ კენჭისყრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობა წარმოადგენს ორგანიზაციის კომპენდიუმს. კომპენდიუმში შესული ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად, ზღვის წყლის ნაზალური სპრეი (Sinomarin-ის ანალოგი) კლასიფიცირებულია 3307 სასაქონლო კოდში. კომპენდიუმში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელია ხელშემკვრელი მხარეებისთვის, შესაბამისად საქართველოს საბაჟო ორგანო, როგორც კონვენციის ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია საქონლის კლასიფიკაცია მოახდინოს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) შესაბამისი გადაწყვეტილებით.
დადგენილია, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ დეკლარირებული საქონელი (ჰიპერტონული ზღვის წყლის ხსნარი ცხვირის ღრუს გასაწმენდად, ----------, ---------- და ----------) წარმოადგენს ჰიპერტონულ ზღვის წყალს, რომელიც ბუნებრივად მდიდარია მინერალური მარილებით და მიკროელემენტებით, დამზადებულია ოკეანის დისტილირებული (გაფილტრული) ზღვის წყლით, დაფასოებულია სპრეის და წვეთების სახით. შესაბამისად, საქონლის დეკლარირება სეს ესნ-ის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში და იმპორტის გადასახდელის დარიცხვა მართლზომიერია.
ამასთან, დღეს მოქმედი „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მიხედვით, სადაო საკითხის კლასიფიკაცია რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მსგავსად და ზემოაღნიშნული საქონელი კვლავ კლასიფიცირდება 3307 90 000 00 სასაქონლო კოდში.
მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქონლის სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიკაციის მიზნებისთვის, პროდუქტის რეგისტრაცია არ გამოიყენება, ვინაიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმოადგენს სამედიცინო სფეროში ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს, ხოლო მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია წარმოადგენს უმაღლეს კომპეტენტურ ორგანოს საქონლის სეს ეს-ის შესაბამისად კლასიფიკაციისთვის სასაქონლო კოდის განსაზღვრის საკითხში.
2023 წლის 19 დეკემბრის №---------- შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის ბოლო ვადა.
რაც შეეხება მომჩივნის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელირებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნულ დავაში შემოსავლების სამსახურის მსჯელობის მთავარ საგანს წარმოადგენდა არა სეს ესნ კოდი, არამედ მისი დაბეგვრის საკითხი პროდუქტის ფარმაცევტულ პროდუქციად განხილვის ჭრილში, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 168-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-სგან გათავისუფლებულ იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული წარმოდგენილი ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის, ვაქცინების, მიწოდება ან/და იმპორტი. ამდენად, სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა განეკუთვნებოდა თუ არა პროდუქტი ფარმაცევტულ პროდუქციას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2023 წლის 19 დეკემბრის №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ) და 2023 წლის 19 დეკემბრის №----------შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
იმპორტირებულ საქონელზე სასაქონლო-ნომენკლატურული კოდის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭო განმარტავს, რომ სასამართლოში წარმოებული დავა ეხებოდა ზღვის წყალს. სსიპ ლევან სამახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 27 ივნისის დასკვნის შინაარსით კი, ექსპერტიზაზე წარდგენილია ნაზალური ხსნარი: ხოლო განსახილველ შემთხვევაში სადავოა ჰიპერტონიული ზღვის წყლის ხსნარი, განკუთვნილი ცხვირის ღრუს ჰიგიენისათვის, რომლებსაც საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2022 წლის 19 აპრილის დასკვნით, შესაბამის პერიოდში მოქმედი 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის შესაბამისად განესაზღვრა – 3307 90 000 00 სეს ესნ კოდი, ვინაიდან საქმე გვაქვს სასამართლო და მიმდინარე დავაში არსებულ სხვადასხვა საქონელთან, შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია საბაჟო დეპარტამენტისა და დავის განმხილველი ორგანოს (შემოსავლების სამსახური) გადაწყვეტილება.
საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ამისა, დავების განხილვის საბჭოში მომჩივნის შესახებ ზემოთ დასახელებულ და წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით, არსებობს სსიპ ლევან სამხარაულის სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.11.2014 წლის წერილი, რომლის მიხედვით, კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტებზე: 27.05.2013 წლის ექსპერტიზის დასკვნით, საქონელი განისაზღვრა სეს ესნ-ის კოდი – 3307 90 000 00. ვინაიდან ბოლო პერიოდის მსო-ს წევრი ქვეყნების წევრი წინასწარი გადაწყვეტილებებით ანალოგიურ საქონელზე (მათში არსებული ზღვის წყალის ოდენობის და შეფუთვის სახეობის მიუხედავად) ძირითადად მინიჭებულია ნომენკლატურის 3307 სასაქონლო პოზიციის კოდი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 173;