გადაწყვეტილება №25464/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25464/2/2025
12 აგვისტო 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 14.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25464/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7284 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №021-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წლის №13388 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 799 705,58 ლარი. მათ შორის: მოგების გადასახადი - 390 709 ჯარიმა - 195 354 საურავი - 213 642,58
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მოგების გადასახადის დეკლარირების სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია რეგისტრირებულია 11.04.2018 წლიდან, არ წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს, 19.11.2019 წლიდან მინიჭებული აქვს თიზ-ის საწარმოს სტატუსი. საგადასახადო ორგანომ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის და იმის გათვალისწინებით, რომ შპს ------- არ ახორციელებს თავისუფალი ზონის საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევას, თიზ-ში საქონლის შეტანას და იმავე საქონლის გატანას ზონიდან, მომჩივნის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ მიიჩნია თიზ-ში ნებადართულ საქმიანობად. შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, თუმცა აღნიშნული არ არის წარდგენილი სრულყოფილი სახით (არ მოიცავს სრულ პერიოდს, ამასთანავე არ არის წარდგენილი დამოწმებული ფორმით). გარდა აღნიშნულისა წარდგენილია საბანკო ამონაწერები საზოგადოების კუთვნილი ანგარიშებიდან (ანგარიშები რეგისტრირებულია უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებში, არ არის წარდგენილი რაიმე სახის ცნობა საბანკო ან/და უცხო ქვეყნის საგადასახადო ორგანოდან, რითაც დადგინდებოდა ზუსტად რა სახისა და რამდენ ანგარიშს ფლობს საწარმო უცხოურ საბანკო დაწესებულებებში).
შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისათვის (აღნიშნული ოპერაციები აღრიცხულია კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში 1480 ანგარიშზე). მიწოდებული ინფორმაციის შესწავლით, გარკვეულ პირებთან საერთოდ არ ფიქსირდება საქონლის მოწოდების ფაქტი, ხოლო მოთხოვნები ფიქსირდება ნაშთად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გარკვეულ შემთხვევებში, მიუხედავად საქონლის მოძრაობისა, აღნიშნული მოთხოვნის ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია. ამასთანავე, შემოწმებისას არ იქნა წარდგენილი აღნიშნულ პირებთან შესაბამისი ფორმით დამოწმებული შედარების აქტები, რომელთა საფუძველზეც დადგინდებოდა აღნიშნული ოპერაციების ნამდვილობა და შინაარსი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 96-ე მუხლის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად, შესაბამისად, განსაზღვრული იქნა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები, რამაც გამოიწვია დარიცხვა მოგების გადასახადის ნაწილში. ასევე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №021-129 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7284 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7284 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ელექტრონულ გვერდზე შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7284 ბრძანებას გაეცნო იმავე წლის 3 აპრილს. გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საბუღალტრო ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები კომპანიის კუთვნილი ანგარიშებიდან (ანგარიშები რეგისტრირებულია როგორც ქართულ ასევე უცხოურ ფინანსურ ინსტრუმენტებში), საბაჟო დეკლარაციები და გაანგარიშებებთან დაკავშირებული სხვა სააღრიცხვო დოკუმენტები. ინფორმაცია/დოკუმენტაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან გადახდილი ავანსების ნაწილი, რომელიც შემოწმების პროცესში დაიბეგრა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად ინაშთება შემოსავლების სამსახურის №13663 ბრძანებით განსაზღვრული შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. ავანსად გადარიცხული 12 351 964 ლარიდან გაინაშთა 10 137 949 ლარის ავანსი. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახდო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში აუდიტის მიერ საგადასახდო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №021-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წლის №13388 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების პროცესში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საბუღალტრო ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები, საბაჟო დეკლარაციები და გადაანგარიშებასთან დაკავშირებული სხვა სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან გადახდილი ავანსების ნაწილი, რომელიც შემოწმების პროცესში დაიბეგრა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად ინაშთება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, შემოწმების მიერ ავანსად გადარიცხული 12 351 964 ლარიდან გაინაშთა 10 137 949 ლარის ავანსი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით მოგების გადასახადით დაიბეგრა 2020 წელს არარეზიდენტ პირებზე გადარიცხული ავანსები, ხოლო გადასახადის გადამხდელის განმარტებით დაბეგრილი ავანსების ნაწილი გაინაშთა 2023 წლის პირველი მაისის შემდგომ პერიოდებში საქონლის მიწოდებით. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციებით და ინვოისებით არ დასტურდება ოპერაციის განხორციელების ფაქტი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციების ნაწილი ეკუთვნის შესამოწმებელ პერიოდს და შესაბამისად, აღნიშნული გათვალისწინებულია გადაანგარიშების პროცესში, ხოლო ინვოისების დანარჩენ ნაწილში მითითებულია, რომ მისაწოდებელი საქონლის ღირებულებას კომპანია გადაიხდიდა საქონლის მიწოდების შემდგომ, აქედან გამომდინარე, აღნიშნული არ ეკუთვნის საავანსო თანხებს. ამასთან, წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციის ნაწილი ეკუთვნის შემოწმების შემდგომ პერიოდს, თუმცა დეკლარაციებში არ ფიქსირდება ის პირები, რომელთა მიმართ გადასახადის გადამხდელს გადახდილი აქვს ავანსები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება გადახდილი ავანსების საქონლით განაშთვის ფაქტი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია როგორც შემოსავლების სამსახურში საკითხის განხილვის ეტაპზე, ასევე წინამდებარე საჩივრით არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, უცხოურ მომწოდებელზე გადარიცხული ავანსების და საქონლის მიწოდებით წარმოქმნილი მოთხოვნების არარეზიდენტ პირებზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას. ამ ნაწილში კომპანია უთითებს მისი ბიზნეს სპეციფიკასა და სტრუქტურაზე, კერძოდ იგი ახორციელებს ტროპიკული ხილით საბითუმო ვაჭრობას, რომლებსაც ყიდულობს სხვადასხვა შორეულ ქვეყნებში და აწვდის უკრაინასა და ევროპის ქვეყნებს. გამომდინარე იქიდან, რომ შესაძენი პროდუქციის მარაგი არ არის მცირე ოდენობის და საუბარია ასევე სეზონურ პროდუქციაზე, ბიზნესი მოითხოვს მომწოდებლისთვის წინასწარ თანხების გადახდას (ავანსის გადარიცხვას), რათა სეზონზე მოხდეს პროდუქტის შენახვა და შემდეგომ მიწოდება. სხვაგვარად ეს ბიზნესი ვერ იმუშავებს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, კომპანია არ ეთანხმება სამეურნეო ოპერაციის ცვლილებსაც, რადგან ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ასპექტები, ასევე, მხარეებს შორის არსებული საქმიანი ურთიერთობა (არაურთიერთდამოკიდებული პირები). გავლენას ვერ იქონიებდა განხორციელებული ოპერაციების შინაარსზე და შესაბამისად, სასესხო ურთიერთობად კვალიფიკაცია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების ფარგლებში არამართლზომიერია.
აღნიშნული ბიზნესსტრუქტურა ნათლად გამოიკვეთა უშუალოდ აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების პროცესში, როცა გადარიცხული თანხების „განაშთვა“ თუ თანხების უკან დაბრუნება ხორციელდებოდა შესამოწმებელი პერიოდის ფარგლებშივე, რა დროსაც გადარიცხული თანხების საქონლის მიწოდებით თუ თანხის უკან დაბრუნებით „განაშთვის“ დროს აღემატებოდა 12 თვეს. აქედან გამომდინარე, ნაწილ თანხებთან მიმართებით, რომლის შემცირებაც ვერ განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის ფარგლებში, იგივე პრინციპით „ინაშთება“ შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ. კერძოდ, მნიშვნელოვანი ნაწილი 2023 წლის შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ მცირდება, რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს, რომ ადგილი აქვს ახალი ავანსების გადარიცხვასაც იმავე თუ სხვა კომპანიებთან. გარდა ამისა, ზოგიერთი არარეზიდენტი პირი წარმოდგენს როგორც დებიტორს, ასევე კრედიტორს, შესაბამისად, დასაბეგრი ბაზის ოდენობის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო ურთიერთჩათვლის საკითხის გათვალისწინებით. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მხრიდან ამ პერიოდზე წარდგენილი იყო შედარების აქტები, რომელიც მოწოდებული იყო ფინანსური ანგარიშგების პროცესში, ასევე მოძიებულია საბაჟო დოკუმენტაცია - ამ ნაწილში ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ კომპანია თავად არ წარმოადგენს იმპორტიორს, რადგან ყიდულობს და ადგილზევე ყიდის საქონელს, რათა აირიდოს პასუხისმგებლობა პროდუქტის მალფუჭებადი ხასიათიდან, ტრანსპორტირებისას შესაბამისი სტანდარტების დაუცველობის თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით. ამდენად, მას გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებები მომწოდებლებთან, მყიდველებთან, შესაბამისი ინვოისები და ტრანსპორტირების ინვოისები, რადგან მყიდველებს თავად სთავაზობს ამ სერვისს, თუმცა საბაჟო დეკლარაციებზე წვდომა არ აქვს რადგან ის არაა იმპორტიორი. დეკლარაციების მოპოვება მყიდველებისგან კომპანიისთვის საკმაოდ რთული პროცესია, რადგან მყიდველი არ არის დაინტერესებული ზედმეტი რესურსი დახარჯოს მათ მოძიებაზე, გაგზავნაზე და ა.შ.
ცხრილში ასახულია დეტალური ინფორმაცია ყველა კომპანიაზე, რომელთან მიმართებითაც განხორციელდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა, ასევე შესაბამისი თანხის ოდენობა და კომპანიის პოზიცია.
#assignedTableId-1770889097923 {margin-left: 10.15pt; margin: 0 auto !important; }კომპანიის დასახელება
2020წლიდან დარჩენილი თანხა
კომენტარები
-------
529,871
ვალის გადაკისრებისთაობაზე ხელშეკრულების გაფორმება
-------
119,132
ვალის გადაკისრებისთაობაზე ხელშეკრულების გაფორმება
-------
478, 637
ნაწილობრივად ვალიდაფარულია; ადგილი აქვს ძველ პერიოდში შეცდომას ბუღალტრულ ჩანაწერებში. ნაწილ თანხაზეწარმოდგენილია ლიკვიდაციის თაობაზე აქტი
-------
59,538
ინაშთება საქონლისმიწოდებით 2023 წლის ივნისში.
-------
162,482
წარმოადგენს როგორცკრედიტორს ასევე დებიტორს.
#assignedTableId-1770889097924 {margin-left: 10.15pt; margin: 0 auto !important; }-------
1,209
ინაშთება საქონლისმიწოდებით 2023 წლის ოქტომბერში.
-------
56,994
ვალის გადაკისრებისთაობაზე ხელშეკრულების გაფორმება
-------)LYD_USD
7,684
ინაშთება საქონლისმიწოდებით 2023 წლის ოქტომბერში.
-------
58,841
წარმოადგენს მომწოდებელს,რომელთანაც უფიქსირდება დავალიანება 2018 წლიდან საქონლის და ტრანსპორტირების.
-------
52,175
აღნიშნულ დარიცხვასსადავოდ არ ხდის კომპანია.
1. ------- - აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით, განხორციელდა სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება ვალის გადაკისრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ორივე კონტრაჰენტი ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილში იყვნენ. ეს რეგიონი საკმაოდ პატარაა, შესაბამისად, ბიზნესის მფლობელები ერთმანეთს დიდი ხანია იცნობდნენ და მით უფრო, რომ მსგავს საქმიანობას ეწევიან. საჭირო შესყიდვების მოცულობის უზრუნველსაყოფად, კომპანია რამდენიმე მომწოდებელთან თანამშრომლობდა. 2019 წლიდან ------- საქონელს წინასწარი გადახდის საფუძველზე იძენდა კომპანია, ხოლო --------ისგან - ძირითადად გადავადებული გადახდის გზით. პროდუქციის ჯგუფი თითქმის იგივეა. 2023 წლის ბოლოდან მუშაობის ფოკუსი თანდათან ------- გადავიდა, რადგან ისინი უზრუნველყოფდნენ კონკურენტუნარიან სამუშაო პირობებს, ფასებს, ხარისხს, ვადებსა და მოცულობებს. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ------- ორმხრივი ვალების ოდენობა ორივე კომპანიისთვის მოცულობითი იყო, შემოთავაზებულ იქნა საბანკო საკომისიოების დაზოგვა როგორც კრედიტის, ასევე ვალის დაფარვისთვის. ამ ეტაპზეც ორივე კომპანიასთან გრძელდა თანამშრომლობა, თუმცა ძირითადი მოცულობა ------- მოდის;
2. ------- - აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით, განხორციელდა სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება ვალის გადაკისრებასთან დაკავშირებით. ორივე კომპანია იტალიურია. თავდაპირველად, 2018 წლის ბოლოდან, კომპანია თანამშრომლობდა ------- მათგან წინასწარი გადახდის სანაცვლოდ კივის შეძენა ხორციელდებოდა, თუმცა, საქონლის მუდმივი დაგვიანების, მიწოდების ვადების გადაცილების და 2021-2022 წლების მნიშვნელოვანი პაუზის გამო (თან ერთვის, მიმოწერები კომპანიასთან), 2023 წლის დასაწყისში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ. იმ დროს, ინტენსიურად მიმდინარეობდა სავაჭრო ურთიერთობების დამყარების პროცესი ახალ იტალიელ მომწოდებელთან - -------. კომპანიას მოუწია ასევე პროდუქტის შეცვლაც - ყურადღება ციტრუსებზე იყო გამახვილებული. ეს უკანასკნელი პროდუქტი გადავადებული გადახდის პირობით იქნა შეძენილი. იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის იანვრის ბოლოს ------- წინასწარი გადახდა უფიქსირდებოდა და მათთან თანამშრომლობას კომპანია აღარ აპირებდა, ხოლო ------- დავალიანება გააჩნდა კომპანიას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვალის გადაკისრების შესახებ, რაც სამივე მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა;
3. ------- - ამ კომპანიასთან გადარიცხული იყო თანხები ავანსის სახით, თუმცა პროდუქციის (ბანანი) მიწოდება ვერ შეძლებს ფორსმაჟორის გამო (თანდართული დოკუმენტი) და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თანხების უკან დაბრუნების თაობაზე. კომპანია ნაწილ-ნაწილ რიცხავდა აღნიშნულ თანხებს უკან დაბრუნების თაობაზე. კომპანია ნაწილ-ნაწილ რიცხავდა აღნიშნულ თანხებს საბანკო გადარიცხვის გზით (თანდართული დოკუმენტები), თუმცა ადგილი ჰქონდა არასწორ ბუღალტრულ გატარებას ძველ პერიოდში (2019 წელი), რის გამოც არასწორმა ჩანაწერებმა გავლენა იქონია უკვე შემოწმების პერიოდში წარდგენილ ბუღალტრულ ჩანაწერებზეც და შემოწმების მიერ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული აღნიშნული მიზეზების გამო. დავალიანების დიდი ნაწილი კომპანიის მიერ დაფარულია, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, კომპანია დალიკვიდირდა (თანდართული დოკუმენტები), რის გამოც აღნიშნული თანხა კომპანიისთვის უიმედო ვალის სახით დარჩა;
4. ------- - ამ კომპანიასთან მიმართებით ავანსის თანხების განაშთვა ხორციელდება 2023 წლის ივნისის თვეში საქონლის მიწოდებით, რომელზეც კომპანიამ შეძლო კლიენტისგან მოეპოვებინა საბაჟო დოკუმენტაცია, თუმცა შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში აღნიშნულია აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია ამ დოკუმენტების მხედველობაში არ მიღების, კერძოდ, ინვოისებში მითითებულია, რომ კომპანია საქონლის ღირებულებას გადაიხდიდა საქონლის მიწოდების შემდგომ, ამდენად, არ ეკუთვნის საავანსო თანხებს. კომპანიისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა იქნას მიღებული მხედველობაში საბაჟო დოკუმენტაცია მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ თავად კომპანიამ თავის კლიენტებს აღნიშნული პროდუქცია მიაწოდა შემდგომი გადახდის პირობით. კომპანიამ გადარიცხა ავანსი და პროდუქციის მიწოდება მომწოდებელმა შემდგომ პერიოდში განახორციელა, წარმოდგენილია როგორც მომწოდებლის ინვოისები, ასევე ტრანსპორტირების და საბაჟო დოკუმენტაცია და უკვე ამ საქონლის მიწოდება მოხდა უკრაინული კომპანიისთვის და არსებული საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ კომპანიისგან შპს ------- წინასწარ ავანსი არ მიუღია. ანაზღაურება მოხდებოდა საქონლის მიწოდების შემდგომ, თუმცა ეს არ უნდა დაედოს საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის უგულებელყოფას;
5. ------- – ------- სუბიექტები მოქმედებენ ერთიანი ჯგუფის სტრუქტურის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, კომპანია განიხილავს მას როგორც პირს და მასთან მიმართებით არსებობს როგორც დებიტორული ასევე კრედიტორული დავალიანებები, რისი ურთიერთჩახურვის თაობაზე მიმართვა კიდეც კომპანიამ (თანდართული დოკუმენტი), თუმცა რადგან ეს კომპანია ოპერირებს მთელს მსოფლიოში და გააჩნია სხვადასხვა ქვეყნებში წარმომადგენელები, კომპანიებთან კომუნიკაცია ინდივიდუალურ საკითხებზე ფაქტობრივად შეუძლებელია, რის გამოც უკუკავშირი არ მიუღია. შესაბამისად, გადასახადებით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ყველა კომპანია მხედველობაში უნდა იქნას იქნეს მიღებული;
6. ------- - ამ კომპანიასთან მიმართებით ავანსის თანხების განაშთვა განხორციელდა 2023 წლის ოქტომბრის თვეში საქონლის მიწოდებით, რომელიც კომპანიამ თავის მხრივ, ამავე წლის ნოემბრის თვეში მიაწოდა თავის კლიენტს საქონლის მიწოდების შემდგომ გადახდის პირობით (თანდართული დოკუმენტები). კომპანიის მიერ მოპოვებულია ასევე საბაჟო დეკლარაცია (თანდართული დოკუმენტები), აქედან გამომდინარე ------- მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, აქაც მიღებული უნდა იქნას მხედველობაში ეს დოკუმენტაცია;
7. ------- - აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით, განხორციელდა სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება ვალის გადაკისრებასთან დაკავშირებით. ------- თანამშრომლობა კომპანიამ 2020 წელს დაიწყო, რამდენჯერმე შეიძინა საქონელი წინასწარი გადახდის საფუძველზე, მაგრამ იმის გამო, რომ ამ მომწოდებელს არ შეეძლო საჭირო მოცულობის საქონლის მიწოდება, ამასთან, საქონლის ხარისხი ყოველთვის არ იყო შესაბამისი, 2020 წლის შუა პერიოდიდან მათთან სრული დატვირთვით კომპანია აღარ მუშაობდა, თუმცა მათი მხრიდან იყო მცდელობა თანამშრომლობის განახლების. ------- 2020 წლიდან დღემდე კომპანიამ თავიდანვე დიდი მოცულობის საქონელზე დაიწყო მუშაობა და თან გადავადებული გადახდებითაც. რადგან ორივე კომპანია თურქულია და ქვეყნის თავისებურების გათვალისწინებით, აქ მრავალი ბიზნესი მოქმედებს არაფორმალურ ჯგუფურ სტრუქტურაში, რომელსაც კონგლომერატული ელემენტები გააჩნია მიღებულ იქნა გადაწყვტილება ვალის გადაკისრების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე;
8. ------- - ამ კომპანიასთან მიმართებით ავანსის თანხების განაშთვა განხორციელდა 2023 წლის ივლისის თვეში საქონლის მიწოდებით. კომპანიამ ამავე წლის აგვისტოს თვეში მიაწოდა თავის კლიენტს საქონელი მიწოდების შემდგომი გადახდის პირობით (თანდართული დოკუმენტები). კომპანიის მიერ მოპოვებულია ასევე საბაჟო დოკუმენტაცია (თანდართული დოკუმენტები);
9. -------. - ამ კომპანიასთან მიმართებით კომპანიას ჯერ კიდევ 2018 წლიდან უფიქსირდება დავალიანება, რომელიც წარმოშობილი იყო საქონლის მიწოდების შედეგად. შესაბამისად, კომპანია პერიოდულად ფარავდა ჯერ საქონლის ღირებულებას, შემდგომ კი ტრანსპორტირების დავალიანებას (თანდართული დოკუმენტები). ამასთან, იყო ავანსის გადარიცხვაც ევროში, თუმცა პარალელურად დავალიანება დოლარში, რომელიც მნიშვნელობაც აღემატებოდა ავანსის თანხებს. შემდგომში მოხდა ავანსის თანხის კონვერტაცია დოლარში და უკვე მოგვიანებით დავალიანების თანხებში გათვალისწინება და განაშთვა;
10. ------- - ამ კომპანიასთან მიმართებით დარიცხვას კომპანია არ ხდის სადავოდ, რადგან მოცემულ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაცია ამ კომპანიასთან ვერ ხერხდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და განხორციელდეს დარიცხული თანხების გაუქმება/კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7284 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საბუღალტრო ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები კომპანიის კუთვნილი ანგარიშებიდან (ანგარიშები რეგისტრირებულია როგორც ქართულ ასევე უცხოურ ფინანსურ ინსტრუმენტებში), საბაჟო დეკლარაციები და გაანგარიშებებთან დაკავშირებული სხვა სააღრიცხვო დოკუმენტები. ინფორმაცია/დოკუმენტაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან გადახდილი ავანსების ნაწილი, რომელიც შემოწმების პროცესში დაიბეგრა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად ინაშთება შემოსავლების სამსახურის №13663 ბრძანებით განსაზღვრული შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. ავანსად გადარიცხული 12 351 964 ლარიდან გაინაშთა 10 137 949 ლარის ავანსი. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახდო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში აუდიტის მიერ საგადასახდო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის შემოწმებული პერიოდის შემდგომ პერიოდში განხორციელებულ სამეურნეო/საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია შემოწმებულ პერიოდში განხორციელებულ სამეურნეო/საბანკო ოპერაციებთან და გავლენას ახდენს ამავე პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხი დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით, მათ შორის საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.06.2025 წლის №13388 ბრძანება;
3. საბჭოს აპარატს დაევალოს, საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად გაუგზავნოს აუდიტის დეპარტამენტს;
4. მომჩივანს მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
5. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7284 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიას მინიჭებული აქვს თიზ-ის საწარმოს სტატუსი. საგადასახადო ორგანომ მომჩივნის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ მიიჩნია თიზ-ში ნებადართულ საქმიანობად.
შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისათვის. მიწოდებული ინფორმაციის შესწავლით, გარკვეულ პირებთან საერთოდ არ ფიქსირდება საქონლის მოწოდების ფაქტი, ხოლო მოთხოვნები ფიქსირდება ნაშთად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გარკვეულ შემთხვევებში, მიუხედავად საქონლის მოძრაობისა, აღნიშნული მოთხოვნის ნაშთი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსთვის უძრავია. ამასთანავე, შემოწმებისას არ იქნა წარდგენილი აღნიშნულ პირებთან შესაბამისი ფორმით დამოწმებული შედარების აქტები, რომელთა საფუძველზეც დადგინდებოდა აღნიშნული ოპერაციების ნამდვილობა და შინაარსი. არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გადარიცხული თანხები განხილულ იქნა არარეზიდენტზე სესხის გაცემად, შესაბამისად, განსაზღვრული იქნა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები, რამაც გამოიწვია დარიცხვა მოგების გადასახადის ნაწილში. ასევე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის შემოწმებული პერიოდის შემდგომ პერიოდში განხორციელებულ სამეურნეო/საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია შემოწმებულ პერიოდში განხორციელებულ სამეურნეო/საბანკო ოპერაციებთან და გავლენას ახდენს ამავე პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხი დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით, მათ შორის საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ)