ბრძანება N 12686
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12686
07.06.2023
შპს „-------------“ (ს/ნ -----------)
( მის.:--------------)
2023 წლის 6 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) №78866/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-626 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აღნიშნული ქონება იჯარით აქვს აღებული სს "-----------", რომლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე (მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებით) აღნიშნული ქონების გადასახადის გადამხდელად განისაზღვრა სს ,,-----------“ ანუ მოიჯარე, ვინაიდან მას ჰქონდა განხორციელებული ინვესტირება და ბუღალტრულ ჩანაწერებში ასახული ჰქონდა ეს შენობა, როგორც საინვესტიციო ქონება. 2006 წლიდან დღემდე მოიჯარე იხდის ქონების გადასახადს საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე.
გადამხდელი არამართლზომიერად თვლის ერთსა და იმავე ქონებაზე ქონების გადასახადის ორმაგად გადახდას და ითხოვს დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის (1 869 900 ლარი) შემცირებას.
2.პირველი სადავო საკითხის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გადამხდელი ითხოვს ქონების შეფასებას შემოსავლის მეთოდით. არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნას შპს ,,-----------“ (ს/ნ -----------) კუთვნილი ქონების შეფასებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ არასწორია დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი კომერციული ფართის სტატუსის მქონე ფართის შედარება სხვა ტერიტორიაზე (სხვა უბანში) სარეალიზაციოდ გამოტანილ კომერციულ ფართთან. ასევე, ითხოვს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას სს ,,-----------“ მიერ 2006 წლიდან გაწეული რემონტის ხარჯების გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის N6854 და 8 აპრილის №8861 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო მასთან შერწყმული შპს „-----------“ (ს/ნ -----------) დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 29 აგვისტომდე (შერწყმამდე) საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 26 დეკემბრის №32813 ბრძანება და ამავე თარიღის №006-626 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა ქონების გადასახადი (რომლის გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა) 1 116 332 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფართების იჯარით გაცემა. პირი 2012 წლიდან საკუთრებაში ფლობს ქ. ----------- არსებულ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების 26 451 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს (ს/კ -----------), ასევე ----------- ----------- (-----------) (ს/კ -----------) სიგრძით 82მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ქონება საწარმოს მიღებული აქვს 2012 წლის 13 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ქონება შეფასებულია შპს „-----------" მიერ და ჯამში ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 4 515 000 ლარი. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა უძრავი ქონების ღირებულების გამიჯვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საბალანსო ღირებულება შეფასების მომენტისთვის (2012 წლის 31 დეკემბერი) განისაზღვრა 2 645 100 ლარით (1კვ.მ 100 ლარი), ხოლო შენობა-ნაგებობა 1 869 900 ლარით (1 კვ.მ 57,7 ლარი). საწარმო ზემოაღნიშნული ღირებულებიდან იხდის ქონების გადასახადს. საწარმოს მიერ არ მომხდარა ქონების აფასება. 2012 წლის 20 აგვისტოდან გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნული ქონება იჯარით გადაცემულია სს „-----------" (ს/ნ -----------) იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ქონების შპს „-----------“ საკუთრებაში გადაცემამდე, 2006 წლის 15 მაისს მოიჯარესა და შპს „-----------" შორის გაფორმდა 49 წლიანი იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „-----------" მოიჯარეს გრძელვადიანი იჯარის ფორმით კომერციული საქმიანობისთვის დროებით სარგებლობაში გადასცა ქ. ----------- შენობის ძირითადი ნაწილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, შეფასდა საწარმოს საკუთრებაში არსებული ქ. ----------- უძრავი ქონების (გარდა მიწისა) საბაზრო ღირებულება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ.
2022 წლის 16 ნოემბრის შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს N---------- დასკვნის მიხედვით: შპს ,,-----------" (ს/ნ -----------) კუთვნილი დაყადაღებული ქონების, კერძოდ, 24 110 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ -----------) მდებარე -----------, ნაკვ.-----------, საბაზრო ღირებულებამ მიწის გარეშე 2019 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 58 392 000 ლარი, 2020 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 66 718 000 ლარი, 2021 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 63 074 000 ლარი. შპს ,,-----------" (ს/ნ -----------) კუთვნილი დაყადაღებული ქონების, კერძოდ, 197.89 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ -----------) მდებარე ----------- ნაკვ. -----------, საბაზრო ღირებულებამ მიწის გარეშე 2019 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 430 000 ლარი, 2020 წლის 30 სექტემბრისთვის შეადგინა 492 000 ლარი. შპს ,,-----------" (ს/ნ -----------) კუთვნილი დაყადაღებული ქონების, კერძოდ, 200 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ -----------) მდებარე ქ. ----------, ნაკვ. -----------, საბაზრო ღირებულებამ მიწის გარეშე 2019 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 435 000 ლარი, 2020 წლის 22 ოქტომბრისთვის შეადგინა 490 000 ლარი. არასაცხოვრებელი ფართის, ---------- გადასასვლელის (-----------) (ს/კ -----------) შეფასების მიზნით, ექსპერტები გაეცნენ უძრავი ქონების ადგილობრივ ბაზარს და ობიექტის სპეციფიკურობიდან გამომდინარე ვერ შეფასდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის, 202-ე მუხლის 41 ნაწილის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად, შემოწმებით გაიზარდა საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი. საგადასახადო ორგანოს მიერ შეფასებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას გამოაკლდა იჯარით აღებული ქონების რემონტის ხარჯი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე სს „-----------“ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით). პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი. ამასთან, აღნიშნულ თანხაზე გადამხდელს საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება და არ დაერიცხება ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.
ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით). ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად: 1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადა სახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბა ზრო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, კერძოდ, საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფართების იჯარით გაცემა.
პირი 2012 წლიდან საკუთრებაში ფლობს ქ. ----------- არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, რომელიც შეფასებულია შპს „ -----------“ მიერ და ჯამში ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 4 515 000 ლარი. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა უძრავი ქონების ღირებულების გამიჯვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბალანსო ღირებულება განისაზღვრა 2 645 100 ლარით, ხოლო შენობა-ნაგებობა 1 869 900 ლარით.
საწარმო ზემოაღნიშნული ღირებულებიდან იხდის ქონების გადასახადს და მის მიერ არ მომხდარა ქონების აფასება.
შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული უძრავი ქონება (გარდა მიწისა) შეფასდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ, რომლის დასკვნის საფუძველზე საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა და სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ შეფასებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას გამოაკლდა იჯარით აღებული ქონების რემონტის ხარჯი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, სს „ -----------“ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მიხედვით, აქტივის გამოყენების უფლება არ წარმოადგენს მატერიალურ აქტივს და შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის, არ უნდა იქნას განხილული ძირითად საშუალებად.
აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელს ამგვარი აქტივები, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აღრიცხული აქვს ძირითადი საშუალებების ჯგუფში, ამ გადამხდელისათვის არ წარმოშობს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აქტივის გამოყენების უფლება, რომელიც გადასახადის გადამხდელის (მოიჯარის) მიერ ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად აღრიცხულია ფინანსური ანგარიშგების ძირითადი საშუალებების მუხლის შემადგენლობაში, ამ გადასახადის გადამხდელისთვის (მოიჯარისთვის) არ წარმოადგენს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული ქონება მართლზომიერად იქნა განხილული გადასახადის გადამხდელის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული ქონების საბაზრო ღირებულებას და ითხოვს შეფასებული ქონების ღირებულების გადაანგარიშებას შემოსავლების მეთოდით.
წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი განმარტავს, რომ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (--------) მე-40 თავის თანახმად, ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას ყველაზე ზუსტ და საიმედო შეფასებას წარმოადგენს შემოსავლების მეთოდი. ასევე, ფასს-ის (40 (30-52)) თანახმად, ქონების საბაზრო ღირებულება უნდა განისაზღვროს შემოსავლების შემოდინების მიხედვით, როცა ქონება იძლევა შემოსავალს და ასევე იმ დროს, როცა ბაზარზე არ არსებობს მსგავსი შესადარებელი ქონება (არ მომხდარა მსგავსი სავაჭრო ცენტრის გაყიდვის ფაქტი და არ არსებობს შესაბამისი ინფორმაცია), საბაზრო ფასი უნდა განისაზღვროს შემოსავლების მეთოდით.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ იჯარით გაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან).
განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „ -----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ იჯარით გაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან);
ბ)ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. პირველი სადავო საკითხის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გადამხდელი ითხოვს ქონების შეფასებას შემოსავლის მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფართების იჯარით გაცემა.პირი 2012 წლიდან საკუთრებაში ფლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს.საწარმო იხდის ქონების გადასახადს და მის მიერ არ მომხდარა ქონების აფასება.შემოწმების მიერ აღნიშნული უძრავი ქონება შეფასდა ექსპერტიზის მიერ, რომლის დასკვნის საფუძველზე საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა და სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ შეფასებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას გამოაკლდა იჯარით აღებული ქონების რემონტის ხარჯი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ იჯარით გაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე.განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
201(1„ა.ა“ );202(1;41);205(2);70
“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლი