გადაწყვეტილება №18884/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.07.2023
№ დოკუმენტი 18884/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№18884/2/2023

26 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------" -ის 16.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18884/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობის საქმიანობისგან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 17.11.2022 წლის №EL191316 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1812 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 6 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

16.11.2022 წელს შპს "-------" -მა (ს/ნ "-------" ) რკინიგზით გადაადგილებული და მომჩივნის საბაჟო საწყობში ("-------" ) განთავსებული კუთვნილი საქონლის (დიზელის საწვავი) საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირების მიზნით მიმართა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკურ ზონა „------“-ს და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის, საქართველოს რკინიგზის „სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო: "--------" “

წარმოდგენილი დოკუმენტების და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში არსებული ინფორმაციის (რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა №"------"; ვაგონი №"------") შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 4.11.2022 წელს და დანიშნულების ადგილზე გამოცხადების ვადად განესაზღვრა 9.11.2022 წელი, ხოლო დანიშნულების საბაჟო ორგანოს – საბაჟო საწყობი შპს "------"-ის მიერ №"------"სარკინიგზო ვაგონის გამოცხადება ელექტრონულად განხორციელდა 13.11.2022 წელს. ამასთან, გადამხდელის მიერ წარდგენილ საქართველოს რკინიგზის სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო ბარათში მითითებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ვაგონი შპს "------"-თვის საქართველოს რკინიგზის მიერ მიწოდებული იქნა 11.11.2022 წელს.

ვინაიდან, საბაჟო საწყობის მიერ საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება არ განხორციელდა №"-------" სარკინიგზო ვაგონის გამოცხადებიდან 24 საათში, შესაბამისად მომჩივნის მხრიდან ჯეროვნად არ იქნა შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, ამასთან, იგივე სანებართვო პირობის დარღვევისთვის შპს „-------“ დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა 18.10.2022 წელს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL187413), გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, 17.11.2022 წელს შედგენილ იქნა №EL191316 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.02.2023 წლის №1812 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (176-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

დადგენილია ასევე, რომ მომჩივანს იგივე სანებართვო პირობის დარღვევისთვის №EL187413 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა 18.10.2022 წლის №EL187413 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანმა გაასაჩივრა 18.10.2022 წელს (საჩივარი №75567/1/2022). შემოსავლების სამსახურმა 21.11.2022 წლის №29111 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ №EL187413 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის №29111 ბრძანება გასაჩივრებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. აღნიშნულზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული და შესაბამისად №EL187413 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ არის გაუქმებული. ამდენად, მომჩივნისთვის 17.11.2022 წლის №EL191316 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საბაჟო დეპარტამენტის 18.10.2022 წლის №EL187413 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, დაირღვა საქართველოს მთავრობის 455-ე დადგენილების მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა. კერძოდ, საბაჟო საწყობმა (---------) ვერ უზრუნველყო საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობის შესრულება "-------"-ის (ს/ნ "------") რკინიგზის აღრიცხვის მოწმობის "------"(ვაგონი: "------") დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება, რის საფუძველზეც შეფარდებული იქნა საბაჟო სანქცია საბაჟო კოდექსის 176 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სანებართვო პირობის დარღვევისათვის 2,000.00 (ორი ათასი ლარი ნული თეთრი) ლარიანი ჯარიმა.

საბაჟო დეპარტამენტის 17.11.2022 წლის №EL191316 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად დაირღვა საქართველოს მთავრობის 455-ე დადგენილების მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა. კერძოდ, საბაჟო საწყობმა ("-------") ვერ უზრუნველყო საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობის შესრულებას "-------" -ის (ს/ნ "--------" ) რკინიგზის აღრიცხვის მოწმობის "--------" (ვაგონი: "--------" ) დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება, რის საფუძველზეც შეფარდებული იქნა საბაჟო სანქცია საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იმავე სანებართვო პირობის დარღვევისათვის სამმაგი ოდენობით 6,000.00 (ექვსი ათასი ლარი ნული თეთრი) ლარიანი ჯარიმა.

ვინაიდან სს "------" -ის (ს/ნ "------") მიერ რკინიგზის აღრიცხვის მოწმობის "-------" (ვაგონი: "-------" ) დამოწმება მოხდა 15.10.2022 წელს, თუმცა თავად სს "------"-მ (ს/ნ "------") ვერ უზრუნველყო აღრიცხვის მოწმობაში მითითებული ვაგონის ("-------" ) მიწოდება შპს "------"-სთვის (ს/ნ "------") საბაჟო საწყობში ("------") 15.10.2022 წელს და მიწოდება განახორციელა 16.10.2022 წელს15:26 საათზე, რაც დასტურდება საბაჟო საწყობში განთავსებული ვიდეო კამერების ჩანაწერით. შპს "------"-ის (ს/ნ "------") მიერ არ მომხდარა საქართველოს მთავრობის 455-ე დადგენილების მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობის დარღვევა, რკინიგზის აღრიცხვის მოწმობის დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება. შპს "------"-ის (ს/ნ "------") საბაჟო საწყობში ("------") რკინიგზის აღრიცხვის მოწმობაში "------"მითითებული ვაგონის ("------") მიწოდება მოხდა 16.10.2022 წელს 15:26 საათზე და შპს ველმა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობის შესრულებით უზრუნველყო რკინიგზის აღრიცხვის მოწმობის დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა 17.10.2022 წელს 10:43 საათზე გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება.

5.12.2022 წელს შპს "------"-ის მიერ გადაგზავნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ელექტრონულად საჩივარი, წერილის №53602 საქმის №18372/2/2022, საბაჟო კოდექსის 176 მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული სანებართვო პირობის დარღვევისათვის 2,000.00 (ორი ათასი ლარი ნული თეთრი) ლარიანი ჯარიმის გაუქმებაზე.

შპს "------"-ის მიერ დარღვეული იქნა მთავრობის 455-ე დადგენილების მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა, რომლითაც საბაჟო საწყობმა ("------") ვერ უზრუნველყო საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობის შესრულება სს "------"-ის (ს/ნ "------") რკინიგზის აღრიცხვის მოწმობის "------" (ვაგონი: "------") დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება.

ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1812 ბრძანება და 17.11.2022 წლის №EL191316 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იმავე სანებართვო პირობის დარღვევისათვის სამმაგი ოდენობით 6 000 ლარიანი ჯარიმა შეეცვალოს საბაჟო კოდექსის მუხლი 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სანებართვო პირობის დარღვევისათვის 2 000 ლარიანი ჯარიმით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობისან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლი ხორციელდება რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით.

ამავე ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის“ მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, „eCustoms”-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.

მომჩივანი განმარტავს, რომ 5.12.2022 წელს შპს "------"-ის მიერ წარდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ელექტრონულად საჩივარი, საქმის №18372/2/2022, საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი თანახმად სანებართვო პირობის დარღვევისათვის 2,000.00 (ორი ათასი ლარი ნული თეთრი) ლარიანი ჯარიმის გაუქმებაზე.

შპს "------"-ის მიერ დარღვეული იქნა მთავრობის 455-ე დადგენილების მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა, რომლითაც საბაჟო საწყობმა ("------") ვერ უზრუნველყო საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობის შესრულება სს "------"-ის (ს/ნ "------") რკინიგზის აღრიცხვის მოწმობის "------"(ვაგონი: "------") დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება.

ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1812 ბრძანება და 17.11.2022 წლის №EL191316 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იმავე სანებართვო პირობის დარღვევისათვის სამმაგი ოდენობით 6 000 ლარიანი ჯარიმა შეეცვალოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული 2 000 ლარიანი ჯარიმით.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევები ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს.

საბჭოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი იგივე სანებართვო პირობის დარღვევისთვის დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა 18.10.2022 წელს №EL187413 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 16.02.2023 წლის №18372/2/2022 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები; საბაჟო დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სადავო საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, გააუქმოს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 18.10.2022 წელს ჩადენილი სამართალდარღვევის თაობაზე საბაჟო დეპარტამენტში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, რომლის დასრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება შეფასდეს განსახილველი შემთხვევა წარმოადგენს პირველ თუ განმეორებით ჩადენილ სამართალდარღვევას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, 5.12.2022 წლის №18372/2/2022 საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმავე სანებართვო პირობის დარღვევისათვის სამმაგი ოდენობით 6 000 ლარიანი ჯარიმა შეეცვალოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული 2 000 ლარიანი ჯარიმით.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1812 ბრძანება;

3. საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, 5.12.2022 წლის №18372/2/2022 საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებული იმავე სანებართვო პირობის დარღვევისათვის სამმაგი ოდენობით 6 000 ლარიანი ჯარიმა შეეცვალოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული 2 000 ლარიანი ჯარიმით;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1812 ბრძანება და 17.11.2022 წლის №EL191316 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იმავე სანებართვო პირობის დარღვევისათვის სამმაგი ოდენობით 6 000 ლარიანი ჯარიმა შეეცვალოს საბაჟო კოდექსის მუხლი 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სანებართვო პირობის დარღვევისათვის 2 000 ლარიანი ჯარიმით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მხრიდან ჯეროვნად არ იქნა შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, ამასთან, იგივე სანებართვო პირობის დარღვევისთვის მომჩივანს დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა 18.10.2022 წელს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL187413), გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, 17.11.2022 წელს შედგენილ იქნა №EL191316 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, 5.12.2022 წლის №18372/2/2022 საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმავე სანებართვო პირობის დარღვევისათვის სამმაგი ოდენობით 6 000 ლარიანი ჯარიმა შეეცვალოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული 2 000 ლარიანი ჯარიმით.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

176(2),163(9)

საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქცია.