ბრძანება N 14362
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14362
21.06.2023
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ---------ს (პასპ/ნ -------)
(მის: -----------)
2023 წლის 5 ივნისის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა ---------ს (პასპ/ნ --------) №95369/21-11 საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 მარტის №EL202257 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით დადგენილია, რომ მატერიალური დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ იგი ჩაჰბარდა პირადად ადრესატს.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ 2023 წლის 8 მარტის №EL202257 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანს ჩაჰბარდა პირადად იმავე დღეს და ამ ოქმით დაკისრებული ჯარიმაც გადაიხადა იმავე დღეს. ამდენად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2023 წლის 7 აპრილი. საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2023 წლის 5 ივნისს - გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის (30 დღე) ამოწურვის შემდეგ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია გადაწყვეტილებების გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია საჩივრის წარდგენის ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----------ს (პასპ/ნ --------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 მარტის №EL202257 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ 2023 წლის 8 მარტის №EL202257 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანს ჩაჰბარდა პირადად იმავე დღეს და ამ ოქმით დაკისრებული ჯარიმაც გადაიხადა იმავე დღეს. ამდენად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2023 წლის 7 აპრილი. საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2023 წლის 5 ივნისს - გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის (30 დღე) ამოწურვის შემდეგ.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია გადაწყვეტილებების გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია საჩივრის წარდგენის ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(4)(10), 301"ე".
საქართველოს საბაჟო კოდექსი: 10(4"ა"), 33(2).