ბრძანება N 6220
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 6220
29.03.2023
შპს „----- ---------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ქ. -------, ------ ---- -;
იურ. მის.: -------, -------------)
2023 წლის 20 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მარტის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა შპს „----- ---------“ (ს/ნ ----------) №-----/-/---- საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის -- იანვრის №------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2023 წლის -- იანვარს ------ის რესპუბლიკიდან შემოიტანა ----- ერთეული ე. წ. „გადასაყვანი სურათები“, რომელიც განკუთვნილი იყო „----“-ის ბრენდის მაისურისათვის, შესაბამისად კომპანიამ საბაჟო დეკლარაციაში მიუთითა სეს ესნ კოდი -----------.
საბაჟო ორგანოში განხორციელდა საქონლის შემოწმება და მებაჟემ ჩათვალა, რომ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი სეს ესნ კოდი იყო მითითებული და მიიჩნია, რომ ნაცვლად --------- -ისა უნდა ყოფილიყო - -------- , რომელიც ასევე დამატებით ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის გადახდას განაკვეთით 12%. შესაბამისად, შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაეკისრა ჯარიმა ------- ლარი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად მიმართა საბაჟო ორგანოს წინასწარი გადაწყვეტილების მიღების მიზნით („გადასაყვანი სურათები“ რომელი სასაქონლო კოდით უნდა იქნეს იმპორტიტირებული საქართველოში). შემოსავლების სამსახურის 2023 წლის -- თებერვლის №-----/------ წინასწარი გადაწყვეტილების მიხედვით, „გადასაყვანი სურათები“ წარმოადგენს ზედაპირზე გადასაყვან გამოსახულებას, რომლის სასაქონლო კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად არის ----------.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის -- იანვარს, შპს „----- ---------“ (ს/ნ ----------) მიერ №-----/C--- საბაჟო დეკლარაციით დადეკლარირდა სხვადასხვა დასახელების საქონელი, მათ შორის ------ ერთეული გადასაყვანი სურათი. დეკლარაციის თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული სეს ესნ კოდი „------------“ შპს „----- ---------“ (ს/ნ ----------) მიერ გადმოტანილ იქნა №------/C---- საბაჟო დეკლარაციაში.
მითითებული დეკლარაცისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. გაფორმების ეკონომიკური ზონა „------“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რის შემდეგაც გაჩნდა ეჭვი, რომ ზემოაღნიშნულ საქონელს არასწორად ჰქონდა განსაზღვრული სეს ესნ კოდი – ---------- და სასაქონლო კოდის სისწორის შემოწმების მიზნით დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის -- იანვრის №------/----- დასკვის თანახმად საქონლის (ზედაპირზე დასატანი პოლიმერული მასალის ემბლემა) კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული სასაქონლო კოდისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდში, კერძოდ ნაცვლად დეკლარირებული „---------“ სეს ესნ კოდისა, განესაზღვრა „---------“ სეს ესნ კოდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „3926“ სეს ესნ კოდში შემავალი საქონლის საბაჟო ღირებულება იბეგრება იმპორტის გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით, შესაბამისად საქონელი დაიბეგრა იმპორტის გადასახადით, აღნიშნულმა კი გამოიწვია №-----/C--- (--.01.2023) საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაზრდა ------ ლარით (იმპორტის გადასახადი - ----- ლარი; დღგ - ---- ლარი).
ვინაიდან, შპს „----- ---------“ (ს/ნ ----------) მხრიდან ადგილი ჰქონდა №----/----- (--.01.2023) საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის ------- ლარით შემცირებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, 2023 წლის -- იანვარს შედგენილ იქნა №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----- ---------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა ------ ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნით (№----- --.01.2023) დეკლარირებულისგან განსხვავებული სეს ესნ კოდის განსაზღვრის შემდეგ, შპს „---- -------ა“ დამატებით წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია საქონლის დამზადებისა და გამოყენების ტექნოლოგიის შესახებ, რომლის მიხედვით ინვოისში (№----- --.01.2023) მითითებული საქონელი (მე-7 პოზიციის გარდა) წარმოადგენს ტრანსფერული ბეჭდვის მეთოდით მიღებულ ზედაპირზე გადასაყვან გამოსახულებას, რომელიც 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის თანახმად, კლასიფიცირდება ----------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში და შპს „------ --------“ განცხადების საფუძველზე, მსგავს საქონელზე (ზედაპირზე გადასაყვანი გამოსახულება) შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა წინასწარი გადაწყვეტილება (№------/---- --.02.2023) და საქონელი კლასიფიცირდა ----------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილია:
.საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
.საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.
.საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- ---------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრაძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის -- იანვარს, გადამხდელის მიერ №-----/C--- საბაჟო დეკლარაციით დადეკლარირდა სხვადასხვა დასახელების საქონელი, მათ შორის ------ ერთეული გადასაყვანი სურათი. დეკლარაციის თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული სეს ესნ კოდი „------------“ შპს -ს მიერ გადმოტანილ იქნა №------/C---- საბაჟო დეკლარაციაში.
გაფორმების ეკონომიკური ზონა-ში უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რის შემდეგაც გაჩნდა ეჭვი, რომ ზემოაღნიშნულ საქონელს არასწორად ჰქონდა განსაზღვრული სეს ესნ კოდი და სასაქონლო კოდის სისწორის შემოწმების მიზნით დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის -- იანვრის დასკვის თანახმად საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული სასაქონლო კოდისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდში.კერძოდ ნაცვლად დეკლარირებული „4908 ----“ სეს ესნ კოდისა, განესაზღვრა „3926 ---“ სეს ესნ კოდი.
ამასთან,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „3926“ სეს ესნ კოდში შემავალი საქონლის საბაჟო ღირებულება იბეგრება იმპორტის გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით, შესაბამისად საქონელი დაიბეგრა იმპორტის გადასახადით.
ასევე ,გადასახადის გადამხდელს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით ჯარიმა,რადგან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას.
გადაწყვეტილება
საჩივარში აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 197(1); 302(6);
ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის:22; 13; 35(1„3“„4“); 163(1); 167(1);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“მე-3 მუხლი;