ბრძანება N 23035

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 07.08.2020
№ დოკუმენტი 23035
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 23035

07/08/2020

შპს --------------------------

(მის.: ---------------------- )

2020 წლის 22 ივნისის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 17 ივლისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს ----- ს №51523/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 19 დეკემბრის №077-36 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში ნაღდი ფულადი საშუალებების ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას და შესაბამისად დაბეგვრას.

2. გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 18 სექტემბრის №32258 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს ----- ს საქმიანობის სრული გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 16 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, ხოლო ამავე წლის 19 დეკემბერს გამოიცა №44572 ბრძანება და №077-36 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 282543 ლარი, მათ შორის გადასახადი 155558 ლარი, ჯარიმა 101574 ლარი, საურავი 25411 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ 2020 წლის 08 იანვრის საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხველი სმფ-ის გამოვლენის და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ის დანაკლისის შემოწმების მიერ დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ნაწილში. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 01 აპრილის №9901 ბრძანებით, რომელიც არ გასაჩივრებულა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება, თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჩივარში წარმოდგენილი სადავო საკითხები არ ყოფილა გასაჩივრებული 2019 წლის 19 დეკემბრის №077-36 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილ ვადაში 2020 წლის 08 იანვარს წარმოდგენილი საჩივრით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხებთან მიმართებით საჩივარი წარმოდგენილია კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ და მითითებულ ნაწილში თანხები აღიარებულია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტები, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და 301-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- ს საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში ნაღდი ფულადი საშუალებების ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას და დაბეგვრას.

2. გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას სსკ-ს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საწარმოს საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხველი სმფ-ის გამოვლენის და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ის დანაკლისის შემოწმების მიერ დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ნაწილში. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 01 აპრილის ბრძანებით, რომელიც არ გასაჩივრებულა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო საკითხებთან მიმართებით საჩივარი წარმოდგენილია კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ და მითითებულ ნაწილში თანხები აღიარებულია. სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების სსკ-ს 301-ე მუხლის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტები, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301,,ე”; 301,,ლ“