გადაწყვეტილება №21250/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 27.02.2024
№ დოკუმენტი 21250/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 21250/2/2023

27 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------6.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21250/2/2023).

 

დავის საგანი:

1. კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის კვეთის გადაზიდვის მომსახურების გაწევად განხილვა და შედეგად მიღებული შემოსავლის (სხვაობა) დირექტორზე

გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. სასაქონლო ზედნადებებში კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ნომრების სატრანსპორტო საშუალებების გრაფაში მითითების შემთხვევების სატრანსპორტო მომსახურების გაწევად განხილვა;

3. ხორბლისა და ქერის დათესვის შედეგად გამოვლენილ სხვაობის რეალიზებულად განხილვა;

4. დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №024-92 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4994 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 1 382 749 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 751 496

დღგ - 88 227

მოგების გადასახადი - 250 289

საშემოსავლო გადასახადი - 412 980

ჯარიმა - 368 716

საურავი - 262 537

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით ტვირთების ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა საქართველოს ტერიტორიასა და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ხორბლის, ქერის, მზესუმზირის იმპორტი ----------, ადგილობრივი შეძენა და შემდგომი რეალიზაცია. ასევე, ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე არმატურის შესყიდვას და შემდგომ რეალიზაციას. შესამოწმებელ პერიოდში --------- და -რაიონში -----------იჯარით აქვს აღებული მიწის ნაკვეთები და თესავს ხორბალსა და ქერს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 მაისის №16881 ბრძანებით მოცული საკითხებისა, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №33879 ბრძანება და №024-92 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4994 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად: დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემებით და შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №--------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4994 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 15.03.2023 წელს და გაცნობა ფიქსირდება იმავე დღეს 15.03.2023 წელს. შესაბამისად, სადავო აქტის გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 4 აპრილი (სამშაბათი), ხოლო, საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 2023 წლის 6 ნოემბერს, სადავო აქტის გასაჩივრებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.

ამგვარად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და ამასთან, არ იკვეთება დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის კვეთის გადაზიდვის მომსახურების გაწევად განხილვა და შედეგად მიღებული შემოსავლის (სხვაობა) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. სასაქონლო ზედნადებებში კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ნომრების სატრანსპორტო საშუალებების გრაფაში მითითების შემთხვევების სატრანსპორტო მომსახურების გაწევად განხილვა;

3. ხორბლისა და ქერის დათესვის შედეგად გამოვლენილ სხვაობის რეალიზებულად განხილვა;

4. დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო აქტის გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 4 აპრილი (სამშაბათი), ხოლო, საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 2023 წლის 6 ნოემბერს, სადავო აქტის გასაჩივრებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დარჩეს განუხილველი;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:301(ე);305(1);