ბრძანება N 32086
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32086
20 .12. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ -------------------ას (პ/ნ ------------------)
(მის.: -------------------------------------------)
2023 წლის 30 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა ფ/პ -------------------ას (პ/ნ ------------------) 2023 წლის 30 ნოემბრის №85627/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ნოემბრის ID: 13711537 შესაგებელთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს უარის თქმის თაობაზე. განმარტავს, რომ მან უძრავი ქონება შეიძინა შპს „---------სგან“, რომელსაც გადაუხადა ავანსის სახით სრული ღირებულება და შესაბამისად, გადახდილი ავანსის საფუძველზე ეკუთვნის დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, აღნიშნავს, რომ შეძენის მომენტისთვის გადამოწმებულ იქნა შპს „----------ოს“ იურიდიული დოკუმენტაცია და დადასტურდა, რომ მოცემულ პერიოდში პარტნიორებს შორის რაიმე სახის დავა არ ფიქსირდებოდა, რის საფუძველზეც განახორციელა თანხის გადახდა. აცხადებს, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და რეგისტრაცია მოხდა შპს „-------ოს“ დირექტორის ---------------ის მიერ, რომელსაც გააჩნია მოქმედი მინდობილობა და შესაბამისად, უძრავი ქონების გასხვისების კანონიერი უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელდა ფ/პ -------------------ას (პ/ნ ------------------) 2023 წლის 20 ნოემბრის მოთხოვნის (ID ------) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის თანახმად, ფ/პ -------------------ას (პ/ნ ------------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია სამშენებლო კომპანიის მიერ, შეძენილი უძრავი ქონების სრული ღირებულების გადახდის საფუძველზე, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლის შედეგად.
ფ/პ -------------------ას (პ/ნ ------------------) 2023 წლის 30 ნოემბერს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის საფუძველზე „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ:
ა) „მოთხოვნა“ წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, ამ თავის მიზნებისთვის ითვლება, რომ „მოთხოვნა“ წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ, თუ ის წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (www.rs.ge) ან/და დაინტერესებული შესაბამისი პირის განცხადება (გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა) მიღებულია და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ;
ბ) გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილში);
გ) „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები;
დ) „მოთხოვნაში“ არ არის განმარტებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის წარმოშობის საფუძველი;
ე) შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი);
ვ) ამ ინსტრუქციის 132 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელმა მოითხოვა ექსპორტზე გატანილი საქონლის ღირებულების 18%-ზე მეტი ოდენობით ზედმეტად გადახდილი თანხა;
ზ) მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატება დასკვნის შედგენის დღისთვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო ორგანოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიმართვისას, გადამხდელი ამავე ფორმით თანხმობას განაცხადებს საგადასახადო ორგანოს მხრიდან შესაბამისი პროცედურების განხორციელებაზე, აღნიშნულ სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხებთან დაკავშირებით. ამასთან, ამ ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში გადასახადის გადამხდელის პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში კი გაეგზავნება შესაგებელი);
თ) გადამხდელმა მოითხოვა დეკლარაციის წარდგენის გადავადება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად (გადავადების პერიოდში გადავადებული საგადასახადო დეკლარაციის წარმოდგენამდე);
ი) „მოთხოვნის“ წარმოდგენამდე გადამხდელის მიმართ გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და დანიშნულია/მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება;
კ) გადამხდელის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი საგადასახადო ორგანოა) ან/და გადამხდელი იმყოფება რესტრუქტურიზაციის რეჟიმში;
ლ) „მოთხოვნა“ მოიცავს შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 29 ივლისის №21655 ბრძანებით დამტკიცებული „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით შესამცირებლად გაანგარიშებული ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების შესახებ“ პროცედურული სახელმძღვანელოს მიხედვით შესასწავლ დეკლარაციაში შესამცირებლად გაანგარიშებულ (ზედმეტად გადახდილ) თანხას და მიღებულია გადაწყვეტილება დეკლარაციის საგადასახადო შემოწმების თაობაზე;
მ) გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საქმეში არსებულ მასალებს და ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
. ფ/პ -------------------ას პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხა წარმოშობილია შპს „--------სთვის“ ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით გადახდილი ავანსის საფუძველზე გამოწერილი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურებით კუთვნილი დღგ-ის თანხის ჩათვლით. აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ შემოსავლების სამსახურში შემოსულია შპს „------ოს“ განცხადება სადაც აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირის მიერ შეძენილ უძრავ ქონებაზე მიმდინარეობს სამოქალაქო დავა (შპს „-------ოს“ დირექტორი -------ა ედავება კომპანიის მეორე დირექტორს ---------ს, რომ მან -------ას გარეშე განახორციელა გარკვეული შეუთანხმებელი ქმედებები ხსენებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მაშინ როდესაც ----------ს ამის კანონიერი უფლებამოსილება არ გააჩნდა).
. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე 2023 წლის 7 დეკემბრის №2/26056-23 განჩინებაში მითითებულია, რომ:
,,მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვინაიდან მინდობილობა ელექტრონულ რეესტრში კვლავ ფიქსირდება აქტიურად,--------ი მოქმედებს შპს „---------ოს“ სრულუფლებიანი დირექტორის სახელით და ახდენს კომპანიის სახელით სხვადასხვა გარიგებების დადებას, რაც ზიანს აყენებს კომპანიას, რამაც შეიძლება გაკოტრებამდეც მიიყვანოს იგი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საფუძვლიანი, დასაბუთებული და სასარჩელო მოთხოვნათა პროპორციულია, რის შესაბამისადაც მიზანშეწონილია შუამდგომლობის დაკმაყოფილება, კერძოდ, სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული აკრძალვით, ერთის მხრივ, სარჩელის უზრუნველყოფის და დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, დაცულ იქნება მოსარჩელის კანონიერი ინტერესი და მეორეს მხრივ-არ მოხდება მოპასუხე მხარის ასევე კანონიერი ინტერესების უპირობა და ცალსახა შელახვა.“
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 დეკემბრის №2/26056-23 განჩინებით:
1. მოსარჩელე შპს ,,--------ოს“ (წარმომადგენელი -------ი) შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებს შესახებ, დაკმაყოფილდა;
2. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე --------ს აეკრძალოს შპს „-------------ოს“ დირექტორის --------ას მიერ --------------ის სახელზე 20.12.2022 წელს გაცემული №------- რწმუნებულების გამოყენება და შპს „-------ოს“ სახელით 20.12.2022 წელს გაცემული №------ მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორცილება.“
. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წერილით ირკვევა, რომ შპს ,,--------ოს“ (ს/ნ --------) დირექტორ --------ას 2023 წლის 15 აგვისტოს განცხადების საფუძველზე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №------- საქმეზე, შპს ,,------------ს“ 50%-იანი წილის მფლობელის და ამავდროულად დირექტორის ---------ის მხრიდან შპს ,,------------ს“ მიმართ განხორციელებული შესაძლო თაღლითობის ფაქტზე.
. ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარმოდგენის თარიღით, არ არის წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტი ფ/პ -------------------სა და შპს „-------------ს“ შორის, რითაც დადასტურდებოდა ფ/პ ----------ას მიერ შპს „------------ის“ ავანსის სახით თანხის გადახდის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ -------------------ას (პ/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს უარის თქმის თაობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელდა მომჩივანის 2023 წლის 20 ნოემბრის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის თანახმად, მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია სამშენებლო კომპანიის მიერ, შეძენილი უძრავი ქონების სრული ღირებულების გადახდის საფუძველზე, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლის შედეგად.
მომჩივანს 2023 წლის 30 ნოემბერს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის საფუძველზე „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1) ; 65;