ბრძანება N 21566
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21566
01 ოქტომბერი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2026 წლის 16 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 16 სექტემბრის №162084/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 აგვისტოს №050-18 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 თებერვლის №2169 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 თებერვლის №2169 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, დებიტორული დავალიანების ნაშთის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 თებერვლის №2169 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 17 აგვისტოს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 11 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 220 240 ლარით, მათ შორის გადასახადი 146 826 ლარი და ჯარიმა 73 413 ლარი.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 19 აგვისტოს №050-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 471 744 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 236 418 ლარი
დღგ - (-0.22)
საშემოსავლო გადასახადი - 236 418
ჯარიმა - 118 209
საურავი - 117 116
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:
გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა სააღრიცხვო პროგრამა „ორისი“, სადაც ფიქსირდება დებიტორული დავალიანების საწყისი და საბოლოო ნაშთები, ამასთან წარმოადგინა რამდენიმე პირთან შედგენილი შედარების აქტები, თუმცა აღნიშნული წარმოდგენილია მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის ბოლო მონაცემებზე (არ არის წარმოდგენილი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული მონაცემები). ამასთან, დებიტორული დავალიანების საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით დამატებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, როგორც აღნიშნული პირებისგან, ასევე სხვა პროგრამაში დაფიქსირებული დებიტორებისგან 2022 წლის პირველი იანვრისა და 2025 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით არსებულ დავალიანებებზე. აღნიშნული პირებისგან წარმოდგენილი მონაცემები რიგ შემთხვევებში დაემთხვა გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულ მონაცემებს, თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მესამე პირები ახსნა-განმარტების სახით აფიქსირებდნენ, რომ შპს „------“ მიმართ დავალიანება არ გააჩნდათ, ხოლო გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულად დავალიანება უფიქსირდებოდა. შედეგად, შემოწმების მიერ, ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული იქნა იმ დებიტორების მონაცემები რომლებიც ადასტურებდნენ შპს „-------“ მიერ წარმოდგენილ მონაცემებს. შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს გადაანგარიშების პროცესში ჯეროვნად არ გამოუკვლევია/შეუფასებია საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რის გამოც საწარმოს აქტით დარიცხული გადასახადები შეუმცირდა არასწორად. დამატებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ არც აქტში და არც დასკვნაში არ არის მითითებული, თუ რა წარმოადგენს საწარმოს განკარგვად თანხას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა, მისი მონაწილეობით, შეისწავლოს იმ პირთა ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული ფაქტები, რომლებიც უარყოფენ საწარმოს მიმართ დავალიანების არსებობას და დავალიანების დადასტურების შემთხვევაში, ითხოვს დარიცხული გადასახადების კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახური მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დებიტორული დავალიანების საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმ პირთა ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, რომელთა დავალიანების თაობაზე არ ყოფილა წარდგენილი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან, კერძოდ, დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმ პირთა ნოტარიულად დამოწმებული ახსნაგანმარტებები, რომელთა დავალიანების თაობაზე არ ყოფილა წარდგენილი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დარიცხული გადასახადების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელმა წარმოადგინა დებიტორული დავალიანების საწყისი და საბოლოო ნაშთები, ამასთან წარმოადგინა რამდენიმე პირთან შედგენილი შედარების აქტები, თუმცა აღნიშნული წარმოდგენილია მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის ბოლო მონაცემებზე ამასთან, დებიტორული დავალიანების საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, შემოწმების მიერ სსკ-ის 70-ე მუხლით დამატებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, როგორც აღნიშნული პირებისგან, ასევე სხვა პროგრამაში დაფიქსირებული დებიტორებისგან 2022 წლის პირველი იანვრისა და 2025 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით არსებულ დავალიანებებზე. აღნიშნული პირებისგან წარმოდგენილი მონაცემები რიგ შემთხვევებში დაემთხვა გადამხდელის ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულ მონაცემებს, თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მესამე პირები ახსნა-განმარტების სახით აფიქსირებდნენ, რომ გადამხდელის მიმართ დავალიანება არ გააჩნდათ, ხოლო გადამხდელს ბუღალტრულად დავალიანება უფიქსირდებოდა. შედეგად, შემოწმების მიერ, ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული იქნა იმ დებიტორების მონაცემები რომლებიც ადასტურებდნენ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს. შედეგად მომჩივანს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დებიტორული დავალიანების საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმ პირთა ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, რომელთა დავალიანების თაობაზე არ ყოფილა წარდგენილი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),101,154.