ბრძანება N 24046

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.09.2023
№ დოკუმენტი 24046
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24046

29 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 31 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №99) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №147505/21 საჩივარი, რომელიც ეხება 2023 წლის 14 ივლისის №------- საქონლის საბაჟო დეკლარაციიაში მითითებული მონაცემის (სეს ესნ) სისწორეს და საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 24 ივლისის №13058992 შეტყობინებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მათ მიერ შემოტანილი პროდუქცია ------- არის იტალიური წარმოშობის და მისი სასაქონლო კოდი არის -------, რაც მითითებულია იტალიის შესაბამისი სამსახურის ექსპორტის დეკლარაციიაში, ევრო-1 სერთიფიკატში და ინვოისში. შესაბამისად გაურკვევლად მიაჩნია, რატომ მოხდა ახალი სასაქონლო კოდის განსაზღვრა საბაჟო სამსახურის მიერ.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს 2023 წლის 24 ივლისის №13058992 შეტყობინების ბათილად ცნობას და 2023 წლის 14 ივლისის №------- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში საქონლის სეს ესნ კოდად ------- მითითებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 14 ივლისს შპს „-------“ (ს/ნ ------) მიერ №------- საბაჟო დეკლარაციით დადეკლარირდა ------- „-------“. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესებისა და ნომენკლატურის სტრუქტურის შესაბამისად, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, აღნიშნული საქონელი კლასიფიცირდა ------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

ვინაიდან „-------“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ზემოაღნიშნული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დღგ-ით და შპს „-------“ (ს/ნ -------) №------- საბაჟო დეკლარაციით იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 5687.25 ლარის ოდენობით, რაც ეცნობა 2023 წლის 24 ივლისის №13058992 შეტყობინებით. აღნიშნული შეტყობინებით ასევე ეცნობა, რომ დღგ – 5687.25 ლარის ოდენობით გადაიხდება სახაზინო კოდზე: 10100100, ხოლო მომსახურების საფასური 403,75 ლარის ოდენობით (გაფორმების ეკონომიკური ზონაში სასაქონლო ოპერაციების განხორციელება - 400 ლარი; დაინტერესებული პირის მოთხოვნით გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვა და ჩატვირთვა - 3,75 ლარი) - სახაზინო კოდზე: 707017021-ზე, ხოლო გადახდის ბოლო ვადაა 29.07.2023 წელი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ პუნქტით დადგენილია, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებულია სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს, რომ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიება გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებულ ღონისძიებს.

ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე3 მუხლი პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით ... ამავდროულად, სასაქონლო კარების და ჯგუფების შენიშვნები მოიცავს/ითვალისწინებს შესაბამისი პოზიციის განმარტებებს (პრაქტიკული ინსტრუქცია საქონლის იდენტიფიკაციისათვის), სადაც წარმოდგენილია პროდუქტების ჩამონათვალი აღწერილობით, რომელიც კლასიფიცირდება ან გამორიცხულია კონკრეტული სასაქონლო პოზიციიდან/კოდიდან. ამასთან, სასაქონლო პოზიციის განმარტებებში არსებული „გამორიცხვები“ იძლევა მითითებას, საქონლის აღწერილობის გათვალისწინებით რომელ სასაქონლო პოზიციაში უნდა მოხდეს კონკრეტული საქონლის კლასიფიცირება.

სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფის (ფარმაცევტული პროდუქცია) შენიშვნების პირველი პუნქტით განსაზღვრულია საქონლის ჩამონათვალი, როდესაც რიგი საქონელი გამოირიცხება აღნიშნული ჯგუფიდან და კლასიფიცირდება სხვა სასაქონლო კოდში. ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება ------- სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე.

დადგენილია, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ დეკლარირებული საქონელი წარმოადგენს ვაგინალურ სანთელს, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესებისა და ნომენკლატურის სტრუქტურის შესაბამისად, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კლასიფიცირდა ------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) შესაბამისად, ------- პოზიცია მოიცავს: საშუალებები, პარსვამდე, პარსვის დროსა ან პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი, ინდივიდუალური დანიშნულების დეზოდორანტები, შედგენილობები აბაზანის მისაღებად, თმების მოსაცილებელი და სხვა საპარფიუმერიო, კოსმეტიკური ან ტუალეტის საშუალებები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი; დეზოდორანტები სათავსოებისათვის, არომატიზებული ან არაარომატიზებული, მადეზინფიცირებელი თვისების მქონე ან არმქონე: -

– ------- სეს ესნ კოდში კი ჩართულია -– დანარჩენი.

მომჩივნის მოთხოვნით საქონელი ჩართული უნდა იყოს ------- სეს ესნ კოდში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) შესაბამისად, ------- პოზიცია მოიცავს: სამკურნალო საშუალებები (------- სასაქონლო პოზიციის სამკურნალო საშუალებების გარდა), შედგენილი შერეული ან შეურეველი პროდუქტებისაგან თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებით გამოსაყენებლად, დაფასოებული დოზირებული სამკურნალო ფორმების სახით (ტრანსდერმალური სისტემების ფორმით სამკურნალო საშუალებების ჩათვლით) ან საფუთავებში საცალო გაყიდვისათვის: -

------- სეს ესნ კოდში კი ჩართულია – სამკურნალო საშუალებები დანარჩენი, ვიტამინებისა ან ------- სასაქონლო პოზიციის სხვა პროდუქტების შემცველობით.

იმის გათვალისწინებით, რომ საქონელი (------- „-------“) არის სამედიცინო დანიშნულების საგანი და არა სამკურნალო საშუალება, ის სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფში (ფარმაცევტული პროდუქცია) არ ჩაირთვება და მისი ------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირება მართლზომიერია

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას 2023 წლის 24 ივლისის №13058992 შეტყობინების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საინფორმაციო ხასითის მქონე წერილს, რომლითაც დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა, სახაზინო კოდი სადაც ხდება ამ თანხის გადახდა და ბოლო ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს თანხის გადახდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საჩივრის ავტორი ითხოვს საბაჟო დეკლარაციაში საქონლის სეს ესნ კოდის განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ორგანიზაციის მიერ საბაჟო დეკლარაციით დადეკლარირდა საქონელი.

ვინაიდან აღნიშნული საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ზემოაღნიშნული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დღგ-ით და ორგანიზაციას საბაჟო დეკლარაციით იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ და მომსახურების საფასური.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 34; 35

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 173(ბ)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №275