გადაწყვეტილება №19900/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 23.06.2023
№ დოკუმენტი 19900/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19900/2/2023

23.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 6.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19900/2/2023).

 

დავის საგანი:

უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №001-248 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6244 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 341 936,08 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 207 919

დღგ - 202 102

საშემოსავლო გადასახადი - 5 817

ჯარიმა - 59 048

საურავი - 74 969,08

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 18 უძრავი ქონება. ასევე, შეძენილი და რეალიზებული აქვს 12 უძრავი ქონება სხვადასხვა პირებზე. შედეგად, უძრავი ქონების როგორც დაბრუნება, ისე რეალიზაცია ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი (18.03.2019 წელი).

მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №001-248 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6244 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 11.05.2023 წლის №19457/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №---------- წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში კუთვნილებისამებრ გადმოიგზავნა ფ/პ --------- (პ/ნ --------) 1.06.2023 წლის №81418/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6244 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №001-248 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6244 ბრძანება 20.04.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 11.05.2023 წლის №19457/2/2023 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №---------- წერილით, საჩივარი შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6244 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში, კუთვნილებისამებრ გადმოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭომ მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 18 უძრავი ქონება. ასევე, შეძენილი და რეალიზებული აქვს 12 უძრავი ქონება სხვადასხვა პირებზე. შედეგად, უძრავი ქონების როგორც დაბრუნება, ისე რეალიზაცია ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი (18.03.2019 წელი). მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6244 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დარჩეს განუხილველი;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

301(ზ);304(1დ)