გადაწყვეტილება №24229/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24229/2/2024
18 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 31.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24229/2/2024).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 5.08.2024 წლის №18043 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აგვისტოს ID:33572033 გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23142 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 ოქტომბრის №23294 ბრძანება.
სადავო საკითხები:
1. შემოსავლების სამსახურის 5.08.2024 წლის №18043 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 3 ივლისს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თხოვნით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 15 ივლისის ID---------- გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება 2024 წლის 15 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 5.08.2024 წლის №18043 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, შემოსავლების სამსახურის 5.08.2024 წლის №18043 ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით შეისწავლა სადავო საკითხი და მიიჩნია, რომ არ არსებობს კომპანიის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად მიჩნევის საფუძველი.
შემოსავლების სამსახურის 5.08.2024 წლის №18043 ბრძანების აღსრულების შედეგები 2024 წლის 15 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 30 აგვისტოს №19639 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 2.09.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 27.09.2024 წლის №23836/2/2024 გადაწყვეტილებით (დოკუმენტის გამოცემის თარიღი: 2.10.2024 წელი) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №19639 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 31 ოქტომბრის №23294 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე და 302-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 სექტემბრის №23836/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია და მიწვეულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე, მაგრამ მომჩივანმა უარი განაცხადა დასწრებოდა და მონაწილეობა მიეღო საჩივრის განხილვის პროცესში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აგვისტოს №18043 ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით შეისწავლა სადავო საკითხი კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საინფორმაციო ბარათში მონიშნული აქვს აქტივობის სტატუსში „უმოქმედო“. ასევე, 2024 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით უფიქსირდებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 186 820 ლარი. საწარმოს დასადასტურებლად მიღებული აქვს რეგისტრაციის დღიდან დღემდე 10 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა თანხით 26 749 ლარი, სადაც დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის 457 ლარი. გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ არ არსებობდა კომპანიის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად მიჩნევის საფუძველი. აღნიშნულის შესახებ გადასახადის გადამხდელს ეცნობა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აგვისტოს №---------- გადაწყვეტილებით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მათ მიერ დამატებით განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია კომპანიის დირექტორთან, რათა მომხდარიყო სადავო საკითხის განხილვა მისი უშუალო მონაწილეობით, რაზეც გადასახადის გადამხდელმა თანხმობა განაცხადა, თუმცა სადავო საკითხის განხილვისას დირექტორი არ გამოცხადდა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ კომპანიის დირექტორისთვის ცნობილია აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შესახებ და მიეცა რეკომენდაცია, დაფაროს აღნიშნული საგადასახადო დავალიანება, ისარგებლოს დავალიანების გადახდევინების გრაფიკით ან გააფორმოს საგადასახადო შეთანხმება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აგვისტოს №18043 ბრძანება აღსრულებულია და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის (ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებით) 2024 წლის 5 აგვისტოს №18043 ბრძანების შესაბამისად, კომპანიის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება. სამწუხაროდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ისევ არ გამოიკვლია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და უარი უთხრათ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. ასევე, შემოსავლების სამსახურმა, ყოველგვარი ახალი გარემოების დადგენის გარეშე, კვლავ უთხრათ უარი მხოლოდ იმიტომ, რომ საწარმოს გააჩნია დავალიანება. თუმცა, შემოსავლების სამსახურს ისიც კი არ გამოუკვლევია თუ როდის წარმოიშვა აღნიშნული დავალიანება.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს წერილი არის უკანონო და საწარმოს უნდა მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, ვინაიდან სხვა პირობებში კომპანიაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩათვლა ტექნიკურად ვერ განხორციელდება. კერძოდ, 2024 წლის 1 მარტს შპს „----------“ მიერ 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდზე გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხები საწარმოს აქვს გადახდილი ნაღდი ანგარიშსწორებით), ჯამში 26 630 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული ოპერაციების პერიოდი მოიცავს შესამოწმებელ პერიოდს. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები იქნა გამოწერილი შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ, თუმცა მასში ასახული თანხები/ოპერაციები მოიცავს შესამოწმებელ პერიოდს, საწარმოს უნდა მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, რათა შეძლოს ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხების ჩათვლა. შემოსავლების სამსახურმა ფაქტობრივად წაართვა გადასახადის გადამხდელს კანონიერი დღგ-ის ჩათვლის უფლება, რომლის თანხა არის დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 ოქტომბრის №23294 ბრძანება და 30 ოქტომბრის №23142 ბრძანება და საწარმოს მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, რათა კომპანიამ შეძლოს კანონიერი დღგ-ის ჩათვლის უფლება, რომლის ოპერაცია მომსახურების გაწევის მიერ არის დაბეგრილი და აღნიშნული მომსახურების თანხები საწარმოს სრულად აქვს გადახდილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 5.08.2024 წლის №18043 ბრძანებით, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭება.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აგვისტოს №18043 ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით შეისწავლა სადავო საკითხი გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას საინფორმაციო ბარათზე აქტივობის სტატუსში მონიშნული აქვს „უმოქმედო“. ამასთან, 2024 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, მომჩივანს უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 186 820 ლარი. საწარმოს დასადასტურებლად რეგისტრაციის დღიდან დღემდე მიღებული აქვს 10 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა თანხით 26 749 ლარი, სადაც დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის 457 ლარი. მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ არ არსებობდა კომპანიის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად მიჩნევის საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოს 27.09.2024 წლის №23836/2/2024 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია და მიწვეულ იქნა შემოსავლების სამსახურის სხდომაზე, მაგრამ მომჩივანმა უარი განაცხადა დასწრებოდა და მონაწილეობა მიეღო საჩივრის განხილვის პროცესში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად განიხილა დაბრუნებული საჩივარი, დამატებით შეისწავლა სადავო საკითხი, შეაფასა მხარეთა არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აგვისტოს №18043 ბრძანება აღსრულებულია და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 ოქტომბრის №23294 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 8 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში წარადგინა განმეორებითი განცხადება (ID:----------) კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აგვისტოს ID:33572033 გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება 2024 წლის 22 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 19.09.2024 წლის №20571 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 20.09.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 27.09.2024 წლის №23970/2/2024 გადაწყვეტილებით (დოკუმენტის გამოცემის თარიღი: 2.10.2024 წელი) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 19.09.2024 წლის №20571 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 30 ოქტომბრის №23142 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე, 302-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 სექტემბრის №23970/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია და მიწვეულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე, მაგრამ მომჩივანმა უარი განაცხადა დასწრებოდა და მონაწილეობა მიეღო საჩივრის განხილვის პროცესში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლზე, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველ, მე-2 მუხლებზე და დღგ-ის ჩათვლის თაობაზე გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების მე-8 მუხლის 41 პუნქტზე, რომლის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ან შემოწმებულ პერიოდზე, თუ იდენტიფიცირდება მიღებული (დასადასტურებელი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც მითითებული დასაბეგრი ოპერაციის პერიოდი (თვე) მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ, დასაშვებია, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეისწავლის აუდიტის დეპარტამენტი, გადასახადის გადამხდელს მიეცეს უფლება დაადასტუროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების მე-8 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ან შემოწმებულ პერიოდზე, თუ იდენტიფიცირდება მიღებული (დასადასტურებელი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც მითითებული დასაბეგრი ოპერაციის პერიოდი (თვე) მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ, დასაშვებია, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეისწავლის აუდიტის დეპარტამენტი, გადასახადის გადამხდელს მიეცეს უფლება დაადასტუროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 24.11.2022 წელს და იმავე დღეს რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. კომპანიის დირექტორთან სატელეფონო კომუნიკაციით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა შერეული საქონლის იმპორტი და რეალიზაცია, თუმცა ამ მომენტისთვის კომპანიას არ უფიქსირდება აქტიური სამეწარმეო საქმიანობა, არ წარუდგენია ახსნაგანმარტება ეკონომიკური საქმიანობის შესახებ და სხვა საჭირო დოკუმენტაცია. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 190 735 ლარი. ამასთან, საწარმოს წარდგენილი აქვს 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით საშემოსავლო და მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები, სადაც დასაბეგრი თანხა ყველა შემთხვევაში ნულის ტოლია. რეგისტრაციის დღიდან საწარმოს დასადასტურებლად მიღებული აქვს 10 საგადასახადო ანგარიშფაქტურა თანხით 26 749 ლარი, სადაც დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის 457 ლარი. მომჩივანს საინფორმაციო ბარათში აქტივობის სტატუსში მონიშნული აქვს „უმოქმედო“. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის არამიზნობრივად გამოყენების და საგადასახადო რისკების პრევენციის მიზნით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №32086 ბრძანების შესაბამისად, კომპანიას უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.11.2024 წლის №---------- წერილის შესაბამისად, კომპანიის დირექტორისთვის ცნობილია აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შესახებ. მომჩივანს მიეცა რეკომენდაცია, დაფაროს აღნიშნული დავალიანება, ისარგებლოს დავალიანების გადახდევინების გრაფიკით ან გააფორმოს საგადასახადო შეთანხმება.
აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოს 27.09.2024 წლის №23970/2/2024 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია და მიწვეულ იქნა შემოსავლების სამსახურის სხდომაზე, მაგრამ მომჩივანმა უარი განაცხადა დასწრებოდა და მონაწილეობა მიეღო საჩივრის განხილვის პროცესში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად განიხილა დაბრუნებული საჩივარი, დამატებით შეისწავლა სადავო საკითხი, შეაფასა მხართა არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23142 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 24.11.2022 წელს და იმავე დღეს რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. კომპანიის დირექტორთან სატელეფონო კომუნიკაციით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა შერეული საქონლის იმპორტი და რეალიზაცია, თუმცა ამ მომენტისთვის კომპანიას არ უფიქსირდება აქტიური სამეწარმეო საქმიანობა, არ წარუდგენია ახსნაგანმარტება ეკონომიკური საქმიანობის შესახებ და სხვა საჭირო დოკუმენტაცია. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 190 735 ლარი. ამასთან, საწარმოს წარდგენილი აქვს 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით საშემოსავლო და მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები, სადაც დასაბეგრი თანხა ყველა შემთხვევაში ნულის ტოლია. რეგისტრაციის დღიდან საწარმოს დასადასტურებლად მიღებული აქვს 10 საგადასახადო ანგარიშფაქტურა თანხით 26 749 ლარი, სადაც დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის 457 ლარი. მომჩივანს საინფორმაციო ბარათში აქტივობის სტატუსში მონიშნული აქვს „უმოქმედო“. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის არამიზნობრივად გამოყენების და საგადასახადო რისკების პრევენციის მიზნით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №32086 ბრძანების შესაბამისად, კომპანიას უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.11.2024 წლის წერილის შესაბამისად, კომპანიის დირექტორისთვის ცნობილია აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შესახებ. მომჩივანს მიეცა რეკომენდაცია, დაფაროს აღნიშნული დავალიანება, ისარგებლოს დავალიანების გადახდევინების გრაფიკით ან გააფორმოს საგადასახადო შეთანხმება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას: