ბრძანება N 22012
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 22012
31/07/2020
შპს -----
(მის: ქ. -------)
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 06 თებერვლის და 2020 წლის 22 ივლისს გამართულ სხდომებზე (ოქმი №6 და №51) განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 12 ნოემბრის №47308/1/2019 და 14 ნოემბრის №235357/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 16 ოქტომბრის №094-191 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება კორექტირების შედეგებს, კერძოდ, ელექტროენერგიის წარმოების დროს გამოვლენილი დანაკარგების საფუძვლით განხორციელებულ დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 ოქტომბრის №30737 ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ----- ს საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს ----- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ელექტროენერგიის წარმოების დროს დანაკარგის ოდენობის დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ელექტროენერგიის წარმოების დროს დანაკარგის ოდენობა. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 ოქტომბრის №30737 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 03 ოქტომბერს გამოიცა დასკვნა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 მაისის N12665 ბრძანებით გამოცემული გადაწყვეტილების შესაბამისად არ განხორციელდა შემოწმების მიერ დარიცხული თანხების კორექტირება.
გამოცემული დასკვნის თანახმად ირკვევა:
დასკვნის მიხედვით, საზოგადოებამ წარადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გაცემული პასუხი წერილზე (სადაც შპს ----- კითხვით მიმართავს აღნიშნულ ექსპერტიზის ბიუროს შესაძლებელია თუ არა მათ მიერ ელექტროენერგიის წარმოების დროს გამოვლენილი დანაკარგების ოდენობის განსაზღვრა), სადაც მითითებულია, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, საჭიროა განისაზღვროს ელ. მოწყობილობების, დანადგარების ტექნიკური მდგომარეობა და პარამეტრები. აღნიშნულისათვის საჭირო ტექნიკურ- მატერიალური ბაზა დღეის მდგომარეობით ბიუროს არ გააჩნია, შესაბამისად წერილში დასმულ კითხვაზე ვერ გაეცა პასუხი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საზოგადოების მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იყო მიჩნეული აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძვლად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 ნოემბრის №41212 ბრძანებით განისაზღვრა ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგი, რომელიც „ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 12 მარტის №7461 ბრძანებით გამოცხადდა ძალადაკარგულად და ამავე ბრძანებით ახლებურად განისაზღვრა ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგი.
შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 12 მარტის №7461 ბრძანების შესაბამისად, რეგულირებული საწარმოების (მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატების და მცირე ელექტროსადგურების) მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის, ამავე კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით პერიოდულად წარდგენილ ანგარიშში ასახული ინფორმაცია სასადგურე დანაკარგების შესახებ დაბეგვრის მიზნებისათვის, უნდა ჩაითვალოს შესაბამისი გადასახადის გადამხდელისათვის ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ელექტროენერგიის წარმოების დროს დანაკარგის ოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 12 მარტის №7461 ბრძანებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს ----- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ელექტროენერგიის წარმოების დროს დანაკარგის ოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 12 მარტის №7461 ბრძანებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3.დანარჩენ ნაწილში გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას, კერძოდ, ელექტროენერგიის წარმოების დროს გამოვლენილი დანაკარგების საფუძვლით განხორციელებულ დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა დასკვნა, რომლის თანახმად არ განხორციელდა შემოწმების მიერ დარიცხული თანხების კორექტირება.
გამოცემული დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ საზოგადოებამ წარადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გაცემული პასუხი წერილზე. სადაც საწარმო კითხვით მიმართავს აღნიშნულ ექსპერტიზის ბიუროს შესაძლებელია თუ არა მათ მიერ ელექტროენერგიის წარმოების დროს გამოვლენილი დანაკარგების ოდენობის განსაზღვრა, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნულისათვის საჭირო ტექნიკურ-მატერიალური ბაზა დღეის მდგომარეობით ბიუროს არ გააჩნია, შესაბამისად წერილში დასმულ კითხვაზე ვერ გაეცა პასუხი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საზოგადოების მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იყო მიჩნეული აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძვლად.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ელექტროენერგიის წარმოების დროს დანაკარგის ოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 12 მარტის №7461 ბრძანებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 12 მარტის №7461 ბრძანებას