გადაწყვეტილება №22462/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.08.2024
№ დოკუმენტი 22462/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22462/2/2024

16 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 1.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22462/2/2024).

 

დავის საგანი:

იმპორტირებულ საქონელზე სასაქონლო-ნომენკლატურული კოდის განსაზღვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №13935409 შეტყობინება;

2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3499 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

სადავო საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის 19 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე, ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ის მიერ შევსებულ იქნა №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეულ იქნა საქონელი ---------- (ჰიპერტონული ზღვის წყლის ხსნარი ცხვირის ღრუს გასაწმენდად).

შესაბამისად, 2023 წლის 19 დეკემბრის №---------- მითითებული საქონლის დეკლარირება განხორციელდა სეს ესნ-ის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში და დეკლარირებულ საქონელს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ) 8 668.89 ლარის ოდენობით.

აღნიშნული საბაჟო დეკლარაციის შეფასება და საქონლის გაშვება განხორციელდა იმავე წლის 22 დეკემბერს (შეფასების ნომერი №----------). სადავო საქონლის იდენტური დასახელებისა და არტიკულის საქონელზე (----------), შპს „----------“ (ს/ნ ----------) მომართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2022 წლის 19 აპრილის №---------- ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ იქნა 3307 90 000 00 სასაქონლო კოდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს წარედგინა საბაჟო დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №13935409 შეტყობინება, რომლითაც გადასახდელად განესაზღვრა დღგ 8 668.89 ლარი. ასევე, მომსახურების საფასური.

კომპანიამ საბაჟო დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №13935409 შეტყობინების გაუქმების და 2023 წლის 19 დეკემბრის №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3499 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლით, 35-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლით.

შემოსავლების სამსახურმა დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ დეკლარირებული საქონელი (ჰიპერტონული ზღვის წყლის ხსნარი ცხვირის ღრუს გასაწმენდად, ---------- წარმოადგენს ჰიპერტონულ ზღვის წყალს, რომელიც ბუნებრივად მდიდარია მინერალური მარილებით და მიკროელემენტებით, დამზადებულია ოკეანის დისტილირებული (გაფილტრული) ზღვის წყლით, დაფასოებულია სპრეის და წვეთების სახით. შესაბამისად, საქონლის დეკლარირება სეს ესნ-ის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში და იმპორტის გადასახდელის დარიცხვა მართლზომიერია.

ამასთან, დღეს მოქმედი „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მიხედვით, სადავო საკითხის კლასიფიკაცია რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მსგავსად და ზემოაღნიშნული საქონელი კვლავ კლასიფიცირდება 3307 90 000 00 სასაქონლო კოდში.

მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ საქონლის სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიკაციის მიზნებისთვის, პროდუქტის რეგისტრაცია არ გამოიყენება, ვინაიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმოადგენს სამედიცინო სფეროში ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს, ხოლო მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია წარმოადგენს უმაღლეს კომპეტენტურ ორგანოს საქონლის სეს ეს-ის შესაბამისად კლასიფიკაციისთვის სასაქონლო კოდის განსაზღვრის საკითხში.

2023 წლის 19 დეკემბრის №13935409 შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის ბოლო ვადა.

რაც შეეხება მომჩივნის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელირებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნულ დავაში შემოსავლების სამსახურის მსჯელობის მთავარ საგანს წარმოადგენდა არა სეს ესნ კოდი, არამედ მისი დაბეგვრის საკითხი პროდუქტის ფარმაცევტულ პროდუქციად განხილვის ჭრილში, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 168-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნტის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულ იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული წარმოდგენილი ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის, ვაქცინების, მიწოდება ან/და იმპორტი. დავის საგანს წარმოადგენდა განეკუთვნებოდა თუ არა პროდუქტი ფარმაცევტულ პროდუქციას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2023 წლის 19 დეკემბრის №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ) და 2023 წლის 19 დეკემბრის №13935409 შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ 2013 წელს მის მიერ შემოტანილი იქნა ---------- სასაქონლო კოდით - 3004901900, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, მაგრამ საბაჟო დეპარტამენტმა ყოველივე ეს არ გაითვალისწინა და მიუთითა სასაქონლო კოდი - 3307 90 000 00, რაზეც გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 23.09.2013 წლის №---------- შეტყობინება. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.11.2013 წლის №58356 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 21.11.2014 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.08.2015 წლის გადაწყვეტილებით კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა და ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 23.09.2013 წლის №---------- შეტყობინება, შემოსავლების სამსახურის 18.11.2013 წლის №58356 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭო. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით. შესაბამისად გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული პრეპარატები გათავისუფლებულია იმპორტისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ ზემოაღნიშნული საქონლის კოდი არის 3004901900 და არა 33079000000, თუმცა საბაჟო დეპარტამენტმა ჩათვალა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ვადა გაუვიდა და ისევ არასწორი სასაქონლო კოდი განუსაზღვრა საქონელს. მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და მოხდეს საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, საქონლის კოდად განისაზღვროს 3004901900.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია სეს ესნის 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.

საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების) პირველი პუნქტის თანახმად, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №---------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ 2023 წლის 19 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე, მიმართა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ს და ითხოვა საბერძნეთის რესპუბიკიდან შემოსატანი საქონლის (7 700 ერთეული, 48 160.49 ლარის საბაჟო ღირებულების, ჰიპერტონული ზღვის წყლის ხსნარი ცხვირის ღრუს გასაწმენდად, ----------) თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირება. აღნიშნული საქონელი წარმოადგენს ჰიპერტონულ ზღვის წყალს, რომელიც ბუნებრივად მდიდარია მინერალური მარილებით და მიკროელემენტებით, დამზადებულია ოკეანის დისტილირებული (გაფილტრული) ზღვის წყლით, დაფასოებულია სპრეის და წვეთების სახით. დეკლარირების დროს მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლით დადგენილი იყო, რომ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „... იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით ...“. სეს ესნ-ის 30-ე ჯგგუფის შენიშვნის პირველ პუნქტში აღნიშნული იყო, რომ მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება წყლის დისტილატები ან ეთერზეთების წყალხსნარები, განკუთვნილი სამედიცინო მიზნებისათვის (სასაქონლო პოზიცია 3301) და 3303–3307 სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე. აღნიშნულისა და 33-ე ჯგუფის შენიშვნებისა და ტექსტების გათვალისწინებით, წყლის დისტილატები ან ეთერზეთების წყალხსნარები და 33.03-დან 33.07 პოზიციების პრეპარატები, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ თერაპიული ან პროფილაქტიკური თვისებები კლასიფიცირდებოდა 33-ე თავში. აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, ხელმძღვანელობს დასახელებული კონვენციის ფარგლებში მოქმედი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჰარმონიზებული სისტემის ტექნიკური კომიტეტის გადაწყვეტილებებით. მათ მიერ კენჭისყრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობა წარმოადგენს ორგანიზაციის კომპენდიუმს. კომპენდიუმში შესული ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად, ზღვის წყლის ნაზალური სპრეი (----------ის ანალოგი) კლასიფიცირებულია 3307 სასაქონლო კოდში. კომპენდიუმში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელია ხელშემკვრელი მხარეებისთვის, შესაბამისად საქართველოს საბაჟო ორგანო, როგორც კონვენციის ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია საქონლის კლასიფიკაცია მოახდინოს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) შესაბამისი გადაწყვეტილებით. შესაბამისად, 2023 წლის 19 დეკემბრის №---------- მითითებული საქონლის დეკლარირება განხორციელდა სეს ესნ-ის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში და დეკლარირებულ საქონელს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ) 8 668.89 ლარის ოდენობით. აღნიშნული საბაჟო დეკლარაციის შეფასება და საქონლის გაშვება განხორციელდა იმავე წლის 22 დეკემბერს (შეფასების ნომერი №----------). დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სადავო საქონლის იდენტური დასახელებისა და არტიკულის საქონელზე (----------), შპს „----------“ (ს/ნ ----------) მომართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2022 წლის 19 აპრილის №---------- ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ იქნა 3307 90 000 00 სასაქონლო კოდი. ამასთან, დღეს მოქმედი „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მიხედვით, სადაო საკითხის კლასიფიკაცია რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მსგავსად და ზემოაღნიშნული საქონელი კვლავ კლასიფიცირდება 3307 90 000 00 სასაქონლო კოდში.

საბჭო განმარტავს, რომ სასამართლოში წარმოებული დავა ეხებოდა ზღვის წყალს ----------. სსიპ ლევან სამახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 27 ივნისის №---------- დასკვნის შინაარსით კი, ექსპერტიზაზე წარდგენილია ნაზალური ხსნარი: ----------, ხოლო განსახილველ შემთხვევაში სადავოა ჰიპერტონიული ზღვის წყლის ხსნარი (----------), განკუთვნილი ცხვირის ღრუს ჰიგიენისათვის, რომლებსაც საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2022 წლის 19 აპრილის №---------- დასკვნით, შესაბამის პერიოდში მოქმედი 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის შესაბამისად განესაზღვრა – 3307 90 000 00 სეს ესნ კოდი, ვინაიდან საქმე გვაქვს სასამართლო და მიმდინარე დავაში არსებულ სხვადასხვა საქონელთან, შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია საბაჟო დეპარტამენტისა და დავის განმხილველი ორგანოს (შემოსავლების სამსახური) გადაწყვეტილება.

საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ამისა, დავების განხილვის საბჭოში მომჩივნის შესახებ ზემოთ დასახელებულ და წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით, არსებობს სსიპ ლევან სამხარაულის სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.11.2014 წლის №---------- წერილი, რომლის მიხედვით, ----------ს მიერ წარმოებულ პროდუქტებზე: 27.05.2013 წლის №---------- ექსპერტიზის დასკვნით, ---------- განისაზღვრა სეს ესნ-ის კოდი – 3307 90 000 00. ვინაიდან ბოლო პერიოდის მსო-ს წევრი ქვეყნების წევრი წინასწარი გადაწყვეტილებებით ანალოგიურ საქონელზე (მათში არსებული ზღვის წყალის ოდენობის და შეფუთვის სახეობის მიუხედავად) ძირითადად მინიჭებულია ნომენკლატურის 3307 სასაქონლო პოზიციის კოდი.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

იმპორტირებულ საქონელზე სასაქონლო-ნომენკლატურული კოდის განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭო განმარტავს, რომ სასამართლოში წარმოებული დავა ეხებოდა ზღვის წყალს. სსიპ ლევან სამახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 27 ივნისის დასკვნის შინაარსით კი, ექსპერტიზაზე წარდგენილია ნაზალური ხსნარი: ხოლო განსახილველ შემთხვევაში სადავოა ჰიპერტონიული ზღვის წყლის ხსნარი, განკუთვნილი ცხვირის ღრუს ჰიგიენისათვის, რომლებსაც საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2022 წლის 19 აპრილის დასკვნით, შესაბამის პერიოდში მოქმედი 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის შესაბამისად განესაზღვრა – 3307 90 000 00 სეს ესნ კოდი, ვინაიდან საქმე გვაქვს სასამართლო და მიმდინარე დავაში არსებულ სხვადასხვა საქონელთან, შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია საბაჟო დეპარტამენტისა და დავის განმხილველი ორგანოს (შემოსავლების სამსახური) გადაწყვეტილება.

საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ამისა, დავების განხილვის საბჭოში მომჩივნის შესახებ ზემოთ დასახელებულ და წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით, არსებობს სსიპ ლევან სამხარაულის სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.11.2014 წლის წერილი, რომლის მიხედვით, კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტებზე: 27.05.2013 წლის ექსპერტიზის დასკვნით, საქონელი განისაზღვრა სეს ესნ-ის კოდი – 3307 90 000 00. ვინაიდან ბოლო პერიოდის მსო-ს წევრი ქვეყნების წევრი წინასწარი გადაწყვეტილებებით ანალოგიურ საქონელზე (მათში არსებული ზღვის წყალის ოდენობის და შეფუთვის სახეობის მიუხედავად) ძირითადად მინიჭებულია ნომენკლატურის 3307 სასაქონლო პოზიციის კოდი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 173;