ბრძანება N 12374
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12374
05 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---------- (ს/ნ ----------)
(მის.: ----------, ----------)
2023 წლის 9 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) №80877/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი ითხოვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მისთვის გაუგებარია კვალიფიციური დღგ-ის სტატუსზე უარის თქმის მიზეზი.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, გადამხდელის მიერ 2022 წლის დეკემბრის და 2023 წლის იანვარსა და აპრილში წარმოდგენილი იქნა განცხადება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ, რომლის განხილვისას შემსრულებელმა იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებით.
2022 წელს 28 დეკემბერს ი/მ ---------- მიენიჭა არაკვალიფიციური სტატუსი, რადგან სატელეფონო კომუნიკაციისას მეწარმეს მიეცა რეკომენდაცია დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსებისა და იჯარის ხელშეკრულების საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით. თუმცა მიუხედავად რეკომენდაციისა, მის მიერ არ მომხდარა აღნიშნული რეესტრის შევსება და იჯარის ხელშეკრულების მიწოდება.
2023 წლის იანვრისა და აპრილის განცხადებებზე ისევ მიეცა მეწარმეს რეკომენდაცია დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსებაზე (სრულად) და იჯარის ხელშეკრულების მოწოდებაზე, თუმცა რეკომენდაციის მიუხედავად მეწარმის მიერ არ იქნა მოწოდებული იჯარის ხელშეკრულება. ასევე მეწარმე არ იყო სრულად გარკვეული დღგ-ის ვალდებულებებში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის არამიზნობრივად გამოყენებისათვის და საგადასახადო რისკების პრევენციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №32086 ბრძანების შესაბამისად, ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2023 წლის 27 აპრილის ID:---------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებას
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, გადამხდელის გადამხდელს მიენიჭა არაკვალიფიციური სტატუსი, რადგან სატელეფონო კომუნიკაციისას მეწარმეს მიეცა რეკომენდაცია დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსებისა და იჯარის ხელშეკრულების საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით. თუმცა მიუხედავად რეკომენდაციისა, მის მიერ არ მომხდარა აღნიშნული რეესტრის შევსება და იჯარის ხელშეკრულების მიწოდება. ასევე მეწარმე არ იყო სრულად გარკვეული დღგ-ის ვალდებულებებში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის არამიზნობრივად გამოყენებისათვის და საგადასახადო რისკების პრევენციის საფუძველზე, გადამხდელს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304
ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება - მუხლი 563 (1-გ); 51; 561;
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №32086
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის ბრძანება N3751