ბრძანება N 14356
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14356
21.06.2023
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 21 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2023 წლის 21 მაისის №81133/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №041-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასრულად აღსრულდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება. მომჩივნის განმარტებით, განკარგვადი თანხების გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული შემოწმების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით საქონლის შეძენაზე გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, კერძოდ, შემოწმების შედეგად გათვალისწინებულია საქონლის შეძენაზე გაწეული დანახარჯი საშემოსავლო გადასახადის (3%) გარეშე, რაც არამართლზომიერია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 სექტემბრის №24851 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--“-ის (ს/ნ ---) 2022 წლის 7 მაისის და 6 ივნისის საჩივრები, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ტრანსპორტირების ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას საქონლის შეძენაზე დეკლარირებული და დაბეგრილი თანხების გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 სექტემბრის №24851 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 33 322 ლარით, მათ შორის, გადასახადი 22 215 ლარით და ჯარიმა 11 107 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 აპრილის №041-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა რეალიზაციის პროცესში ტრანსპორტირების ხარჯები და სატრანსპორტო საშუალების მიერ გახარჯული საწვავის ოდენობის შესაბამისი თანხა გათვალისწინებულ იქნა განკარგვადი, ხელფასად დასაბეგრი თანხის განსაზღვრისას. აღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის და შესაბამისი ჯარიმის კორექტირება (შემცირება);
განკარგვადი თანხის გაანგარიშების მიზნით დამატებით ხარჯად იქნა აღიარებული გადამხდელის მიერ დეკლარირებული და საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხა 16 530 ლარი, ხოლო რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სმფ-ების ღირებულებას, 17 077 ლარი უკვე გათვალისწინებულია ხარჯის სახით 2022 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას. აღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის და შესაბამისი ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2022 წლის 28 სექტემბრის №24851 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ტრანსპორტირების ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), რაც განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა ტრანსპორტირების ხარჯები და გახარჯული საწვავის ოდენობის შესაბამისი თანხა გათვალისწინებულ იქნა განკარგვადი თანხის განსაზღვრისას.
ამავე ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას საქონლის შეძენაზე დეკლარირებული და დაბეგრილი თანხების გათვალისწინების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, განკარგვადი თანხის გაანგარიშების მიზნით დამატებით ხარჯად იქნა აღიარებული გადამხდელის მიერ დეკლარირებული და საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხა 16 530 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სმფ-ების ღირებულებას (17 077 ლარი) უკვე გათვალისწინებულია ხარჯის სახით 2022 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასრულად აღსრულდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 სექტემბრის №24851 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 33 322 ლარით, მათ შორის, გადასახადი 22 215 ლარით და ჯარიმა 11 107 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 აპრილის №041-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,გ); 302 (6); 306.