გადაწყვეტილება №21415/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21415/2/2023
05 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ -----------ი (ს/ნ----------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -----------ის 26.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21415/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19128 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის №037-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27442 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 7 403.84 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისის №CB1483495 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 7 403.84 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 4.08.2023 წლის №19128 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, კერძოდ: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 12 ივლისის №------- დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19128 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.09.2023 წლის №23172 ბრძანება და 21.09.2023 წლის №037-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც უცვლელად დარჩა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27 ივნისის №CB1483495 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია, აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27442 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 და 304-ე მუხლის 21 ნაწილებით, მიუთითა, საქმეში არსებული მასალებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომ ფაქტიურად აღწერილი საქონლის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 2022 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 12 ივლისის №------- დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქონლის ღირებულება განსაზღვრულია 2023 წლის 11 ივლისის მდგომარეობით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნაში საქონლის დასახელებად აღნიშნულია წიფლის ჯიშის ხე-მასალა (მოხარშული) სიგრძე- 2,2 გრძ.მ., ხოლო გადამხდელის მიერ წარდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 12 ივლისის №----- დასკვნაში საქონლის დასახელება აღნიშნულია წიფლის ჯიშის, მეოთხე ხარისხის ფიცრის მასალა, რაც არ შეესაბამება ინვენტარიზაციის დროს აღწერილ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლის დროს მოხდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია, რა დროსაც მომჩივანს მიეცა მითითება, რომ განემარტა კონკრეტული საქონლის იდენტიფიცირების შესახებ, მაგრამ გადასახადის გადამხდელმა უარი განაცხადა დამატებითი განმარტების გაკეთებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვერ მოხერხდა აღნიშნული საქონლის (ხე-მასალის) იდენტიფიცირება, რის გამოც ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმის თანხების კორექტირება (შემცირება) ვერ განხორციელდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №19128 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგებით დაფიქსირებული დანაკლისის და აღურიცხველი სმფ-ის რაოდენობრივ მაჩვენებლებთან არ ჰქონდა არანაირი პრეტენზია, თუმცა არ დაეთანხმა ვალის მართვი დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრით დათარიღებულ ექსპერტიზის დასკვნაში დანაკლისად დაფიქსირებული 43,552 კუბ.მ. ფიცრის საბაზრო ღირებულებას, რის თაობაზე პოზიცია წარუდგინა მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს, რომელმაც 2023 წლის 6 ივნისის სხდომაზე (ოქმი N23) არ დააკმაყოფილა მისი პრეტენზია (სიტყვიერად განუმარტეს, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციას სცილდებოდა).
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დანაკლისად დაფიქსირდა 74 038,40 ლარი და ჯარიმა 10% განისაზღვრა 7403,84 ლარით. მოითხოვა ალტერნატიული ექსპერტიზა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2023 წლის 12 ივლისს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა (№------), რომლითაც ინვენტარიზაციის დროს ფაქტობრივად დაფიქსირებული სმფ-ის ერთეული საბაზრო ღირებულება შეადგენდა 1370 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დანაკლისის რეალური ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო 59 666,24 ლარით, ხოლო 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დასარიცხი ჯარიმა 5 966,62 ლარით.
სადავო საკითხი 2023 წლის 16 ივლისს, კანონმდებლობის სრული დაცვით გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 4 აგვისტოს №19128 ბრძანებით მონიტორინგის დეპარტამენტს დაავალა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოეხდინა დარიცხული სანქციების შემცირება. მონიტორინგის დეპარტამენტმა 2023 წლის 20 სექტემბრის №23172 ბრძანებით უცვლელი დატოვა მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისს შედგენილი №CB1483495 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და 2023 წლის 21 სექტემბერს გამოსცა №037-11 საგადასახადო მოთხოვნა.
მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების სამოტივაციო ნაწილში დაფიქსირებულია რამოდენიმე პოზიცია, რომელსაც არ ეთანხმება. კერძოდ:
1. მონიტორინგის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სმფ-ის ინვენტარიზაცია განხორციელდა 2022 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით, ხოლო მომჩივნის მიერ წარდგენილი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქონლის ღირებულება განსაზღვრულია 2023 წლის 11 ივლისის მდომარეობით, რასაც ადასტურებს მომჩივანიც, თუმცა აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილი პროექტი და მასალები გადაეცა 2023 წლის 26 ივნისს, მონიტორინგის დეპარტამენტს მაშინვე წარუდგინა უარყოფითი პოზიცია სმფ-ის ერთეულის საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით და მათგან უარის მიღების შემდეგ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და იმაში, რომ ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანას მონიტორინგის დეპარტამენტმა ექვსი თვე მოანდომა და შეფასებებში მოხდა დროითი აცდენა მისი იოტისოდენა დანაშაულიც არაა, მონიტორინგის დეპარტამენტი ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ერთი და იგივე სმფ-ის ექსპერტიზა განხორციელდა. ის ფასი, რაც ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნითაა დაფიქსირებული, თვით I ხარისხის ფიცარზეც კი არაა ფიქსირებული, არც სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს და არც სხვა რომელიმე ინტერნეტ მონაცემებით.
2. მონიტორინგის დეპარტამენტს თავის გასამართლებლად მოყავს ის ფაქტი, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში თურმე წერია, რომ საქონელი იყო მოხარშული, ხოლო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ეს არ წერია, აღნიშნულს ადასტურებს, თუმცა მოხარშულობის ფაქტი, ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნება იმის საპირისპიროდ, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით არაა განსაზღვრული სმფ-ის ხარისხი, რაც განსაზღვრულია სამხარაულის დასკვნაში და თუ არაა უბრალოდ უწყებრივი ინტერესი მონიტორინგის დეპარტამენტი აპრიორი რატომ თვლის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნას უპირატესად და სარწმუნოდ, მაშინ როდესაც ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში საქონლის ვიზუალიზაციაც კი არ იძლევა ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენის საშუალებას, სამხარაულის დასკვნაში კი პირიქით.
3. ბრძანებაში მონიტორინგის დეპარტამენტი მიუთითებს იმაზეც, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესრულების პროცესში თითქოს მომჩივანმა უარი განაცხადა დამატებითი განმარტების გაკეთებაზე, რაც არასწორია და არ არსებობს ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, პირიქით ინვენტარიზაციის განმახორციელებელი პირები მისგან მოითხოვდნენ განმარტებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე, რაზეც მისგან მიიღეს პასუხი, რომ მისი მხრიდან არასერიოზული და არაკომპეტენტური იქნებოდა ამ ნაწილში, რაიმე განმარტების მიცემა და რომ თუ თვლიდნენ საჭიროდ განმარტებას, თავად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გამოეთხოვათ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ეჭვის შეტანის არანაირი არგუმენტი, რომ სადაო სმფ-ები იდენტიფიცირებულია, საკითხი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად არაა შესწავლილი ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გათვალისწინებით. შესაბამისად ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის №CB1483495 ოქმით, დაკისრებული ჯარიმა - 7403,84 ლარის 1437,22 ლარით შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.09.2023 წლის №23172 ბრძანებით უცვლელად დარჩა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27 ივნისის №CB1483495 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია. აღნიშნული ბრძანებიდან ირკვევა, რომ ფაქტიურად აღწერილი საქონლის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 2022 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 12 ივლისის №------ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქონლის ღირებულება განსაზღვრულია 2023 წლის 11 ივლისის მდგომარეობით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნაში საქონლის დასახელებად აღნიშნულია წიფლის ჯიშის ხე-მასალა (მოხარშული) სიგრძე- 2,2 გრძ.მ., ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 12 ივლისის №-------- დასკვნაში საქონლის დასახელება აღნიშნულია წიფლის ჯიშის, მეოთხე ხარისხის ფიცრის მასალა, რაც არ შეესაბამება ინვენტარიზაციის დროს აღწერილ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლის დროს მოხდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია, რა დროსაც მომჩივანს მიეცა მითითება, რომ განემარტა კონკრეტული საქონლის იდენტიფიცირების შესახებ, მაგრამ გადასახადის გადამხდელმა უარი განაცხადა დამატებითი განმარტების გაკეთებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვერ მოხერხდა აღნიშნული საქონლის (ხე-მასალის) იდენტიფიცირება, რის გამოც ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმის თანხების კორექტირება (შემცირება) ვერ განხორციელდა.
მომჩივანი განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილი პროექტი და მასალები გადაეცა 2023 წლის 26 ივნისს, მონიტორინგის დეპარტამენტს მაშინვე წარუდგინა უარყოფითი პოზიცია სმფ-ის ერთეულის საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით და მათგან უარის მიღების შემდეგ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და იმაში, რომ ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანას მონიტორინგის დეპარტამენტმა ექვსი თვე მოანდომა და შეფასებებში მოხდა დროითი აცდენა მისი იოტისოდენა დანაშაულიც არაა.
ასევე უთითებს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით არაა განსაზღვრული სმფ-ის ხარისხი, რაც განსაზღვრულია სამხარაულის დასკვნაში და თუ არაა უბრალოდ უწყებრივი ინტერესი - მონიტორინგის დეპარტამენტი აპრიორი რატომ თვლის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნას უპირატესად და სარწმუნოდ, მაშინ როდესაც ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში საქონლის ვიზუალიზაციაც კი არ იძლევა ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენის საშუალებას, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში კი პირიქით.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, ვინაიდან სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 12 ივლისის №----- დასკვნაში საუბარია ინვენტარიზაციისას აღწერილი საქონლისგან განსხვავებული დასახელების/ტიპის საქონელზე, შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული მისი დასკვნა/შედეგები.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19128 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19128 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისის №CB1483495 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 7 403.84 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 4.08.2023 წლის №19128 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, კერძოდ: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 12 ივლისის №5004423723 დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19128 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.09.2023 წლის №23172 ბრძანება და 21.09.2023 წლის №037-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც უცვლელად დარჩა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27 ივნისის №CB1483495 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია, აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27442 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19128 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9);